Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მუცლის მოშლის შემდეგ შეიძლება ისევ ფიქრობდეთ ორსულობაზე და გაწუხებდეთ ფიქრი იმაზე, თუ რამ გამოიწვია მუცლის მოშლა ან როდის უნდა დაგეგმოთ შემდეგი ორსულობა.

რა იწვევს მუცლის მოშლას?

მუცლის მოშლა არის ორსულობის სპონტანური შეწყვეტა მე-20 კვირამდე. ხშირად მისი მიზეზი არის ის, რომ ნაყოფი არ ვითარდება ნორმალურად. ნაყოფის ქრომოსომებთან დაკავშირებული პრობლემები პასუხისმგებელია ორსულობის ადრეული შეწყვეტის 50 პროცენტზე. ზოგჯერ ჯანმრთელობის მდგომარეობებმა, მაგალითად უკონტროლო დიაბეტმა ან საშვილოსნოს პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის მოშლა. თუმცა ხშირად, მისი მიზეზი არ არის ცნობილი.

ორსულობის დაახლოებით 8-20 % მუცლის მოშლით მთავრდება. თუმცა რეალურად ალბათ უფრო მეტი შემთხვევაა, რადგან ხშირად ეს მანამდე ხდება, სანამ ქალი გაიგებს, რომ ორსულადაა.

არის ალბათობა, რომ შემდეგი ორსულობებიც მსგავსად დასრულდება?

მუცლის მოშლა უმეტეს შემთხვევაში ერთჯერადად ხდება. ქალების უმეტესობას სპონტანური აბორტის შემდეგ ჯანმრთელი ორსულობა აქვს. მხოლოდ 1 %-ში შეიძლება განმეორდეს მუცლის მოშლა.

ორსულობის დროს მუცლის მოშლის ალბათობა ერთი მსგავსი შემთხვევის შემდეგ დაახლოებით 20 პროცენტს შეადგენს, ზედიზედ 2 შემთხვევის შემდეგ – 28%-მდე იზრდება, ხოლო ზედიზედ სამი ან მეტი აბორტის შემდეგ – 43%-ია.

როდის არის საუკეთესო დრო ორსულობისთვის მუცლის მოშლის შემდეგ?

როგორც წესი, სქესობრივი კავშირი არ არის რეკომენდებული მუცლის მოშლის შემდეგი 2 კვირა, ინფექციის თავიდან ასაცილებლად.

მუცლის მოშლის შემდეგ თქვენ და თქვენი პარტნიორი შეიძლება განიცდიდეთ მწუხარებას, შფოთვას ან გქონდეთ დანაშაულის შეგრძნება.

თუ თავს იგრძნობთ ემოციურად და ფიზიკურად მზად ორსულობისთვის, მუცლის მოშლის შემდეგ, მიმართეთ თქვენს გინეკოლოგს.  მხოლოდ ერთი შემთხვევის შემდეგ, შეიძლება არ იყოს საჭირო მოსაცდელი ვადა დაორსულებამდე (თუ არ ჩავთვლით პირველ 2 კვირას). ორი ან მეტი სპონტანური აბორტის შემდეგ,  ექიმმა შეიძლება გირჩიოთ რამდენიმე გამოკვლევა მუცლის მოშლის მიზეზის დასადგენად.

არის რამე, რისი გაკეთებაც შესაძლებელია ჯანმრთელი ორსულობის შანსების გასაუმჯობესებლად?

ცხოვრების წესის ჯანსაღი არჩევანის გაკეთება მნიშვნელოვანია თქვენთვის და თქვენი ნაყოფისთვის. მიიღეთ ყოველდღიურად პრენატალური ვიტამინი ან ფოლიუმის მჟავის დანამატი, დაორსულებამდე რამდენიმე თვით ადრე. ორსულობის პერიოდში შეზღუდეთ კოფეინი და მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევასა და ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებას.

რა ემოციებია მოსალოდნელი შემდგომი ორსულობის დროს?

მას შემდეგ, რაც მუცლის მოშლის შემდეგ კვლავ დაფეხმძიმდებით, შესაძლებელია იგრძნოთ, როგორც სიხარული, ასევე შფოთვა. მიუხედავად იმისა, რომ კვლავ დაორსულება შეიძლება დაგეხმაროთ დიდ დანაკარგთან გამკლავებაში,  შფოთვა და დეპრესია შეიძლება გაგრძელდეს ჯანმრთელი ბავშვის დაბადების შემდეგაც.

არ დათრგუნოთ თქვენი განცდები და ისაუბრეთ მათზე. დასამშვიდებლად მიმართეთ თქვენს პარტნიორს, ოჯახსა და მეგობრებს. თუ ხვდებით, რომ მარტო ვერ უმკლავდებით, მიმართეთ სპეციალისტს.  

წყარო: www.mayoclinic.org

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5