Skip to content Skip to sidebar Skip to footer

დედამიცისსესაუბრება ფსიქოლოგი რუსუდან სამხარაძე.

ადამიანი სოციალური არსებაა და ჩვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა დამოკიდებულია სხვა ადამიანებთან ურთიერთობებზე. ბავშვობაში დედ-მამასა და ოჯახის სხვა წევრებისგან  მიღებული გამოცდილებები და ემოციური კავშირები ადამიანის ნერვულ სისტემას, ემოციურ მდგომარეობასა და ცხოვრებისეულ ხედვას აყალიბებს და კონკრეტულ მიმართულებას აძლევს. ის, თუ როგორ ვურთიერთობთ საკუთარ თავთან, სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან დამოკიდებულია ცხოვრების პირველ წლებში მშობელსა და შვილს შორის არავერბალურ, გრძნობებით განპირობებულ კომუნიკაციაზე. 

ოდის იწყება ბავშვის სოციალურემოციური განვითარება

ბავშვის განვითარება იწყება მუცლადყოფნის პერიოდში. მნიშვნელოვანია, რომ ორსულობის განმავლობაში და ახალშობილობის პერიოდში, ქალს ჰქონდეს წვდომა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე. ეს ამცირებს სტრესს ორსულობის დროს, ამცირებს გართულებებს მშობიარობის პროცესში, ხელს უწყობს ძუძუთი კვებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქმნის ხელშემწყობ პირობებს ბავშვის ჯანსაღი ემოციური განვითარებისთვის. ასეთი სერვისით სარგებლობის შემდგომ, მცირდება ემოციური და ქცევითი სირთულეების სიხშირე, აგრესიული ქცევა, სხვადასხვა სახის დარღვევები-ძილის, კვების და ა.შ. მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა მიმდინარეობს მშვიდ და პრობლემის დაძლევაზე ორიენტირებულ სისტემაში. 

ბავშვის განვითარება რთული და მრავალმხრივი პროცესია. პირობითად დაყოფილი განვითარების სფეროები გვეხმარება განვითარების ყველა ასპექტს თანაბარი მნიშვნელობა   და ყურადღება მივანიჭოთ. თითოეული სფერო:   ფიზიკური განვითარება, დამოუკიდებლობის განვითარება, მეტყველების განვითარება,  შემეცნებითი განვითარება და სოციალურ-ემოციური განვითარება ერთმანეთთან მჭიდროდ არის  დაკავშირებული  და ურთიერთზემოქმედებს.  

დედისა და მამის ყურადღება და მგრძნობიარობა ბავშვის საჭიროებებზე, გრძნობებზე ან ბავშვის ნებისმიერ გამოხატულებაზე, ბავშვსა და მშობელს შორის ემოციურ კავშირს აყალიბებს დროსა და სივრცეში, რასაც მიჯაჭვულობა ეწოდება. მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობის ეს კონკრეტული სახე პასუხისმგებელია უსაფრთხოებისა და დაცულობის შეგრძნებაზე, დამოკიდებულია ფიზიკურ სიახლოვეზე და ორივე ადამიანში ძლიერ  ემოციურ მდგომარეობებს იწვევს.

ანვითარების რა ფრაზებს გადის ადამიანი ჩვილობის ასაკიდან

ჩვილობის ასაკიდან ადამიანი სოციალური და ემოციური განვითარების რამდენიმე ფაზას გადის. პირველ, ყველაზე ახლო და მნიშვნელოვან კავშირს ჩვილი ამყარებს დედასთან ან იმ ადამიანთან, ვინც მასზე ზრუნავს. ბრიტანელმა ფსიქიატრმა და ფსიქოანალიტიკოსმა, ჯონ ბოულბიმ შეიმუშავა ბავშვის განვითარების – მიჯაჭვულობის თეორია და ამ პირველი, ყველაზე მჭიდრო და ძლიერი ემოციური კავშირის აღსანიშნად გამოიყენა ტერმინი „მიჯაჭვულობა“.

