Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თქვენი პატარა სალათის ფურცლის ზომისაა.

(სიგრძე დაახლოებით 25 სმ-ია, წონა 1.130 გრამი)

თქვენ ორსულობის მე-7 თვეში ხართ.

მშობიარობამდე დარჩენილია 12 კვირა.

ნაყოფის განვითარება

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მესამე ტრიმესტრში! 28-ე კვირის ორსულს წინ გელოდებათ ბავშვის განვითარების განსაცვიფრებელი ეტაპი. მაგალითად, პატარას ახლა შეუძლია დახუჭოს და გაახილოს თვალი, მას აქვს წამწამები. გახელილი თვალებით პატარას შეუძლია გაარჩიოს სინათლე სიბნელისგან, იმოძრაოს და გადაადგილდეს სინათლეზე რეაქციის სახით. 

თქვენი ბავშვის ტვინი კვლავ ვითარდება, თუმცა ცენტრული ნერვული სისტემა უკვე საკმარისად განვითარებულაი იმისთვის, რომ აკონტროლოს ბავშვის სხეულის ტემპერატურა. 28-ე კვირაში ბავშვის პოზიცია საშვილოსნოში იქნება თავით დაბლა ან საჯდომით, ფეხებით ან ორივეთი დაბლა, რასაც ეწოდება მშობიარობა მენჯის მდგომარეობით. თქვენმა ექიმმა შეიძლება მომდევნო ვიზიტზე გითხრათ რა განლაგება აქვს ბავშვს შემდეგ შეხვედრაზე, მაგრამ არ ინერვიულოთ თუ ის იქნება მენჯის მდგომარეობაში ან რომელიმე სხვა უჩვეულო მდგომარეობაში. მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ის თავისით შემობრუნდება. 

კარგი დროა ბავშვის მოძრაობების აღწერის დასაწყებად. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ის უფრო მეტად აქტიურია მაშინ, როცა ისვენებთ სადილის შემდეგ. ასეთი დარტყმების დათვლა უფრო მეტად დაგაახლოვებთ თქვენს პატარასთან. 

გადმოწერეთ მესამე ტრიმესტრის გზამკვლევი იმისათვის, რომ გაიგოთ რა გელოდებათ მომდევნო კვირების განმავლობაში, როცა ბავშვი აგრძელებს ზრდას.

დედის ორგანიზმი ორსულობის 28-ე კვირაში

მესამე ტრიმესტრის დასაწყისში გაითვალისწინეთ რომ თქვენ და თქვენი ბავშვი ჯერ კიდევ იზრდებით. მზარდმა მუცელმა შეიძლება ხელი შეგიშალოთ ხოლმე  და დარჩენილი კვირების განმავლობაში უფრო მარტივად დაიღალოთ. თქვენი ორგანიზმი დიდ და რთულ საქმეს შეეჭიდა პატარასთვის სახლის მიცემის სახით, რომელიც აგრძელებს ზრდას და განვითარებას ბოლო ტრიმესტრის დასასრულამდე. 

ყურადღება მიაქციეთ თქვენს კვებას, ჭამეთ ჯანმრთელად, საკვები ნივთიერებებით მდიდარი კერძები ყოველ დღე. ჯანსაღი კვება დაგეხმარებათ ენერგიის შენარჩუნებაში, თუ თავს დაღლილად გრძნობთ. თუ ექიმი რეკომენდაციას გაუწევს, შეგიძლიათ მიიღოთ პრენატალური ვიტამინები ან შემცვლელები კალციუმის და რკინის მარაგის მისაღებად. ასევე, განაგრძეთ ვარჯიში (მსუბუქად, როგორც ამას თქვენი ექიმი გირჩევთ), რაც დაგეხმარებათ ენერგიულობის შენარჩუნებაში. თუ განიცდით წონის მატებას, შეემოწმეთ ექიმს, რომ დაადასტუროს თქვენის წონის მატება შეესაბამება ჯანრთელობის დონეს. 

