თქვენი პატარა ვაშლის ზომისაა.
(სიგრძე დაახლოებით 11 სმ-ია, წონა 113 გრამი)
თქვენ ორსულობის მე-4 თვეში ხართ.
მშობიარობამდე დარჩენილია 24 კვირა.
ნაყოფის განვითარება
თქვენი პატარას კუნთები ძლიერდება. მას უკვე სწორად უჭირავს თავი და ხელ-ფეხის შეთანხმებულ მოძრაობასაც ახერხებს.
კიდევ რა სიახლეს უნდა ელოდოთ მე-16 კვირაში? თქვენი პატარას ყურები საბოლოო ადგილს იმკვიდრებს და ამ ან უახლოეს კვირაში, მას უკვე შეეძლება მოსმენა. ამიტომ, ელაპარაკეთ და უმღერეთ. თუ დანიშნული გაქვთ ულტრაბგერითი კვლევა, შეიძლება დაინახოთ პატარას გარე სასქესო ორგანოები. თუ არ გამოჩნდება ნათლად, შესაძლოა კიდევ რამდენიმე კვირით მოცდა მოგიწიოთ, ვიდრე თქვენი ექიმი შესძლებს გითხრათ მომავალი ბავშვის სქესი, თუ, რა თქმა უნდა, თქვენ ეს გაინტერესებთ.
დედის ორგანიზმი ორსულობის მე-16 კვირაში
კიდევ 4 კვირაც და ორსულობის ნახევარი გავლილი გექნებათ. ახერხებთ საკმარის ძილს და დასვენებას? ორსულობის მე-16 კვირისთვის მუცელზე წოლა არაკომფორტული შეიძლება იყოს, ზურგზე წოლის დროს ქვედა ღრუ ვენაზე იზრდება ზეწოლა, ის კი სისხლის გულთან მიწოდებაზეა პასუხისმგებელი. ამიტომ ექიმების უმრავლესობა, ორსულობის დროს გვერდზე ძილს გირჩევთ. მაგ. მარცხენა გვერდზე ძილმა შესაძლოა გამოასწოროს სისხლის მიმოქცევა და ის უკეთ მიეწოდებოდეს ფეტუსს, თქვენს საშვილოსნოსა და თირკმელებს. შეგიძლიათ, მეტი კომფორტისთვის, ერთი ბალიში მუხლებს შორის მოათავსოთ, ხოლო მეორე მუცლის საყრდენად გამოიყენოთ.
ამ კვირიდან შეიძლება იგრძნოთ ბავშვის მოძრაობა პირველად. მაგრამ თუ ვერ გრძნობთ, ნუ იღელვებთ, ყოველი ორსულობა განსხვავებულია და უფრო მეტად, დედები 20 კვირისთვის გრძნობენ პირველ ბიძგებს. ნაყოფი იმდენად პატარაა, რომ მისი მოძრაობა შეიძლება მუცლის ბუყბუყის ან აირების დაგროვების შეგრძნებაში აგერიოთ.
თქვენი სიმპტომები
- კანის ცვლილებები. შესაძლოა გსმენიათ “pregnancy glow” შესახებ და ახლა თქვენი ჯერია, გამოსცადოთ ეს. სისხლის გაზრდილ ოდენობას სისხლძარღვებში და ორსულობის ჰორმონებს, რომლებიც მეტი ცხიმის გამომუშავებას იწვევს, შეუძლიათ გახადონ ორსულის კანი მბზინავი. მართალია, ბვრ ქალს მოსწონს, თუ როგორ გამოიყურება მათი კანი ამ დროს, მაგრამ ასევე შესაძლებელია, განვითარდეს მუქი ლაქები, რომელთაც მელაზმა ეწოდება (ისინი როგორც წესი ქრება ბავშვის დაბადების შემდეგ), ან აკნე. დაიბანეთ სახე ორჯერ დღეში მსუბუქი გამწმენდითა და ნელთბილი წყლით. ასევე შეგიძლიათ რჩევისათვის მიმართოთ თქვენს ექიმს ან დერმატოლოგს, რათა გირჩიოთ თქვენთვის უსაფრთხო პროდუქტები ორსულობის განმავლობაში.