ამდენად მნიშვნელოვანია მიჯაჭვულობა ბავშვისთვის


მიჯაჭვულობა – ძლიერი ემოციური ურთიერთკავშირი ორ ადამიანს შორის, რომელიც ნარჩუნდება დროსა და სივრცეში მაშინაც კი, როცა ეს ადამიანები ერთმანეთს სცილდებიან.
მიჯაჭვულობას, როგორც ჰაერსა და საკვებს, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის. მის გარეშე ჩვილს არ შეუძლია სრულფასოვნად განვითარდეს.

ოგორ მიმდინარეობს მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება

• ბავშვს დაბადებიდანვე აქვს მაღალი მოტივაცია იმისთვის, რომ ჩამოიყალიბოს და შეინარჩუნოს მიჯაჭვულობა მასზე მზრუნველ პირთან.
• ბავშვები ყველაფერს გააკეთებენ მიჯაჭვულობის შესანარჩუნებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
• სიცოცხლის პირველ წელს ბავშვი სპეციფიკურ ემოციურ კავშირს ამყარებს მასზე მზრუნველ ადამიანთან.
• ჩვილი იყენებს მიჯაჭვულობას, როგორც “მყარ/სანდო ბაზას”.
• მიჯაჭვულობის ობიექტები მშობელი ან ბავშვზე მზრუნველი  პირები ხდებიან. 

• ყველა ბავშვს აქვს ტენდენცია მიეჯაჭვოს, მაგრამ მყარი  მიჯაჭვულობა დამოკიდებულია მზრუნველის მხრიდან სიგნალების ამოცნობასა და  პასუხებზე ბავშვის საჭიროებებზე.
• მიჯაჭვულობის სისტემა აქტიურდება შიშისა და განშორების სიტუაციებში.
• ემოციურად ახლობელ ადამიანთან ბავშვის ფიზიკურ კონტაქტს მიჯაჭვულობის სისტემა ხელახლა მოჰყავს წონასწორობის მდგომარეობაში.
• მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებას გარკვეული ეტაპების გავლა სჭირდება:
• მიჯაჭვულობამდელი ფაზა (დაბადებიდან 6 კვირამდე.) – თანდაყოლილი სიგნალებით ჩვილი მშობლებს ურთიერთობისკენ უბიძგებს, მათთან სიახლოვე ამშვიდებთ და სიამოვნებას გვრით. ჩვილი ცნობს დედის სუნს, ხმას, არჩევს დედის ნაკვთებს. ბავშვი ჯერ დედაზე მიჯაჭვული არაა, ამიტომ სხვა ადამიანებთან დარჩენას არ აპროტესტებს.
• მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების ფაზა (6 კვირიდან – 6-8 თვემდე) – ბავშვი დედაზე (მომვლელზე) და უცხო ადამიანზე განსხვავებულად რეაგირებს. ის სწავლობს, რომ მისი ქმედებები ირგვლივ მყოფთა ყურადღებას და რეაქციებს  განაპირობებს. იწყება ნდობის განვითარება.
• მკვეთრად გამოხატული მიჯაჭვულობის ფაზა (6-8 თვიდან – 18 თვემდე) – ამ დროს მომვლელის მიმართ მიჯაჭვულობა აშკარაა. ბავშვში ჩნდება განშორების (სეპარაციის) შფოთვა, როცა მას მშობელი ტოვებს. ის მოუსვენარი ხდება და შფოთვას განიცდის.
• ორმხრივი მიჯაჭვულობის ფაზა (18 თვიდან – 2 წლამდე) – წარმოსახვის და მეტყველების განვითარება ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს, გარკვეულწილად გათვალონ მშობლის დაბრუნება. ამიტომ განშორების მიმართ პროტესტი კლებულობს. ბავშვები მშობლებთან მოლაპარაკებას,  შეთანხმებებს იწყებენ.


  ტიპის მიჯაჭვულობა არსებობს


მიჯაჭვულობის ტიპებია: მყარი მიჯაჭვულობა და არამყარი მიჯაჭვულობა, რომელიც, თავის მხრივ, სამი სახისაა – უარმყოფელი, ამბივალენტური და დეზორგანიზებული.

