თქვენი პატარა პაპაიას ზომისაა.
(სიგრძე დაახლოებით 19 სმ-ია, წონა 453 გრამი)
თქვენ ორსულობის მე-5 თვეში ხართ.
მშობიარობამდე დარჩენილია 18 კვირა.
ნაყოფის განვითარება
როდესაც 22 კვირის ხართ, თქვენს პატარას თვალები ისევ მჭიდროდ დახუჭული აქვს, თუმცა ისინი მოძრაობას უკვე იწყებენ. საცრემლეები უკვე ფორმირდება და თქვენს პატარას უკვე წარბები აქვს – პატარა თეთრთმიანი რკალები. მან შეიძლება მალე წარბების მოძრაობაც სცადოს.
თქვენი პატარა უფრო და უფრო რეაგირებს გარეგან სტიმულებზე. თუ ამ კვირის განმავლობაში თქვენ ულტრა-ბგერით კვლევაზე გეგმავთ წასვლას და პროცესის დროს ძლიერი ხმაური იქნება, თქვენ შეიძლება პატარას რეაგირება შეამჩნიოთ. მაგალითად, მან შეიძლება ხელები და ფეხები ახლოს მიიტანოს სხეულთან ხმაურის საპასუხოდ.
თქვენი პატარას ტვინი საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება და ნევრული დაბოლოებები ფორმირდება. ამ დროისთვის ბავშვს უკვე განვითარებული აქვს შეხების შეგრძნება – ცდილობს შეეხოს სხეულის სხვადასხვა ნაწილებს და ასევე, იწყებს თითის წოვას.
დედის ორგანიზმი ორსულობის 22-ე კვირაში
22 კვირის თავზე, თქვენ უკვე ექვსი თვის ორსული ხართ და მეორე ტრიმესტრის ზუსტად შუა წერტილში იმყოფებით. თქვენი მუცელი უფრო გამოკვეთილი ხდება და ადამიანები უფრო ხშირად ამჩნევენ, რომ ორსულად ხართ და თქვენც უკეთესად იაზრებთ თქვენი მდგომარეობის სიცხადეს.
მუცლის ზრდასთან ერთად, იმატებს თქვენი სხეულის აღქმის სირთულე. იქნება დღეები, როცა თქვენი სხეულით კმაყოფილი იქნებით, სხვა დღეებში კი შეიძლება დისკომფორტი იგრძნოთ აღნიშნული ფიზიკური ცვლილებებით და იღელვოთ იმაზე, რომ თქვენი სხეული ძველებური აღარასოდეს იქნება. ამგვარი შეგრძნებების ქონა სავსებით ბუნებრივია და საყვარელ ადამიანებთან ან ექიმებთან ამ თემაზე საუბარი ძალიან დაგეხმარებათ. ასევე, ჯანსაღი კვება და რეგულარული ვარჯიშიც დაგეხმარებათ, რომ თავი უკეთ იგრძნოთ.
თქვენი სიმპტომები
- გულძმარვა – წვის შეგრძნება ყელისა და გულ-მკერდის არეში ორსულობის დროს შეიძლება სწორედ გულძმარვა იყოს. სახელწოდების მიუხედავად, მას არაფერი ესაქმება გულთან! გულძმარვას აქვს ადგილი მაშინ, როდესაც კუჭის მჟავა ადის საყლაპავ მილში. ორსულობის დროს საკმაოდ გავრცელებულია, რადგან ზოგიერთი ჰორმონი ადუნებს სარქველებს, რომელიც ზოგადად აკავებს ზემოთაღნიშნულ მჟავას. ასეთ დროს, დღის განმავლობაში პატარ-პატარა ზომის პორციების მიღებამ, ჭამის შემდეგ ფეხზე დგომამ, ცხარე და შემწვარ საკვებზე უარის თქმამ შეიძლება შეაჩეროს აღნიშნული პროცესი. ასევე, აუცილებლად ჰკითხეთ რჩევები თქვენს მკურნალ ექიმს გულძმარვასთან დაკავშირებით.
- წამოხურება – ჰორმონალურმა ცვლილებებმა და აჩქარებულმა მეტაბოლიზმა შეიძლება გამოიწვიოს ნორმაზე მეტი ოფლიანობა და სიცხის შეგრძნება. ასეთ დროს, საუკეთესო რაც შეიძლება რომ სცადოთ არის სიგრილეში ყოფნა, თხელი ტანისამოსის ტარება, კონდენციონერის ჩართვა და დიდი დოზით წყლის მიღება.
- აჩქარებული გულისცემა – იცოდით, რომ თქვენი გული 30-50 პროცენტით მეტ სისხლს ამოძრავებს ორსულობის დროს? ეს საკმაოდ სასიამოვნო ინფორმაციაა – მეტი ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები მიეწოდება თქვენს პატარას პლაცენტის მეშვეობით. ამის გამო, აჩქარებული გულისცემის ქონდა სავსებით ნორმალურია ორსულობის დროს. თუ სუნთქვის უკმარისობას იგრძნობთ, ან აჩქარებული გულისცემა არ ნელდება, აუცილებლად მიმართეთ მკურნალ ექიმს.
- ტკივილი მენჯის არეში. ორსულობის ჰორმონები ასუსტებენ თქვენს სახსრებს, იმისათვის რომ ისინი გახდნენ უფრო მოქნილები. თუმცა ამ პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილები. ასეთ დროს, უმჯობესია თუ არ აწევთ მძიმე ნივთებს და მოერიდებით დიდი ხნით ფეხზე დგომას.