თქვენი სიმპტომები

  • ზურგის ტკივილი. მოემზადეთ, ზურგის ტკივილისთვის, განსაკუთრებით ბოლო ტრიმესტრში. მშობიარობისთვის მოსამზადებლად, სახსრები და მენჯის შეერთებები იწყებენ მოდუნებას, რაც იწვევს  ზურგის უკანა მხრის და მენჯის ტკივილს. ეს ტკივილები შეიძლება შეამჩნიოთ კიბეზე ასვლისას ან მანქანაში ჩაჯდომის ან გადმოსვლისას. თქვენი სხეულის ზრდასთან ერთად, იცვლება სიმძიმის ცენტრი და სხეულის მდგომარეობა, რაც ძაბავს ზურგის კუნთებს. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს თუ გაწუხებთ ზურგის, მენჯის ან თეძოების ტკივილი. სცადეთ დაბალ ქუსლიანი ფეხსაცმელი და თავი აარიდეთ ფეხზე დადგომას, როცა ეს შესაძლებელია. შეგიძლიათ მანქანაში ჯდომისას გამოიყენოთ ბალიში. ეს სიმპტომები, როგორც წესი, უჩინარდება მშობიარობის შემდგომ. 
  • ჰაერის უკმარისობა. საშვილოსნოს გაფართოებასთან ერთად მუცელი და დიაფრაგმა აწვება ფილტვებს და ართულებს ჩასუნთქვას. თუმცა, ეს სანერვიულო არ არის. თქვენი ბავშვი იღებს საკმარის ჰაერს, თუნდაც გეგონოთ, რომ ის არ იღებს. თუ ჟანგბადის უკმარისობა გაქვთ, შეიცვალეთ პოზა. ფეხზე გამართულად დადგომა მეტ ადგილს მისცემს თქვენს ფილტვებს გასაფართოვებლად და თქვენი სუნთქვაც გაუმჯობესდება. 
  • ბუასილი (ჰემოროი). მზარდი საშვილოსნო აწვება ვენებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ვარიკოზული ვენების ტკივილი ან ქავილი სწორ ნაწლავში – სადაც არის ჰემორიოდები. შეიძლება განიცდიდეთ შეკრულობას, კუჭ-ნაწლავის დაძაბულობამ შეიძლება გააუარესოს ჰემოროიდების მდგომარეობა. შეარჩიეთ  უჯრედისის მაღალი შემცველობის საჭმელი, როგორიცაა ხილი, ბოსტნეული და მთლიანი მარცვლეულის პური ან ხორბლეული. თუ ბუასილი გიტევთ, დისკომფორტისგან შეიძლება გაგათავისუფლოთ თბილ აბაზანაში ჩაწოლამ. ჰკითხეთ თქვენს ექიმს შემდგომი რეკომენდაციები. 
  • ბრექსტონ-ჰიქსის კუმშვები. ეს კუმშვები არის სიმპტომი,  თუ როგორ ემზადება ორგანიზმი მშობიარობისთვის და შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს. თუმცა, ისინი არ ხსნიან საშვილოსნოს ყელს და არ გეწყებათ მშობიარობა. შეიძლება გქონდეთ მუცლის დაჭიმულობის მსუბუქი შეგრძნება, რომელიც უფრო მტკივნეულ გრძნობად გარდაიქმნება. ეს კუმშვები უფრო მეტად  შეიძლება მოხდეს საღამოს ან ფიზიკური აქტივობის შემდეგ, როგორიცაა ვარჯიში ან სექსი. კუმშვები გაძლიერდება ორსულობის პროგრესთან ერთად და შეიძლება რთულად გასარჩევი იყოს ბრექსტონ-ჰიქსის სიმპტომები გაქვთ თუ ნამდვილი მშობიარობის. თუ ღელავთ რას განიცდით, დაეკითხეთ ექიმს რჩევის მისაღებად. 
  • ხშირი შარდვა. ეს სინდრომი უკვე გამოსცადეთ ორსულობის ადრეულ ეტაპზე და შეიძლება დაბრუნდეს მესამე ტრიმესტრშიც. ორსულობის ადრეულ კვირებში მოშარდვის სურვილი გამოწვეული იყო ორგანიზმში სისხლის მატებით, რაც აიძულებდა თირკმლებს დამატებით ემუშავათ. მესამე ტრიმესტრში ხშირი მოშარდვა გამოწვეულია იმით, რომ თქვენი პატარა აწვება შარდის ბუშტს. არ შეამციროთ წყლის ან სხვა სითხეების მიღება, მაგრამ ჩაიცვით რაიმე საფენი თუ გაქვთ უნებლიე შარდვა. 

