Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თქვენი პატარა გოგრის ზომისაა.

(სიგრძე დაახლოებით 25 სმ-ია, წონა 1.130 გრამი)

თქვენ ორსულობის მე-7 თვეში ხართ.

მშობიარობამდე დარჩენილია 11 კვირა.

ნაყოფის განვითარება

პატარა ემზადება თქვენთან შესახვედრად! ის უფრო სწრაფად იმატებს წონაში. თქვენი ორსულობის ბოლო ორნახევარი თვის განმავლობაში ის უფრო გაიზრდება და სავარაუდოდ მისი ახლანდელი წონა გაორმაგდება. მიუხედავად იმისა, რომ მისი  სხეული და ორგანოების განვითარება თითქმის დასრულებულია, მისი ფილტვები შეიძლება არ იყოს საკმარისად ჩამოყალიბებული საშვილოსნოს გარეთ ცხოვრებისთვის. 

შეიძლება შენიშნოთ, რომ ბავშვი უფრო ხშირად გირტყამთ და ეს დარტყმები უფრო და უფრო ძლიერდება, როცა ბავშვი იცვლის მის პოზიციას. 29-ე კვირაში ექიმმა შეიძლება გირჩიოთ,  რომ დათვალოთ ნაყოფის მოძრაობა დღეში ერთხელ. ეს დაგეხმარებათ შეამოწმოთ, როგორ ვითარდება პატარა და მოძრაობს თუ არა ნორმალურად. 

გაინტერესებთ რამდენი თვის ხართ 29-ე კვირაში? რამდენადაც ორსულობა არ ექცევა ზუსტად თვეებში, შეიძლება იყოთ 7-8 თვის. 

დედის ორგანიზმი ორსულობის 29-ე კვირაში

ამ დროისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება. ორი მნიშვნელოვანი ნივთიერება, რაც უნდა მიიღოთ, არის რკინა და კალციუმი. რკინა ეხმარება თქვენს ორგანიზმს, – შეინარჩუნოს და შეავსოს სისხლის წითელი უჯრედები, რომლებსაც გადააქვთ ჟანგბადი ორგანიზმში და ხელს უშლიან ანემიას (ჰემოგლობინის ნაკლებობას). მომავალ დედებს სჭირდებათ დაახლოებით 30 მილიგრამი რკინა ყოველ დღე, რომელიც შეიძლება მიიღოთ რკინით მდიდარი საკვებიდან, როგორებიცაა საქონლის ხორცი, ლობიო, ხორბლეული და შვრია. თქვენი ექიმი შეამოწმებს რკინის დონეს და გამოგიწერთ რკინის შემცვლელს, თუ ეს საჭიროა. 

კალციუმი ასევე კრიტიკულად საჭიროა თქვენი ორგანიზმისთვის და მზარდი ნაყოფისთვის, რადგან ის ამაგრებს ძვლებს და კბილებს, ასევე გეხმარებათ ჩამოყალიბდეს და გაიზარდოს ბავშვის პატარა ძვლები. უნდა იღებდეთ დაახლოებით 1000 მილიგრამ კალციუმს დღეში (1300-სს დღეში თუ 19 წელზე ნაკლების ხართ). ამ რაოდენობის კალციუმის მიღება შეგიძლიათ პურის რამდენიმე ნაჭრისგან, ყველისგან, ბროკოლის ან იოგურტისგან. 

ზოგადად, ამ ბოლო ტრიმესტრში გჭირდებათ 450 ზედმეტი კალორია ყოველ დღე. 29-ე კვირაში შეიძლება მოიმატოთ წონაში 500 გრამამდე ყოველ კვირა ამ კვირიდან ორსულობის ბოლომდე. იმის გათვალისწინებით, რომ გქონდათ ნორმალური მასის ინდექსი ორსულობამდე და ბავშვს გააჩენთ მე-40 კვირაში. 

