თქვენი პატარა ბანანის ზომისაა.
(სიგრძე დაახლოებით 23 სმ-ია, წონა 283-368 გრამი)
თქვენ ორსულობის მე-5 თვეში ხართ.
მშობიარობამდე დარჩენილია 19 კვირა.
ნაყოფის განვითარება
გულისცემა. თქვენი პატარას გულისცემა უკვე საკმაოდ ხმამაღალია, ისმის მარტივი სტეტოსკოპის დახმარებითაც, მაგრამ ის განსხვავებულია თქვენი გულისცემისგან. მოუსმინეთ უფრო სწრაფ რიტმს – ნაყოფის გულისცემა წუთში 120-160 ჯერ სცემს, რაც ორჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე თქვენი. ბევრი ქალი ამ ხმას ცხენების ფლოქვების ხმას ამსგავსებს.
ძილის ციკლი. თქვენი პატარა უკვე იწყებს დაძინებას და გაღვიძებას ზუსტ დროებში. ულტრაბგერითი საშუალებები აჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში ძილის საყვარელი პოზებიც აქვთ.
ხელის და ფეხის თითები. 21 კვირისთვის თქვენს პატარას უკვე აქვს ჩამოყალიბებული ხელის და ფეხის თითები, სავსეა თითის ანაბეჭდებით. მას უკვე შეუძლია ცერის აწევა.
დედის ორგანიზმი ორსულობის 21-ე კვირაში
ორსულობის 21 კვირას, თქვენ უკვე გადადიხართ ორსულობის მე-6 თვეში.
თქვენ შეიძლება გაწუხებდეთ გულძმარვა. პირველი ტრიმესტრისგან განსხვავებით საშვილოსნო ფართოვდება და სწორედ ეს იწვევს თქვენი კუჭის გაღიზიანებას.
ამ პერიოდში, თქვენმა ჰორმონებმა შეიძლება ასევე თავბრუსხვევა და ზედმეტი წონის მომატებამ ტკივილი – მომდევნო კვირების მანძილზე.
თქვენი სიმპტომები
- მგრძნობიარე წერტილები. ზურგის ტკივილი, განსაკუთრებით ქვედა მხარეს, ორსულობის პერიოდში საკმაოდ ხშირია. როდესაც 21 კვირის ორსული ხართ, თქვენი საშვილოსნოს ზრდა ცვლის თქვენი სიმძიმის ცენტრს და პოზას, რის შედეგად ზურგზე მეტი დატვირთვა მოდის. ამავდროულად ჰორმონი რელაქსინი ასუსტებს თქვენი სხეულის სახსრებს, რაც მშობიარობის დროს მენჯის გაფართოვების საშუალებაა.
- გულძმარვა. ამ კვირის განმავლობაში გულძმარვა ნორმალური სიმპტომია. გარდა იმისა, რომ საშვილოსნო კუჭს აწვება, ორსულობის ჰორმონები კუჭსა და საყლაპავს შორის არსებულ სარქველს ასუსტებს, რის გამოც კუჭის მჟავა გადადის საყლაპავში.
- ცხელება – ორსულობის ჰორმონებმა და მეტაბოლიზმმა შეიძლება გამოიწვიოს სიცხის შეგრძნება და ოფლიანობა. დარწმუნდით, გაცვიათ შესაბამისად გრილი ტანსაცმელი და დღის მანძილზე სხვამთ საკმარისი რაოდენობის წყალს. ეცადეთ გარემოში, სადაც ხართ, დაარეგულიროთ ტემპერატურა თქვენთვის მისაღებ ზომაზე და მაქსიმალურად კომფორტულად მოეწყოთ.
- სტრიები. ორსულობის დროს მუცლის ზრდასთან ერთად, შეიძლება შეამჩნიოთ კანზე მოწითალო მოყავისფრო, ვარდისფერი ან მეწამული ხაზები. ეს ხაზები გაჭიმვის ნიშნებია, რადგან თქვენი კანი მოკლე დროში იჭიმება და მუცლის, თეძოებისა, ბარძაყების, დუნდულებისა და მკერდის გასწვრივ შეიძლება გაჩნდეს სტრიები. ასევე შეგაწუხოთ ქავილმა, დამატენიანებელი საცხების გამოყენება შეიძლება დაგეხმაროთ და შეამსუბუქოს პროცესი.