რა უნდა გაითვალისწინოთ

  • ექიმმა შეიძლება გირჩიოთ, რომ 28 კვირის ორსულობა კარგი დროა ნაყოფის დარტყმების დასათვლელად. აი, როგორ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ – დაჯექით კომფორტულ ადგილას,  თქვენი ხელები დადეთ მუცელზე. დაინიშნეთ დაწყების დრო და დაელოდეთ, როცა ბავშვი გააკეთებს 10 დარტყმას, გადაბრუნებას ან სხვა მოძრაობას. დარწმუნდით, რომ ითვლით  ძლიერ მოძრაობებს. 28-ე კვირაში თუ არ იგრძნობთ სულ მცირე 10 მოძრაობას ორი საათის განმავლობაში, დაუკავშირდით ექიმს. თუ არ გრძნობთ მოძრაობებს, შეიძლება პატარას ეძინოს. უკეთესია აირჩიოთ დღის ის მონაკვეთი, რომელშიც ის უფრო აქტიურია, მაგალითად,  ჭამის შემდგომ. 
  • აკეთებთ კეგელის ვარჯიშებს? არასდროსაა გვიანი დასაწყებად! თუ გაქვთ უნებლიე შარდვა,  კეგელის ვარჯიში მენჯის კუნთების გამკვრივებისთვის საუკეთესო საშუალებაა. ზოგიერთი დედა განიცდის უნებლიე შარდვას მშობიარობის შემდეგ და კეგელის ვარჯიშები დაგეხმარებათ მენჯის კუნთების გაძლიერებაში. წაიკითხეთ უფრო მეტი კეგელის ვარჯიშებზე და მათ დადებით მხარეებზე. 
  • მოიფიქრეთ ჩასახვის საწინააღმდეგო რა საშუალებებს გამოიყენებთ მშობიარობის შემდეგ და განიხილეთ თქვენი ვარიანტები ექიმთან. ჰორმანალური აბები, რომელიც შეიცავს ესტროგენს, შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი ძუძუთი კვებისას. ასე რომ, გაესაუბრეთ ექიმს,  რომელიც მოგცემთ უფრო კონკრეტულ რჩევას. 

ორსულობის 28-ე კვირა: ჰკითხეთ თქვენს ექიმს

  • მეშინია შეგაწუხოთ კითხვებით ან ცრუ განგაშით. როგორ უნდა მივხვდე, როდის დაგირეკოთ და როდის უნდა მოვეშვა შფოთვას?
  • ბავშვის მოძრაობის შემცირება ამ დროისთვის ნორმალურია? რა იწვევს იმას,  რომ ბავშვი ზოგ მომენტში ნაკლებს მოძრაობს?
  • ვფიქრობ, რომ შევადგენ მშობიარობის გეგმას. რა უნდა გავითვალისწინო?

თქვენი გეგმები

  • დარწმუნდით, რომ თქვენ და თქვენს პარტნიორს გაქვთ ექიმის საკონტაქტო ინფორმაცია (მათ შორის, ტელეფონის ნომერი, რომელსაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამუშაო საათების შემდგომ). შეინახეთ ტელეფონში და მიაწებეთ მაცივარზე. 
  • გაარკვიეთ, ვინ არის თქვენი ექიმის სათადარიგო სპეციალისტი და გქონდეთ მისი საკონტაქტო ინფორმაციაც. 

წყარო: https://www.pampers.com/en-us/pregnancy/pregnancy-calendar/28-weeks-pregnant

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5