თქვენი პატარა გრეიფრუტის ნაყოფის ზომისაა.
(სიგრძე დაახლოებით 10 სმ-ია, წონა 70 გრამი)
თქვენ ორსულობის მე-4 თვეში ხართ.
მშობიარობამდე დარჩენილია 25 კვირა.
ნაყოფის განვითარება
ამ კვირაში თქვენი პატარას სახის ნაკვთები ჯერ კიდევ ყალიბდება, პატარა ყურები განლაგებულია თავის ორივე მხარეს. ფორმირდება თმაც. რა თქმა უნდა, ყველა ბავშვი სხვადასხვაგვარად ვითარდება. ზოგი თმით დაფარული იბადება, ზოგიც სიცოცხლის პირველი თვეების განმავლობაში მელოტია. ყველა ბავშვს განუვითარდება ფაფუკი თმის ფენა, რომელსაც ლანუგო ეწოდება. ის ან ამ კვირაშივე წარმოიქმნება, ან მალე დაიწყებს წარმოქმნას.
თხელი, გამჭვირვალე კანი ფარავს სისხლძარღვებს, რომლებიც უკვე 50 ლიტრამდე სისხლს ატარებენ, რაც თქვენი პატარას განვითარებადი გულის მუშაობის შედეგია. შესაძლოა, ჯერ კიდევ ვერ გრძნობდეთ, მაგრამ ბავშვი ამ კვირაში აქტიურდება: მოძრაობს, ბრუნავს ამნიონურ ტომარაში.
დედის ორგანიზმი ორსულობის მე-15 კვირაში
დედების უმრავლესობა ამ კვირაში თავს ისევ ენერგიულად გრძნობს. გამოიყენეთ ეს ენერგია და ივარჯიშეთ, იარეთ მშობელთა სკოლაში, შეუერთდით ადგილობრივ სოციალურ და მშობლების ჯგუფებს, დაიწყეთ ბავშვის ოთახის დაგეგმვა. და არ დაგავიწყდეთ, რომ დაისვენოთ, როცა შეძლებთ.
ორსულობის მე-15 კვირა. თქვენი სიმპტომები
- ფეხებისა და ხელების შეშუპება. შესაძლოა შენიშნოთ სიმპტომი, რომელსაც ედემა ეწიდება – შეშუპების ნაირსახეობა, რომელიც შეინიშნება ტერფებში, ფეხების ქვედა ნაწილში, ხელის მტევნებსა და მკლავებშიც კი, თუმცა ყველაზე გავრცელებულია შეშუპებული ტერფები და კოჭები. ედემა წარმოიქმნება, როდესაც თქვენი ორგანიზმი სითხეს აკავებს და ეს შეიძლება ორსულობისას მოხდეს. ტერფების შეშუპება ასევე შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონმა რელაქსინმა, რომელიც ადუნებს ტერფების მყესებს და აფართოებს ძვლებს. შეშუპების შესამცირებლად შეგიძლიათ მიიღოთ ტერფების გრილი აბაზანა.
- დასიებული, სისხლმდინარე ღრძილები. წითელი, დასიებული, სისხლმდინარე ღრძილები ისევ და ისევ ორსულობის ჰორმონებთან არის დაკავშირებული და ღრძილების ანთების ან სხვა დაავადებების მიზეზი შეიძლება გახდეს. ეს ზრდის ნაადრევი ორსულობის რისკებს. კარგი ამბავი ისაა, რომ უფრო რბილმა ჯაგრისმა ან მარილიანი წყლის სავლებმა შეიძლება შეამსუბუქოს დისკომფორტის განცდა. თქვენ, ასევე შეგიძლიათ ჰკითხოთ თქვენს სტომატოლოგს ექსპერტული რჩევა. არ შეწყვიტოთ კბილების მოვლის ყოველდღიური რუტინა და 6 თვეში ერთხელ ესტუმრეთ კბილის ექიმს.
- ცხვირის ღრუს შეშუპება. ორსულობის ჰორმონები იწვევს ლორწოვანი გარსის გამოშრობას და შეშუპებას, რაც ორსულთა რინიტის მაპროვოცირებელია. დარწმუნდით, რომ საკმარის წყალს სვამთ და გამოიყენეთ მარილიანი ცხვირის წვეთები.
- ტკივილი ზურგის ქვედა მხარეში. თუ თქვენ მსგავსი ტიპის ტკივილს გრძნობთ, მარტო არ ხართ – ძალიან ბევრ ორსულს აქვს ეს სიმპტომი. ზომიერი ვარჯიში, რომელიც ხელს შეუწყობს ზურგის კუნთების გაძლიერებას და დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი შეამსუბუქებს ტკივილს.
- წონის მომატება. საბედნიეროდ, დილის გულისრევები უკან დარჩა. შესაძლოა დაგიბრუნდეთ მადა და თქვენ წონაში მატება დაიწყოთ. თქვენი პატარა იზრდება და ორსულობის მე-15 კვირას თქვენი მუცელი უკვე შესამჩნევად შეიძლება წამოიზარდოს.
- „ორსული ტვინი“. ბოლო დროს უფრო გულმავიწყი გახდით? ეს შეიძლება ჰორმონალური ცვლილებების, ძილის ნაკლებობის ან სტრესის ბრალი იყოს. ექსპერტებმა ჯერ კიდევ არ იციან, აქვს თუ არა რეალური გავლენა ორსულობას მეხსიერებაზე, მაგრამ თუ თავს გრძნობთ ჩვეულებრივზე მეტად გულმავიწყად, იცოდეთ, რომ სხვა დედებიც იგივეს განიცდიან. სცადეთ, მობილური ტელეფონის ან პლანშტერის გამოყენება სიების და შეხსენებების ჩასაწერად. წაიკითხეთ მეტი ორსულობის გავლენაზე ტვინის შესახებ და რა შეგიძლიათ გააკეთოთ ორგანიზებულობის დასაბრუნებლად.
