COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამცირებს გახანგრძლივებული კოვიდის (long COVID-ის) განვითარების რისკს და აუმჯობესებს მის სიმპტომებს მათ შორის, ვინც არავაქცინირებული იყო დავირუსებისას, ამბობს ახალი ყოვლისმომცველი მიმოხილვა გაერთიანებული სამეფოს Health Security Agency-ის მიერ.
მიმოხილვა მოიცავს გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო 15 კვლევის მონაცემებს, მათ შორის შვიდი იკვლევს, იცავს თუ არა დავირუსებამდელი ვაქცინაცია გახანგრძლივებული კოვიდის განვითარებისაგან და შვიდი – ვაქცინაციის გავლენას ადამიანებზე, ვისაც უკვე ჰქონდა long COVID-ი. ერთი კვლევა კი ორივეს სწავლობს.
ექვს კვლევაში, იმ ადამიანებს, რომლებიც ერთი ან ორი დოზით აიცრნენ კორონავირუსით დაინფიცირებამდე, ნაკლებად უვითარდებოდათ long COVID-ის სიმპტომები ინფიცირების შემდეგ.
ორ კვლევაში, სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს არავაქცინირებულებთან შედარებით ნაკლებად აღენიშნებოდათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, თავის ტკივილი, სისუსტე მკლავებსა და ფეხებში, კუნთების მუდმივი ტკივილი, თმის ცვენა, თავბრუსხვევა, ჰაერის უკმარისობა, ყნოსვის დაკარგვა ან ფილტვის დაზიანება.
ამასთან, სამმა კვლევამ შეადარა long COVID-ის სიმპტომები ვაქცინაციამდე და მის შემდეგ და გამოარკვია, რომ ბევრი ადამიანი იტყობინებოდა სიმპტომების გაუმჯობესების შესახებ დაუყოვნებლივ ან რამდენიმე კვირის განმავლობაში. ნაკლებ შემთხვევაში აღინიშნებოდა სიმპტომების გაუარესება ვაქცინაციის შემდეგ.
“არის ასევე მტკიცებულება, რომ long COVID-ის მქონე არავაქცინირებულ ადამიანებს, რომლებიც შემდგომში აიცრნენ, საშუალოდ, შეუმცირდათ long COVID-ის სიმპტომები ან ნაკლები სიმპტომი ჰქონდათ ვიდრე მათ, ვინც არავაქცინირებული დარჩა“, ნათქვამია კვლევაში.
„გარდიანის“ თანახმად, მეცნიერებმა ჯერ ზუსტად არ იციან, რატომ იწვევს ვაქცინაცია ზოგიერთ ადამიანში სიმპტომების გაუმჯობესებას. მიმდინარეობს დამატებითი კვლევა.
www.webmd.com