- ცხვირიდან სისხლდენა. ორსულობის მე-16 თვეს ზოგიერთი მომავალი დედა შესაძლოა ცხვირიდან სისხლდენამ შეაწუხოს, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის გაზრდილი მიმოქცევით და ჰორმონების უფრო მაღალი დონით. შეგიძლიათ, ორსულობასთან დაკავშირებული ცხვირიდან სისხლდენის მინიმუმამდე დაყვანა, ოთახის ჰაერის დატენიანებით და ნესტოების მონაცვლეობით გამოწმენდით.
- ტკივილი ზურგის ქვედა მხარეს. ეს ორსულობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია და კარგია, რომ არსებობს გზები მისგან თავის ასარიდებლად ან დისკომფორტის მოსახსნელად. მაგალითად, თბილი აბაზანა ან შხაპი, ზურგის კუნთების დასამშვიდებლად გაწელვის ვარჯიშები, დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი.
- თავბრუსხვევა. თავბრუსხვევაც ჰორმონების გვერდითი ეფექტია. დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი და თავი აარიდეთ დიდი ხნით დგომას, დაწექით გვერდზე. თუ ვარჯიშის დროს გეხვევათ თავბრუ, შეატყობინეთ ექიმს.
რა უნდა გაითვალისწინოთ?
- ორსულობის მესამე ტრიმესტრი საუკეთესო დროა. საძაგელი სიმპტომები უკან დარჩა და თქვენ ენერგიულად გრძნობთ თავს. დატკბით ამ პერიოდით, ისერინეთ ფეხით, იცურავეთ და დაკავდით ორსულთა იოგით.
- დროა იზრუნოთ ორსულთათვის განკუთვნილ ტანსაცმელზე, რომელშიც უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს. ასევე, შესაძლოა დაგჭირდეთ სპეციალური ლიფი.
- თუ ძილის დროს თავს არაკომფორტულად გრძნობთ, გამოიყენეთ დამატებითი ბალიშები და ორსულთა ბალიში.
ჰკითხეთ თქვენს ექიმს
- როგორ მატულობს ჩემი წონა ორსულობის მე-16 კვირისათვის? თუკი ორსულობა ჯანსაღი BMI-ით დაიწყეთ (18.5-24.9), მშობიარობამდე ყოველ კვირას დაახლოებით 450 გრამი უნდა მოიმატოთ. თუ ზუსტად არ იცით, რა საკვები უნდა მიირთვათ, მიიღეთ ექიმის ან, თუ საჭიროა, დიეტოლოგის კონსულტაცია.
- MSAFP ტესტს ხომ არ მირჩევდით? სისხლის ამ მარტივი ტესტით ვლინდება ისეთი დეფექტები, როგორიცაა დაუნის სინდრომი და სპინა ბიფიდა და უნდა ჩატარდეს მე-16 და მე-18 კვირებს შორის. ყველა მომავალ დედას სთავაზობენ მსგავს ტესტს, თუმცა თქვენ, შესაძლოა, თქვენს ექიმთან წინასწარი კონსულტაცია ისურვოთ.
თქვენი გეგმები
- იფიქრეთ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე. თქვენ აღზრდით ბავშვს, ადგილობრივი ცენტრების მომსახურებას გამოიყენებთ, თუ სახლში ძიძას მოიყვანთ.
- თუ საჭიროა, დაგეგმეთ ვიზიტი სტომატოლოგთან, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კბილები არ შეგიმოწმებიათ.
- თქვენს პარტნიორთან ერთად დაგეგმეთ ან განახორციელეთ მოგზაურობა – “ბავშვობის” თვე (babymoon). დაგეგმეთ რაიმე დამამშვიდებელი, ოღონდ არ დაგავიწყდეთ, გაესინჯოთ თქვენს ექიმს და მიიღოთ თანხმობა ყოველივე ზემოაღნიშნულზე.
წყარო: https://www.pampers.com/en-us/pregnancy/pregnancy-calendar/16-weeks-pregnant