Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თქვენი პატარა მანგოს  ზომისაა. 

(სიგრძე დაახლოებით 18სმ-ია, წონა 184-226 გრამი)

თქვენ ორსულობის მე-5 თვეში ხართ.

მშობიარობამდე დარჩენილია 21 კვირა.

ნაყოფის განვითარება

  • დამატებითი კვერცხუჯრედები. თუ თქვენ გოგოს ელოდებით, მისი პატარა რეპროდუქციული სისტემა უკვე ჩამოყალიბებულია. ვაგინა, საშვილოსნო, ფალოპის მილი უკვე თავიანთ ადგილებზე არიან, ხოლო საკვერცხეები 6 მილიონ პრიმიტიულ კვერცხუჯრედს შეიცავენ. დაბადების შემდეგ ეს რიცხვი 1 მილიონამდე დაიწევს.
  • მამაკაცის სასქესო ორგანოები. თუ თქვენ ბიჭს ელოდებით, მისი სათესლე ჯირკვალი უკვე ჩამოყალიბებულია და გამოყოფს ჰორმონ ტესტოსტერონს ორსულობის მე-10 კვირიდან. გარეგანი გენიტალიები განაგრძობს ზრდას.
  • მეორე კანი. დაახლოებით ამ პერიოდში კანი იწყებს ცვილისებრი საფარის წარმოქმნას, რომელსაც vernix caseosa ეწოდება. კანის მიერ გამოყოფილი ზეთის, მკვდარი უჯრედებისა და ლანუგოსაგან (თმა, რომელიც სხეულს ფარავს) შექმნილი vernix  იცავს თქვენი პატარას კანს ამნიონურ სითხეში ტივტივის ეფექტებისაგან. მისი უმეტესობა დაბადებამდე გაქრება, თუმცა ვადამდე დაბადებული პატარები ხშირად დიდი ოდენობის vernix-ით არიან დაფარული.
  • პატარას ძილის ციკლი. მე-19 კვირისთვის, თქვენი პატარა იწყებს უფრო რეგულარულად დაძინებასა და გაღვიძებას და იღვიძებს ხმებზე და მოძრაობებზე.
  • ახალი ფრჩხილები. თქვენს პატარას ეზრდება ფრჩხილები ხელისა და ფეხის თითებზე.

დედის ორგანიზმი ორსულობის მე-19 კვირაში

თქვენ უკვე მეხუთე თვის შუაში ხართ. ამ პერიოდში შესაძლოა ტკივილებმა იმატოს და შესაძლოა ტერფებიც შეგიშუპდეთ. შესაძლოა გრძნობდეთ თავბრუსხვევას, გაგუდულიბას ცხვირში და ზურგის ტკივილს. თქვენი პატარა უფრო აქტიურდება და უფრო შესამჩნევად გირტყამთ.

ორსულობის მე-19 კვირა: თქვენი სიმპტომები

  • სასაცილო სახე. ორსულობისას შესაძლოა გაგიჩნდეთ მუქი ლაქები ცხვირზე, ლოყებზე და შუბლზე. ამ მოვლენას ქლოაზმა ეწოდება, სხვაგვარად – “ორსულობის ნიღაბი”. ამაში ორსულობის ჰორმონებია დამნაშავე. მათივე დამსახურებაა linea nigra – მუქი ზოლი, რომელიც მუცლიდან ბოქვენამდე ჩაჰყვება. ორივე გაქრება მშობიარობის შემდეგ. მზე ამუქებს პიგმენტურ ლაქებს თქვენს კანზე, ასე რომ ან დამცავი კრემი წაისვით ან ეცადეთ მზეს მოერიდოთ.
  • მრგვალი მყესის ტკივილი. თქვენი საშვილოსნოს ზრდასთან ერთად იწელება მრგვალი მყეს(ებ)იც, რომელიც მას იკავებს. ამას შესაძლოა მუცლის ქვედა ნაწილში (ძირითადად მის კიდეებზე) სხვადასხვა სიძლიერის ტკივილი მოჰყვეს. ტკივილი ყველაზე საგრძნობი იქნება სხეულის მდგომარეობის შეცვლისას ან სწრაფად წამოდგომისას. დასვენება საუკეთესო მკურნალია. თუ ტკივილი აუტანელია ან მას ახლავს სიცხე, შემცივნება, ტკივილი შარდვის დროს ან სისხლდენა, მიმართეთ ექიმს.
  • ტკივილი ზურგის ქვედა ნაწილში. ზურგის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია ორსულობის დროს, განსაკუთრებით მის მეორე ნახევარში. ეს საშვილოსნოს ზრდისა და სხეულში ჰორმონალური ცვლილებების ბრალია. თქვენი სიმძიმის ცენტრი იცვლება და გაზრდილი საშვილოსნო ზურგის კუნთებს ძაბავს. ზურგის ტკივილის შესამსუბუქებლად შეგიძლიათ აკეთოთ ზურგის კუნთების გამჭიმავი და გამაძლიერებელი ვარჯიშები, ატაროთ მუცლის დამჭერი სამოსი და გამოიყენოთ სათბურა.
  • გაგუდულობა და სისხლდენა ცხვირიდან. ორსულობის მე-19 კვირას შესაძლოა ცხვირის გაგუდულობამ ან ცხვირიდან სისხლდენმა  შეგაწუხოთ. ამას განაპირობებს ჰორმონების დონის მატება, რის შედეგად თქვენი სხეული მეტ სისხლს გამოიმუშავებს, რაც იწვევს ხოლმე ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას.
  • თავბრუსხვევა. თუ თავბრუსხვევას და სისუსტეს გრძნობთ, წამოწექით ხოლმე. მიიღეთ ბევრი წყალი.

რა უნდა გაითვალისწინოთ

  • განაგრძეთ მოძრაობა. ვარჯიში სასარგებლოა თქვენთვის და თქვენი შვილისთვის, თუმცა მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა. ორსულობის დროს საუკეთესო არჩევანია სიარული, ცურვა, იოგა ან პილატესი. ორსულობის მე-19 კვირას ვარჯიში თქვენი სტრესის დონესაც შეამცირებს. მართებული ვარჯიშების შესარჩევად გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.
  • გამოიძინეთ. მეორე ტრიმესტრიდან გაზრდილი მუცელი ზურგზე ძილში შეგიშლით ხელს – გაზრდილი წონა ხერხემალს და ზურგის კუნთებს აწვება, ასევე შესაძლოა მთავარი სისხლძარღვების შეკუმშვა, რაც თავბრუსხვევას გამოიწვევს. ეცადეთ დაიძინოთ გვერდზე, ორივე ფეხი მოხაროთ, ხოლო მუხლებს შორის ბალიში მოათავსოთ. შეგიძლიათ ბალიში მუცლის ქვეშაც ამოიდოთ. თუკი ღამით ზურზე მწოლს გაგეღვიძათ, გადაბრუნდით და განაგრძეთ გვერდზე ძილი.

წყარო: https://www.pampers.com/en-us/pregnancy/pregnancy-calendar/19-weeks-pregnant

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5