- ობობის ვენები. შეიძლება გაგიჩნდეთ თხელი, წითელი ვენები კანქვეშ სახეზე ან ხელებზე. რეგულარული ვარჯიში და ფეხების ამაღლება, სადაც შესაძლებელია, დაგეხმარებათ სისხლის მიმოქცევის აღდგენაში და შეამცირებს ობობის ვენების წარმოშობის რისკს. ისინი, მშობიარობის შემდეგ, როგორც წესი, ქრება.
- საშარდე გზების ინფექციები. თუ გაქვთ ტკივილი მოშარდვის დროს, უნებლიე შარდვა, სიცხე, ზურგის ტკივილი, აუცილებლად აცნობეთ ექიმს. შეიძლება მან დაგინიშნოთ ანტიბიოტიკი შარდის ბუშტის ან თირკმლის უფრო სერიოზული ინფექციის თავიდან ასარიდებლად.
დედის სხეული ორსულობის მე-15 კვირაში
თუ თავს ენერგიულად გრძნობთ, ისიამოვნეთ ამით. იარეთ ფეხით, დარგეთ ყვავილები ან დაიწყეთ ბავშვის ოთახის მომზადება.
თქვენი სიმპტომები
- დასიებული, სისხლმდინარე ღრძილები. წითელი, დასიებული, სისხლმდინარე ღრძილები ისევ და ისევ ორსულობის ჰორმონებთან არის დაკავშირებული და ღრძილების ანთების ან სხვა დაავადებების მიზეზი შეიძლება გახდეს. ეს ზრდის ნაადრევი ორსულობის რისკებს. კარგი ამბავი ისაა, რომ ამ პრობლემის პრევენცია შეიძლება დღეში ორჯერ კბილების 2 წუთიანი გამოხეხვით და დღეში ერთხელ ძაფით გაწმენდით.
- ქრონიკულად გაჭედილი ცხვირი. – ეს თქვენი წარმოსახვა არაა! თუ თქვენ გრძნობთ, რომ გიძნელდებათ ცხვირით სუნთქვა ან გაქვთ ქრონიკული გამონადენი, შეგიძლიათ ისევ საძაგელი ორსულობის ჰორმონები დაადანაშაულოთ. კარგი ამბავი ის არის, რომ ორსულთა რინიტი გაივლის. დიახ, ბავშვის გაჩენიდან მაქსიმუმ 2 კვირაში ეს სიმპტომი აღარ გექნებათ.
- ტკივილი ზურგის ქვედა მხარეში. თუ თქვენ მსგავსი ტიპის ტკივილს გრძნობთ, მარტო არ ხართ – ძალიან ბევრ ორსულს აქვს ეს სიმპტომი. ზომიერი ვარჯიში, რომელიც ხელს შეუწყობს ზურგის კუნთების გაძლიერებას და დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი შეამსუბუქებს ტკივილს.
რა უნდა გაითვალისწინოთ?
- საუკეთესო გზა იმისთვის, რომ ენერგია შეინარჩუნოთ და კუნთებს დაეხმაროთ გაძლიერებაში, არის სეირნობა, ცურვა ან იოგა. მთავარია, თქვენმა ექიმმა ამის ნება დაგრთოთ. სიარული საუკეთესო არჩევანია, რადგან ნაკლებ ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმზე, თან შეგიძლიათ მეგობართან ან ოჯახის წევრთან ერთად სეირნობა სასიამოვნო დროსტარებად აქციოთ.
- ჯერ არ დაფიქრებულხართ, სად იმშობიარებთ? ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ყველაზე უსაფრთხო ამისათვის საავადმყოფოები და აკრედიტებული სამშობიაროებია, თუმცა თქვენი ექიმისაგან შეგიძლიათ მეტი გაიგოთ. თუკი აირჩევთ, შეგიძლიათ მოინახულოთ მშობიარობის ადგილი, თან გაარკვიოთ, ვინ შეიძლება დაესწროს მშობიარობას და სხვ.
ჰკითხეთ თქვენს ექიმს
- თავბრუსხვევა ნორმალურია? რა შემიძლია გავაკეთო ასეთ დროს?
- ამ თვეში რაიმე გამოკლევა ხომ არ უნდა ჩავიტარო?
- უსაფრთხოა სტომატოლოგთან რენტგენის გადაღება?
- შეგიძლიათ რამე მირჩიოთ სტრესთან გასამკლავებლად?
თქვენი გეგმები
- დაიწყეთ ინფორმაციის მოძიება ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით.
- ჰკითეთ თქენს ექიმს, სად შეძლებთ მშობიარობას. თქვენი არჩევანი შესაძლოა დამოკიდებული იყოს იმაზე, თუ რა არის ხელმისაწვდომი თქვენს საცხოვრებელ არეალში, აგრეთვე, რას დაფარავს თქვენი დაზღვევა, თუ გაქვთ.
- თუ მუშაობთ, გაარკვიეთ ორსულობასა და მშობიარობასთან, ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული შებულების საკითხები – რა ვადით შეგიძლიათ ისარგებლოთ, აქედან რამდენი აგინაზღაურდებათ და სხვ. მართალია, წინ კიდევ რამდენიმე თვეა, მაგრამ წინასწარ დაგეგმვით არაფერი დაშავდება.
წყარო: https://www.pampers.com/en-us/pregnancy/pregnancy-calendar/15-weeks-pregnant