მყარი მიჯაჭვულობის მახასიათებლებია:
• ბავშვი დედისკენ მიილტვის, მისი მხარდაჭერის იმედი აქვს, რადგან მას აქვს იმის გამოცდილება, რომ ის მშობელს ყოველთვის ახსოვს.
• მყარი მიჯაჭვულობის მქონეა ბავშვი, როცა დედა (ან ადამიანი, რომელიც მასზე ზრუნავს) არის თბილი, მგრძნობიარე, თანმიმდევრული, როცა სწრაფად რეაგირებს ბავშვის ტირილზე.
• ბავშვი ცნობისმოყვარეა, სიამოვნებით შეიმეცნებს სამყაროს, დედას იყენებს, როგორც „მყარ ბაზას“, ადვილად პოულობს მეგობრებს, იოლად უმკლავდება სტრესს, აქვს კარგი თვითშეფასება.

ჩვილი თანდაყოლილი სიგნალებით ცდილობს, დედასთან ან მასზე მზრუნველთან ემოციური კავშირი დაამყაროს. ეს სიგნალებია მიახლოება, გადევნება, ჩაჭიდება (მიკვრა), ღიმილი, თვალებით კონტაქტი, ტირილი, პროტესტი განშორებისას, ხელში აყვანის სურვილი, ძებნა და სხვა. ამ სიგნალებზე მშობელი უპასუხებს „ჩვილიდან გამოწვეული სოციალური ქცევით“.
ჩამოყალიბდება თუ არა ჩვილსა და დედას/მზრუნველს შორის მყარი მიჯაჭვულობა, დიდწილად არის დამოკიდებული დედასთან/მზრუნველთან დაკავშირებულ ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა

  • მგრძნობიარობა –  ჩვილისგან მიღებული სიგნალების აღქმა, მყისიერი გამოხმაურება;
  • ბავშვისგან წამოსულ სიგნალებზე სწორი ინტერპრეტაცია და შესაბამისი რეაგირება; 
  • ვერბალიზაცია/გახმოვანება ბავშვის განცდების, ემოციებს და შეგრძნებების; 
  • მხედველობითი კონტაქტი – შესაბამისი ემოციური მდგომარეობის ვოკალიზაციით; 
  • დამშვიდება -მშობლის/მზრუნველის მგრძნობიარე ქცევა, ფიზიკური კონტაქტი ბავშვთან, როცა ის დამშვიდებას საჭიროებს.

არამყარი- განრიდებული მიჯაჭვულობის დროს ბავშვი არ მიილტვის დედისკენ ფიზიკურ კონტაქტზე. ის დამოუკიდებელია, დედისგან არ იღებს თანაგრძნობას, გულგრილია და მოწყენილი, როცა რაღაც აწუხებს ან სტკივა არ ითხოვს დახმარებას, ყველას ერიდება. ასეთ შემთხვევებში დედა (ან ადამიანი, რომელიც მასზე ზრუნავს) ხშირ შემთხვევაში ემოციურად მიუწვდომელია. დედას არ მოსწონს, რომ ბავშვი მასზეა დამოკიდებული და ყოველი დამოუკიდებელი ქმედების შემთხვევაში აქებს მას. შედეგად, ბავშვი შეიძლება იყოს აგრესიული, ბრაზიანი და დაუმორჩილებელი, რის გამოც შეიძლება არ უყვარდეთ ჯგუფში და აღმოჩნდეს იზოლაციაში.


ხშირად მომავალი მშობლები ფიქრობენ, რომ კარგი იქნებოდა საკუთარი შვილებისთვის ისეთივე მშობლობის გაწევა შეძლონ, როგორც მათი საკუთარი მშობლები იყვნენ. ან პირიქით, მათ არ უნდათ იგივე შეცდომების გამეორება, რასაც მათი მშობლები უშვებდნენ აღზრდის პროცესში.  ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს მექანიკური პროცესი, არამედ რეფლექტირებული და ემოციურად გაშინაგნებული. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5