Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რაც უფრო დიდ დროს ატარებენ ბავშვები ტელევიზორის ყურებაში, მით უფრო მეტად ეცნობიან სარეკლამო შეტყობინებებს. შესაბამისად, იზრდება ალბათობა, რომ მაღაზიაში უფრო დაჟინებით მოითხოვენ სასურველი ნივთების ყიდვას და უფრო გაღიზიანდებიან, როდესაც მოისმენენ “არას”. მკვლევრების თქმით, ყოველივე ამან შეიძლება ხელი შეუწყოს მშობლების სტრესის დონის მომატებას.

დასკვნები ეფუძნება არიზონას უნივერსიტეტის ეგიდით ჩატარებულ კვლევას, რომელიც შეისწავლის ბავშვების ტელევიზორის ყურების ჩვევების პოტენციურ გავლენას მშობლების სტრესის დონეზე.

”რაც უფრო მეტ რეკლამას ხედავენ ბავშვები, მით უფრო მეტ რამეს ითხოვენ და უფრო მეტი კონფლიქტი წარმოიქმნება”, – ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი მეთიუ ლაპიერი, – “რასაც მანამდე არ დავკვირვებივართ არის ის, თუ რა გავლენას ახდენს ეს მშობლებზე. ჩვენ ვიცით, რომ როცა ბავშვები ითხოვენ ნივთებს, ეს შეიძლება კონფლიქტამდე მივიდეს, მაგრამ გვსურს შემდეგი კითხვის დასმა: შეიძლება ამან ხელი შეუწყოს მშობლების საერთო სტრესს?”

კვლევის შედეგების მიხედვით – კი, შეიძლება.

ამის თავიდან ასაცილებლად ყველაზე უკეთესი გამოსავალია ტელევიზორის გამორთვა. მაგრამ ამის თქმა უფრო მარტივია, ვიდრე შესრულება.

კიდევ ერთი გზა არის შვილებთან საუბარი რეკლამაზე და მომხმარებელთან კომუნიკაციაზე.

თანამშრომლობითი კომუნიკაციაა, როდესაც მშობელი შვილს რთავს ოჯახის შენაძენთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებაში – მაგალითად, ”მე მოვისმენ შენს რჩევას გარკვეულ პროდუქტებსა თუ ბრენდებზე”.

მაკონტროლებელი კომუნიკაცია არის, როდესაც მშობელი ავლენს სრულ კონტროლს მშობელთან და შვილთან დაკავშირებულ ურთიერთობებში – მაგალითად, ამბობს სიტყვებს: “ნუ მეწინააღმდეგები, როცა რომელიმე პროდუქტზე ვამბობ “არას”.”

სარეკლამო კომუნიკაციაა, როდესაც მშობელი შვილს ელაპარაკება სარეკლამო შეტყობინებების შესახებ, მაგალითად “რეკლამაში ყველაფერს იტყვიან, რათა შენ გაყიდინონ პროდუქტი”.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ზოგადად, თანამშრომლობითი კომუნიკაცია ასოცირდება მშობლის ნაკლებ სტრესთან. ამასთან, ბავშვების არასასურველი ქცევები იზრდება – მაგალითად, კამათი, წუწუნი ან ტანტრუმი.

კვლევას საფუძვლად უდევს 2-დან 12 წლამდე ასაკის 433 მშობლის გამოკითხვის მონაცემები. მკვლევრებმა ყურადღება გაამახვილეს მცირეწლოვან ბავშვებზე, რადგან ისინი დამოუკიდებლად უფრო ნაკლებად ყიდულობენ და უფრო მეტ დროს ატარებენ საყიდლებზე მშობლებთან, ვიდრე უფროსი ბავშვები, თქვა ლაპიერმა.

მათი კომუნიკაციის სტილის შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემის გარდა, მშობლებმა ასევე უპასუხეს კითხვებს, რომელთა მიზანი იყო გაეზომა:

  • დღეში რამდენ საათს უყურებს მათი ბავშვი ტელევიზორს?
  • რამდენად ხშირად ითხოვს ან მოითხოვს მათ ბავშვი პროდუქტს სავაჭრო ცენტრში ან ეხება პროდუქტებს უკითავად?
  • რამდენად ხშირად “აწყობს სცენებს” მათი შვილი მაღაზიაში?
  • მშობლების სტრესის დონე.

ბავშვებისთვის განკუთვნილი რეკლამა, რომელიც ხშირად შეიცავს უამრავ მკვეთრ ფერს, ხალისიან მუსიკას და ბრწყინვალე პერსონაჟს, შეიძლება დამაჯერებლად იქცეს მათთვის, რადგან მათ ბოლომდე არ ესმით რეკლამის მნიშვნელობა.

წყარო: www.sciencedaily.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5