Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამიცის”-ს ესაუბრება მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი  სოფიო ბოჯგუა. 

ზრდის თუ არა ორსულობა covid19-ის მძიმედ გადატანის რისკს

ორსულობა ეკუთვნის კოვიდ-19 მაღალ რისკ ჯგუფს, რადგან კოვიდ-19 ის გამომწვევი  SARS-Cov-2 ვირუსით ინფიცირებული ორსულები 15%-25%-ით უფრო ხშირად მძიმდებიან. აქვე უნდა აღინიშნოს 2020 წლის ბოლოს დაწყებული მასობრივი ვაქცინაციის პროცესში  იმუნიზირებულ ორსულებზე დაკვირვებამ და ინფორმაციის შეგროვებამ  არ გამოავლინა რაიმე  გართულებები ან ცვლილებები, რომლებმაც გავლენა მოახდინა ნაყოფზე ან/და ორსულობის მიმდინარეობაზე.

აშშ-ის და ევროკავშირის ფარმაცევტული რეგულატორების (FDA, EMA) მიერ  დაშვებულ კოვიდ-19 პროფილაქტიკურ  ყველა ვაქცინას (ფაიზერ/ბიონტეკი, მოდერნა, ასტრაზენეკა, ცილაგი /ჯონსონი და ჯონსონი) მინიჭებული აქვს გადაუდებელი აუცილებლობის ავტორიზაცია (Emergency Use Authorization).

გადაუდებელი აუცილებლობის ავტორიზაციის  გაცემის საფუძველი გახდა  კოვიდ-19-თან დაკავშირებული რისკი/სარგებლის შეფასება და კლინიკური კვლევების შუალედური მონაცემების ანალიზი. 

კოვიდ-19 ვაქცინაციის (ფაიზერ /ბიონტეკი) შემდეგ ორსულებში გამომუშავებული ანტისხეულების რაოდენობა არ განსხვავდებოდა საკონტროლო (არა ორსული) ჯგუფის პაციენტებში  გამომუშავებული ანტისხეულების რაოდენობას.

კოვიდ-19 ვაქცინაციის (ფაიზერ/ბიონტეკი) შემდეგ ორსულებში გამომუშავებული ანტისხეულების (IgG, IgA, IgM)  კონცენტრაცია სჭარბობდა კოვიდ-19-ით ინფიცირებულ ორსულებში გამომუშავებული ანტისხეულების ისტორიულ  მაჩვენებლებს.

ორსულების ვაქცინაციის შემდეგ კოვიდ-19 ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოჩენილი იქნა ჭიპლარის სისხლში და მეძუძური ქალების რძეში; რაც მიუთითებს ნაყოფის პასიურ იმუნიზაციაზე.

ახდენს თუ არა კოვიდ19-ის საწინააღმდეგო  ვაქცინა გავლენას  ფერტილობაზე 

ამ დროისთვის არ არსებობს არანაირი მტკიცებულება  რომ ვაქცინაციას შეუძლია უშვილობის პროვოცირება. საერთოდ არანაირი. ჩატარდა კვლევა სპერმის ხარისხზე Pfizer-ით აცრილებში. კვლევამ აჩვენა რომ ფაიზერით აცრილებში სპერმის ხარისხი არ შეიცვალა. ვინც ორსულობას უახლოეს პერიოდში გეგმავს,  აუცილებლად უნდა აიცრას და  ვაქცინაციიდან ორ კვირაში  შეუძლია დაგეგმოს ორსულობა .

უნდა აიცრან თუ არა მეძუძური ქალები და როგორ მოქმედებს ვაქცინა დედის რძეზე

არსებული პრეკლინიკური და კლინიკური დაკვირვებების საფუძველზე აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრი  (CDC), მენ-გინეკოლოგთა საერთაშორისო ასოციაცია (FIGO), ბრიტანული მეან-გინეკოლოგთა კოლეჯი (RCOB) ასკვნიან რომ

კოვიდ-19 ვაქცინის შეთავაზება შესაძლებელია როგორც ორსულებისთვის, ასევე მეძუძური ქალებისთვის.
ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ორსულებისთვის, რომლებიც განეკუთვნებიან კოვიდ-19-ით ინფიცირების მაღალ რისკჯგუფებს (მაგ. სამედიცინო პერსონალი) ან კოვიდ-19-ით შესაძლო გართულებების მაღალ რისკჯგუფებს (მაგ. გესტაციური დიაბეტი).

womens-health/covid-19-vaccines-and-pregnancy/covid-19-vaccines-pregnancy-and-breastfeeding/

https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/vaccines/recommendations/pregnancy.html
კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5