- მუცლის ტკივილი ან სპაზმები. თქვენ შეიძლება იგრძნოთ მსუბუქი კრუნჩხვები საშვილოსნოს არეში ან მუცლის ტკივილი 22 კვირის ან მიმდინარე ტრიმესტრის თავზე. ეს შეგრძნებები შეიძლება იყოს სრულიად ბუნებრივი, მაგალითად თქვენ შეიძლება ცადოთ „ბრექსტონ ჰიგსის კუმშვები“, , რაც თქვენს სხეულს დაეხმარება, რომ მოემზადოს მშობიარობისთვის. ასევე, აღნიშნული ტკივილების მიზეზი შეიძლება იყოს მუცლის ზრდასთან თანდაყოლილი მუცლის კუნთებისა და იოგების დაჭიმვა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ტკივილები საკმაოდ მძიმეა და არ ხართ დარწმუნებული თქვენს შეგრძნებებში, აუცილებლად დაუკავშირდით პირად ექიმს კონსულტაციისთვის.
რა უნდა გაითვალისწინოთ
- სტრესთან ბრძოლის მეთოდები. გაითვალისწინეთ, რომ საკმაოდ ბუნებრივიაორსულობის დროს ნერვიულობა. თუმცა, როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი პატარასთვის უკეთესია თუ ეცდებით სტრესის კონტროლს. რა თქმა უნდა, სათქმელად უფრო მარტივია, ვიდრე შესასრულებლად, თუმცა ისეთი სტრატეგიები, როგორიცაა სამუშაო საათების შემცირება, შესასრულებელი დავალებების განაწილება, რეგულარული ვარჯიში და თქვენს შფოთვებსა და შიშებზე ისეთ ადამიანებთან საუბარი, ვისაც ენდობით – ძალიან დაგეხმარებათ.
- სექსი ორსულობის დროს. თუ თქვენი ორსულობა მიმდინარეობს ნორმალურად, გართულებების გარეშე, შეგიძლიათ სექსი გქონდეთ ისეთი სიხშირით როგორითაც თქვენ და თქვენს პარტნიორს გსურთ. პატარას ამით არაფერს ავნებთ – ამნიონური ტომარა და საშვილოსნოს კუნთები თქვენს პატარას იცავს. შეამჩნევთ, რომ სექსუალური მოთხოვნილება და სწრაფვა შეიძლება შეიცვალოს ორსულობის დროს. ზოგიერთი ორსული აღნიშნავს, რომ მიმდინარე ტრიმესტრის დროს მათი სექსუალური მოთხოვნილება გამორჩეულად იზრდება, რადგან მათი ენერგიულობა ჩვეულ რიტმს უბრუნდება. სექსის შემდეგ შეიძლება იგრძნოთ მსუბუქი ტკივილები ან შეამჩნიოთ სისხლის წვეთები, თუმცა ეს ყველაფერი ბუნებრივია. გაითვალისწინეთ, რომ სისხლდენისა ან გაუჩერებელი ტკივილების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. თუ გაქვთ ორსულობის გართულებები – მაგალითად, არის ნაადრევი მშობიარობის რისკი, მაშინ თქვენმა ექიმმა შეიძლება რეკომენდაციის სახით აგიკრძალოთ სექსით ორსულობის პერიოდში.
ჰკითხეთ ექიმს
- რამდენად ნორმალურად ვიმატებ წონაში? თუ არ ვარ ისეთი წონის, როგორიც უნდა ვყოფილიყავი 22 კვირის თავზე, რა შეიძლება გავაკეთო, რომ ჩავდგე ფორმაში?
- მჭირდება თუარა გრიპის აცრები? რა შეიძლება გავაკეთო თუ ავად გავხდები გრიპით?
- როგორ მოვიქცე, თუ მქონდა კონტაქტი ისეთ ადამიანთაც, რომელსაც ჩუტყვავილა აღმოაჩნდა?
თქვენი გეგმები
- მშობიარობამდე რამოდენიმე თვეა დარჩენილი. საჭიროა, დაიწყოთ პროცესზე ფიქრი და გამოიკვლიოთ, თუ როგორ აპირებთ პატარას გაჩენას. აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს პირად ექიმებთან და გაიგეთ თუ რა არის თქვენთვის საუკეთესო. მოიძიეთ ინფორმაცია მშობიარობის დროს ტკივილის შესამსუბუქებელი ან სხვა დამხმარე საშუალებების შესახებ. შეადგინეთ მშობიარობის გეგმა.
- დაიწყეთ იმაზე ფიქრი, თუ ვის ისურვებდით რომ თქვენ გვერდით იყოს მშობიარობის დროს და დაესწროს ამ პროცესს. ეს შეიძლება იყოს თქვენი პარტნიორი, ნათესავი ან მეგობარი.
- თუ ფიქრობთ ძუძუთი კვებაზე, გაიარეთ რეკომენდაცია აღნიშნულთან დაკავშირებით ან თქვენივე პირად ექიმებთან ან სხვა დედებთან, რათა იპოვოთ სანდო პირადი კონსულტანტი ან ლაქტაციის კლასები, რომელზეც შემდეგ დარეგისტრირდებით.
წყარო: https://www.pampers.com/en-us/pregnancy/pregnancy-calendar/22-weeks-pregnant