თქვენი პატარა ყაბაყის ზომისაა.
(სიგრძე დაახლოებით 23 სმ-ია, წონა 907 გრამი)
თქვენ ორსულობის მე-6 თვეში ხართ.
მშობიარობამდე დარჩენილია 14 კვირა.
ნაყოფის განვითარება
26-ე კვირაში თქვენი ბავშვის ფილტვები ნაყოფიერად მუშაობენ, ემზადებიან პირველი ამოსუნთქვისთვის დაბადებისას. ისინი აქტიურად გამოყოფენ სურფაქტანტს – ნივთიერებას, რომელიც ეხმარება ფილტვებს სწორად ჩასუნთქვაში.
ამ დროისთვის ბავშვის წოვის რეფლექსი იმდენად ძლიერია, რომ თუ მისი ხელი სახესთან მოხვდება, შეიძლება მისი ცერა თითი ან სხვა თითები მოწოვოს. ულტრაბგერითი გამოკვლევები ამ დროისთვის ხშირად აჩვენებენ როგორ წოვენ ბავშვები თითებს.
თქვენი ბავშვის კანი იღებს მოწითალო ფერს, თუმცა ის მაინც გამჭვირვალეა. თმა იზრდება თავზე და წამწამები იკვეთება.
თუ ელოდებით იმ დღეს, როცა თვალებში ჩახედავთ ახალშობილს, ჩათვალეთ, უკვე ნახევარი გზა გაიარეთ. თუმცა ამ დროისთვის ბავშვის თვალები დახურულია, მალე გაიღება და ბავშვი დაიწყებს თვალის პაჭუნის სწავლას.
როცა თქვენ 26-ე კვირის ორსული ხართ, შეიძლება უკვე დაიწყოთ ბავშვის მოძრაობის მეთვალყურეობა, იმ შემთხვევაში თუ თქვენი ექიმი ამის ნებას დაგრთავთ. გადმოწერეთ ნაყოფის მოძრაობის მეთვალყურე იმისათვის, რომ დაითვალოთ ყველა პატარა ბიძგი, გამოძრავება. თქვენი ბავშვის პოზიცია შეიძლება დროდადრო შეიცვალოს და მომდევნო კვირებში მნიშვნელოვანი იქნება ყურადღება მიაქციოთ მისი მოძრაობების სიხშირეს. თქვენი ექიმი უფრო დეტალურად აგიხსნით ეს როგორ გააკეთოთ.
დედის ორგანიზმი ორსულობის 26-ე კვირაში
ორსულობის მეორე ტრიმესტრის დასასრული ახლოვდება. სულ რაღაც ორ კვირაში ან 28 კვირის შემდეგ, თქვენ იწყებთ მესამე ტრიმესტრს. თქვენი მუცელი და მკერდი აგრძელებს ზრდას, შესაბამისად, ჩაიცვით კომფორტულად და დაიწყეთ კარგად მომდგარი ლიფის ტარება, რომელსაც აქვს განიერი ზოლები და საკმარისად ფართო დამჭერი. მაღაზიაში ან სპეციალურად თეთრეულის მაღაზიაში იქნება ორსულობის ლიფების დიდი არჩევანი, გარდა ამისა, პროფესიონალები შემოგთავაზებენ გასინჯვის მომსახურებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სწორ ზომას აირჩევთ.
შეიძლება ნელნელა შეამჩნიოთ სტრიები თქვენს მუცელზე, მკერდზე, ბარძაყებზე. სამწუხაროდ, ამას ვერ შეაჩერებთ თუმცა თავი შეგიძლიათ იმით დაიმშვიდოთ, რომ მშობიარობის შემდეგ დროთა განმავლობაში ისინი გაფერმკრთალდებიან. თუ კანი გექავებათ, დაიტენიანეთ ხშირად.
თუ გრძნობთ მუცლის ტკივილს ან დისკომფორტს, ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ ულტრაბგერითი გამოკვლევა საშვილოსნოში ამნიონური სითხის რაოდენობის შემოწმების მიზნით.
თქვენი სიმპტომები
- ტკივილი მენჯის არეში. 26 კვირის ორსულობისას, მენჯის შეერთებები შეიძლება მოდუნდეს და უფრო მოქნილი გახდეს მშობიარობისთვის მოსამზადებლად. ამან შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი მენჯის არეში და ზურგის უკანა მხარეს, რასაც იგრძნობთ სკამზე დაჯდომისას ან ადგომისას ან კიბეებზე ასვლა-ჩამოსვლისას. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ამის შესახებ, რომ შემოგთავაზოთ ზურგის ტკივილისთვის ვარჯიშები, გაწელვები და სხვა მეთოდები.
- ბრექსტონ-ჰიქსის შეკუმშვები. ზოგი მომავალი დედა განიცდის კუმშვებს მეორე ტრიმესტრში, თუმცა უფრო მოსალოდნელია რომ ეს შეკუმშვები დაიწყება მესამე ტრიმესტრში. ბრაქსტონ-ჰიქსის კუმშვები იგრძნობა, როგორც მუცლის გამაგრება და შეიძლება მტკივნეულიც იყოს. იცოდეთ, რომ კუმშვები უფრო მეტად წარმოიშვება დღის ბოლოს და ვარჯიშის ან სქესობრივი აქტის შემდგომ. საკმარისი წყლის მიღება არის ერთ-ერთი გზა, რამაც შეიძლება თავიდან აგარიდოთ ბრექსტონ-ჰიქსის კუმშვები. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ განიცდით ბრექსტონ-ჰიქსის კუმშვებს თუ ნამდვილად მშობიარობის კუმშვები გაქვთ – დაუკავშირდით ექიმს.
