Skip to content Skip to sidebar Skip to footer

შეკრულობა (ყაბზობა)

მუცლის ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ყაბზობაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს იშვიათად გვხვდება ჩვილებში, უფროსი ბავშვები ასაკის ბავშვები ხშირად სწორედ ამის გამო უჩივიან ტკივილს მუცლის ქვედა ნაწილში. თუ ბავშვის დღიურ რაციონს აკლია სითხე, ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, უჯრედისი – ნაწლავების პრობლემები მოსალოდნელია.

საშარდე გზების ინფექციები

საშარდე გზების ინფექციები (UTI) ხშირად გვხვდება ერთიდან ხუთ წლამდე გოგონებში. UTI-ები წარმოქმნის დისკომფორტს მუცლის არეში და შარდის ბუშტის მიდამოში, ასევე გარკვეულ ტკივილს და წვას შარდვის დროს. ამ დროს ბავშვებს უფრო ხშირად უნდებათ მოშარდვა და შესაძლოა უნებლიე შარდვაც ჰქონდეთ. თუ თქვენი ბავშვი უჩივის ამ სიმპტომებს, მიიყვანეთ პედიატრთან, რომელიც სავარუდოდ შემოგთავაზებთ შარდის ანალიზს. ინფექციის არსებობის შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკი, რომელიც აღმოფხვრის როგორც ინფექციას, ასევე მუცლის ტკივილს.

სტრეპტოკოკი

ეს ხშირად გვხვდება სამ წელზე მეტი ასაკის ბავშვებში. სიმპტომები და ნიშნებია ყელის ტკივილი, ცხელება და მუცლის ტკივილი. შეიძლება იყოს ღებინება და თავის ტკივილიც. პედიატრი შემოგთავაზებთ ყელიდან ნაცხის აღებას. დადებითი შედეგის შემთხვევაში თქვენს შვილს ანტიბიოტიკით მკურნალობა დასჭირდება.

აპენდიციციტი

აპენდიციტი ძალიან იშვიათია სამ წლამდე ასაკის ბავშვებში და იშვიათია ხუთ წლამდე. პირველი ნიშანი ხშირად მუცლის ცენტრში მუდმივი ტკივილია, მოგვიანებით კი გადაეცემა მარჯვნივ და ქვემოთ.

ტყვიით მოწამვლა

ტყვიით მოწამვლის სიმპტომებში შედის არამხოლოდ მუცლის ტკივილი, არამედ ყაბზობა, გაღიზიანება, ლეტალგია (ძილიანობა) და გულყრები. პედიატრი ეჭვის შემთხვევაში დანიშნავს ტყვიაზე სისხლის ანალიზს.

რძის ალერგია

რძეზე ალერგია არის რეაქცია რძეში შემავალა ცილაზე და შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, რომელსაც თან ახლავს პირღებინება, ფაღარათი და გამონაყარი კანზე.

ემოციური პრობლემები

ემოციური აშლილობა სასკოლო ასაკის ბავშვებში ზოგჯერ იწვევს განმეორებით მუცლის ტკივილს, რომელსაც სხვა აშკარა მიზეზი არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტკივილი იშვიათია ხუთ წლამდე, ის შეიძლება დაემართოს სკოლამდელი ასაკის ბავშვსაც, რომელიც დიდ სტრესს, დანაკარგს განიცდის.

წყარო: ამერიკის პედიატრიის აკადემია www.healthychildren.org

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5