Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ორსულობის დროს შესაძლოა თქვენ დაგავიწყდეთ, რისთვის შეხვედით მაღაზიაში, სად დატოვეთ ჩანთა, გამორთეთ თუ არა უთო და თქვენი ტელეფონის ნომერიც კი.  ეს მხოლოდ ძილის ნაკლებობის ბრალი არ არის. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ორსულობა ცვლის ქალის ტვინს.

რა იწვევს „ორსულობის ტვინს?“

როგორც ყოველთვის, ორსულობის ჰორმონები ერთობიან, ამჯერად თქვენი მეხსიერების ხარჯზე.

ასევე, ძილის ნაკლებობა (განსაკუთრებით პირველ და მესამე ტრიმესტრში) და დაღლილობის შეგრძნება შეიძლება თამაშობდეს მნიშვნელოვან როლს.

და გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ამბობენ, რომ ორსულობის მესამე ტრიმესტრში თქვენი ტვინის უჯრედების რაოდენობა იკლებს. მაგრამ ნუ შეშინდებით, მშობიარობიდან რამდენიმე თვეში თქვენი ტვინი დაგიბრუნდებათ.

ნორმალურია „ორსულობის ტვინი“?

დიახ. მეხსიერების პრობლემები ორსულობის დროს ნორმად ითვლება და ძალიან გავრცელებულია.

როგორ გავუმკლავდეთ „ორსულობის ტვინს“?

ღრმად ჩაისუნთქეთ. შეეცადეთ, თქვენთვის არ იყოს სტრესული, რომ რაღაცები გავიწყდებათ. რადგან ეს მხოლოდ უარყოფითად იმოქმედებს თქვენს ტვინზე.

ჩამოწერეთ მნიშვნელოვანი საქმეების სია. ასევე საყიდლების სია, პრენატალური ვიტამინების მიღება; კითხვები, რომლებიც ექიმს უნდა დაუსვათ ვიზიტის დროს…

დაიხმარეთ ციფრული მოწყობილობები. ტელეფონის ორგანაიზერი ან კალენდარიც დაგეხმარებათ გასაკეთებელი საქმეების გახსენებაში.

სთხოვეთ დახმარება პარტნიორს და მეგობრებს. იქნებ მათ ახსოვთ, სად დადეთ თქვენი ყურსასმენები?

იცინეთ ამაზე. სიცილი გამოგიკეთებთ გუნებას.

მიიღეთ ქოლინითა და ომეგა 3-ით მდიდარი საკვები. ეს საკვები ნივთიერებები აუცილებელი თქვენი და თქვენი ნაყოფის ტვინის ჯანმრთელობისთვის.

მოამზადეთ საკუთარი თავი. მშობიარობის შემდგომი გადაღლილობაც რთული ასატანია, თუმცა ეს ყველაფერი ჩაივლის და რამდენიმე თვეში საკუთარი თავიც და ტვინიც დაგიბრუნდებათ.

წყარო: www.whattoexpect.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5