- სტრესი და შფოთვა. ორსულობისას შეიძლება იგრძნოთ სტრესი და შფოთვა, როდესაც იწყებთ მზადებას ბავშვის მოვლინებისთვის და ნორმალურია, რომ ღელავდეთ იმ ცვლილებების გამო, რაც წინ გელით. თუ გაქვთ დეპრესიის ისტორია ან თავს გრძნობთ ჩვეულებრივზე მეტად აღელვებულად, მაშინ გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ორსულობის დროს სტრესზე. მსუბუქი ვარჯიშის რუტინა დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ სტრესს, ისევე როგორც მეგობრებთან შეკრება. მიეცით თავს დროდადრო დასვენების უფლება და გახსოვდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ.
- საშარდე გზების ინფექციები. ორსულობისას ეს ინფექციები საკმაოდ გავრცელებულია, რამდენადაც შეიძლება ბაქტერიამ გზა გაიკვლიოს სხეულში შარდსაწვეთიდან. საშარდე გზების ინფექციებმა შესაძლოა გამოიწვიონ უფრო მნიშვნელოვანი თირკმლის ან შარდის ბუშტის ინფექციები თუ მას სათანადო ყურადღებას არ მიაქცევთ, შესაბამისად შეატყობინეთ თქვენს ექიმს დაუყოვნებლივ თუ გაქვთ მტკივნეული შარდვა, შარდვის ძლიერი სურვილი ან სიცხე. თქვენმა ექიმმა შეიძლება ინფექციის შესაჩერებლად ანტიბიოტიკები გამოგიწეროთ.
რა უნდა გაითვალისწინოთ?
- შეიძლება გსურდეთ შეადგინოთ მშობიარობის გეგმა, იმისთვის რომ იცოდეთ რა შეიძლება მოხდეს მშობიარობის დროს და გაუზიაროთ თქვენი პრეფერენციები პარტნიორსა და საავადმყოფოს თანამშრომლებს. თქვენზეა დამოკიდებული ყველაფრის არჩევა, თუმცა კარგი იქნება სიის შედგენისას გაითვალისწინოთ ექიმის რეკომენდაციები, რამდენადაც მას ექნება მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და უფრო მეტად ეცოდინება, რაც არის ხელმისაწვდომი და შესაბამისი თქვენი სიტუაციისთვის. მშობიარობის გეგმის ქონა არ არის აუცილებელი, და იმ შემთხვევაშიც თუ გექნებათ ასეთი გეგმა, მნიშვნელოვანია, რომ იყოს მოქნილი. თქვენი ბავშვის დაბადებამ შეიძლება წინასწარ შედგენილი გეგმის შესაბამისად არ ჩაიაროს. როდესაც გეგმას შეავსებთ, ამობეჭდეთ რამდენიმე ვერსია თქვენთვის და თქვენი პარტნიორისთვის.
- ყურადღება მიაქციეთ უჯრედისით მდიდარი პროდუქტების და სითხეების მიღებას. დღიურად 6-დან 8 ჭიქამდე წყლის დალევა აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას და ხელს უშლის საშარდე გზებისა და შარდის ბუშტის ინფექციების წარმოშობას. ასევე უზრუნველყოფს, რომ თქვნი ბავშვი იღებს ყველა საჭირო მკვებავ ნივთიერებას. ასევე, საჭირო რაოდენობის უჯრედისით მდიდარი საკვების მიღება (დღიურად 25 გრამი) დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ შეკრულობა და ამცირებს დიაბეტისა და გულის დაავადებების რისკს. მიირთვით ბანანი, პასტა, ოსპი და ვაშლი. ერთი ბანანი შეიცავს დაახლოებით 3 გრამ უჯრედისს, პასტა კი 6 გრამს.
ჰკითხეთ თქვენს ექიმს
- რა არის ჭიპლარის სისხლის შენახვა და უნდა განვიხილო თუ არა ის?
- მჭირდება თუ არა ვაქცინაცია ტეტანუსის, დიფტერიის და ყივანახველას თავიდან ასაცილებლად? თუ კი, როდის?
- როგორ უნდა მოვიქცე თუ არ ვიცი, როგორ გავარჩიო ბრექსტონ-ჰიქსის სინდრომი და მშობიარობის კუმშვები? ვის შეიძლება დავურეკო ასეთ დროს, თუ თქვენი სამუშაო საათები დასრულებულია?
- როგორ უნდა დავრწმუნდე, რომ საკმარის დე ვიტამინს ვიღებ?
- რა მოხდება, თუ ჩემი წნევა ძალიან მაღლა აიწევს?
თქვენი გეგმები
- თუ დაიწყეთ მშობიარობის გეგმის შედგენა, გაიარეთ ის ექიმთან ერთად და ჰკითხეთ მას რჩევა.
- მოძენეთ ინფორმაცია და ადგილობრივი რესურსები, რაც დაგეხმარებათ ძუძუთი კვებისას, მაგალითად ძუძუთი კვების კლასები და ლაქტაციის კონსულტანტები. სჯობს ეს ახლა მოიკვლიოთ, ვიდრე ბავშვის დაბადების შემდგომ.
წყარო: https://www.pampers.com/en-us/pregnancy/pregnancy-calendar/26-weeks-pregnant