- ფეხის კრუნჩხვა. თუ ფეხებში რაიმე ტკივილს იგრძნობთ, ნუ იდარდებთ, მეორე ტრიმესტრში მყოფი დედებისთვის ეს საერთო სიმპტომია. შეამჩნევთ, რომ დაჭიმვა ღამით უფრო მეტად გაწუხებთ, შეეცადეთ გაჭიმოთ თქვენი კუნთები ძილის წინ და დალიოთ დიდი რაოდენობით წყალი. დისკომფორტის შემსუბუქებაში და თავიდან აცილებაში თბილი შხაპი და/ან აბაზანა დაგეხმარებათ.
რა უნდა გაითვალისწინოთ?
ზურგის ტკივილი. ზურგის ტკივილის შესამსუბუქებლად თქვენი ყოველდღიური რუტინის ნაწილი გახადეთ ეს სავარჯიშო – ჯდომის დროს, ოდნავ მაღლა აწიეთ ფეხები. თუ დღის მანძილზე დიდხანს გიწევთ დგომა, ეცადეთ მონაცველობით ფეხი მოათავსოთ სიმაღლეზე, რომ ზეწოლა უკანა ქვედა კიდურზე გადავიდეს. მიიღეთ თბილი აბაზანა ფეხების მოსადუნებლად. თუ ტკივილი არ გაივლის, მიმართეთ თქვენს ექიმს.
- B ვიტამინის მომატება – B ვიტამინები, მათ შორის B1, B2 და B6, საკვანძო საკვები ნივთიერებებია, რადგან ისინი აწვდიან ენერგიას თქვენს ბავშვს განვითარებისათვის, ასევე ხელს უწყობენ მხედველობის განვითარებას და პლაცენტის ჩამოყალიბებას, სხეულის სხვა ნაწილებთან ერთად. თუ თქვენ იღებთ პრენატალურ დამატებას, აუცილებლად უნდა მიიღოთ B ვიტამინები, რომელთა მიღებაც კვების რაციონიდანაც შეგიძლიათ. B ვიტამინს შეიცავს ისეთი პროდუქტები როგორიცაა – ღვიძლი, ბანანი და ლობიო .
- ქოლინი არის კიდევ ერთი მკვებავი ნივთიერება, რომლის ორსულობის დროს შეიძლება უფრო დაგჭირდეთ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენს სხეულს შეუძლია ქოლინი წარმოქმნას ბუნებრივად, ორსულობის დროს მას თქვენთვის და ნაყოფისთვის საკმარისი რაოდენობით ვერ იღებთ. რისი მომატებაც შესაძლებელია დაბალანსებული დიეტის დაცვით. შეეცადეთ მიირთვათ მეტი ქათამი, საქონლის ხორცი, კვერცხი, რძე და არაქისი, ეს ყველაფერი დაგეხმარებათ თქვენი ქოლინის დონის დამატებაში.
- წონაწორობის დაკარგვა. საშვილოსნოს ზრდასთან ერთად შეიძლება შეამჩნიოთ წონასწორობის დაკარგვა და დისბალანსი. მოუფრთხილდით საკუთარ თავს და ეცადეთ ნაკლებად ატაროთ ბრტყელი ფეხსაცმელები. ფრთხილად ადით კიბეზე და მოერიდეთ მოლიპულ ზედაპირებზე სიარულს. თუკი ამ პერიოდში ფეხი დაეცით და ოდნავ სისხლდენა დაგეწყოთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ჰკითხეთ თქვენს ექიმს
• თუ გაწუხებთ ზურგის ტკივილი, შეგიძლიათ ჰკითხოთ ექიმს და ორსულობის ქამარი დაგეხმაროთ.
• ესაუბრეთ ექიმს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიიღოთ ნუტრიენტები, როგორიცაა ქოლინი და B ვიტამინები თქვენს მენიუში.
• თუ თქვენ გაწუხებთ რაიმე სიმპტომი, მათ შორის ფეხების გაკვანძვა ან დისკომფორტი, განიხილეთ თქვენს ექიმთან.
წყარო: https://www.pampers.com/en-us/pregnancy/pregnancy-calendar/21-weeks-pregnant