თქვენი სიმპტომები

  • ვარიკოზული ვენები. თუ ამჩნევთ ლურჯი ფერის დასიებულ ვენებს, რომლებიც გექავებათ, ეს სავარაუდოდ არის ვარიკოზული ვენები. ეს ვენები მაშინ ჩნდება, როდესაც მზარდი საშვილოსნო აწვება მთავარ ვენას, რომელიც გადააადგილებს სისხლს სხეულის ქვედა ნაწილიდან გულის მიმართულებით. ვენები გაგიჩნდებათ უფრო მეტად მაშინ, თუ ეს თქვენი პირველი ორსულობა არ არის ან თუ ვარიკოზული ვენები აქვს თქვენი ოჯახის სხვა წევრებს. ეს არ არის სასიამოვნო, მაგრამ როგორც წესი, არ წარმოადგენს სამედიცინო პრობლემას. დისკომფორტის შესამსუბუქებლად, არ გაატაროთ დიდი დრო დამჯდარ ან დაწოლილ მდგომარეობაში, ცირკულაციის გასაუმჯობესებლად სცადეთ ფეხების მაღლა აწევა. დამჭერი ბინტის ტარებაც შეიძლება დაგეხმაროთ, დარწმუნდით, რომ აირჩიეთ სწორი სტილის იმისთვის, რომ ზედმეტად არ მოგიჭიროთ თეძოზე ან მუხლზე. 
  • გადაღლა. თუ თავს გრძნობთ დაღლილად ამ ბოლო დროს, იცოდეთ რომ ეს არ არის უჩვეულო ორსულობის ამ ეტაპისთვის. თქვენი ორგანიზმი განუწყვეტლივ მუშაობს იმისთვის, რომ კვებოს და მხარი დაუჭიროს ბავშვს, რასაც მიაქვს დიდი ენერგია. შეიძლება გიჭირდეთ კარგად გამოძინება. გამოიყენეთ დასვენების ყველა შესაძლებლობა, თუნდაც იყოს თვლემის 15 წუთი. 29 კვირის ორსულმა, შეიძლება სცადოთ ძილი მუცლის ქვეშ დადებული ბალიშით. განაგრძეთ ვარჯიში, თუ შეგიძლიათ, იმიტომ რომ ეს დაგეხმარებათ ენერგიის მომატებაში. მიიღეთ მეტი რჩევები, თუ როგორ უნდა გამოიძინოთ კარგად ორსულობისას. 
  • ფეხის კრუნჩხვები. ორსულობისას გავრცელებული ჩვენებაა და  ექსპერტებმა ზუსტად არ იციან მისი გამომწვევი მიზეზი. მტკივნეული კრუნჩხვები კოჭებში შეიძლება გაწუხებდეთ ღამე და ხელს გიშლიდეთ ძილისას. მათ თავიდან ასარიდებლად, ან მინიმუმ დისკომფორტის შესამსუბუქებლად გაწელეთ ფეხი, სანამ დაიძინებთ. თუ ტკივილი მაინც შემოგიტევთ, გაჭიმეთ ფეხი მაღლა და დაუშვით დაბლა რამდენიმეჯერ. კოჭის მსუბუქი მასაჟიც დაგეხმარებათ. 
  • ჰაერის უკმარისობა. ბავშვის პირველად დანახვამ შეიძლება სუნთქვა წაგართვათ, თუმცა იქამდე, შეიძლება გრძნობდეთ განსხვავებული სახის ჰაერის უკმარისობას. ორსულობის ამ ეტაპზე, თქვენი მზარდი საშვილოსნო არ ტოვებს ბევრ ადგილს სხვა ორგანოებისთვის, ასე რომ თქვენი მუცელი და დიაფრაგმა აწვება ფილტვებს. შედეგად, თქვენს მათ არ რჩებათ დიდი ადგილი გაფართოებისთვის. დაეხმარეთ ფილტვებს,  ჰქონდეთ სასუნთქი ადგილი კარგი პოზის მოძებნით. იმოძრავეთ ნელა და არ გადატვირთოთ თავი. თუ გრძნობთ მკერდის ტკივილს 29-ე კვირაში, ეს სიმპტომი არ უნდა დააიგნოროთ. დაურეკეთ ექიმს რჩევისთვის.

რა უნდა გაითვალისწინოთ

  • თუ თავს გადაღლილად გრძნობთ, შეიძლება დაგჭირდეთ მოსადუნებელი მეთოდები. მიუხედავად იმისა, რომ ორსულობასთან დაკავშირებული სტრესი ნორმალურია, შფოთვას არ უნდა გრძნობდეთ ყოველ დღე. მოდუნების ერთ-ერთი საშუალება შეიძლება იყოს იოგა ან მედიტაცია. თქვენი ექიმი მოგაწოდებთ მეტ ინფორმაციას, როგორ უნდა დაკავდეთ იოგით უსაფრთხოდ ბოლო ტრიმესტრისას. ისწავლეთ, როგორ მოადუნოთ თქვენი სხეული და გონება, რაც დაგეხმარებათ სისხლის წნევის დაბლა დაწევისთვის, ასევე შეამცირებს კუნთების დაძაბულობას და შეამსუბუქებს ზურგის ტკივილს, დაგეხმარებათ ორსულობის ბოლო ეტაპზე. სხვა საშუალებები შეიძლება იყოს მასაჟი, დღიურის წერა ან უბრალოდ დასვენებისას თქვენი საყვარელი მუსიკის მოსმენა. 
  • უკვე იცით სად უნდა იმშობიაროთ? თუ კი, საავადმყოფო ან მშობიარობის ცენტრი ნებას დაგრთავთ დაათვალიეროთ ეს ადგილები მშობიარობამდე. ეს კარგი შანსია გათვალოთ საავადმყოფომდე ოპტიმალური გზა და ისეთი დეტალები, როგორიცაა პარკინგი და შესასვლელი. თუ აიღებთ დასათვალიერებელ ტურს, შეგიძლიათ კითხოთ საავადმყოფოს მომსახურე პერსონალს რა არის მათი წესები, ვინ არის უფლებამოსილი დაესწროს მშობიარობას და დაშვებულია თუ არა ფოტო და ვიდეო გადაღება. 
  • როგორ გეგმავთ ბავშვის მოვლას, მას შემდეგ, რაც პატარა დაიბადება? დაბრუნდებით თუ არა თქვენ და თქვენი პარტნიორი სამსახურში? გექნებათ რამდენიმე არჩევანი, ბავშვის მოვლის ცენტრები და სახლში მომვლელები, ყველას აქვს თავისი ღირებულება და ხელმისაწვდომობის ფაქტორები. შესაბამისად, კარგია ჩაატაროთ კვლევა და თადარიგი დაიჭიროთ, სანამ ბავშვი დაიბადება. ეს დაგიტოვებთ ერთით ნაკლებ საფიქრალს, როცა ბავშვი დაიბადება. თუ უკვე გყავთ ბავშვები, შეიძლება უკვე მოიფიქროთ, ვის მიაბარებთ მათ მშობიარობისას და პირველ დღეებში ან კვირაში,  როცა ბავშვს სახლში მოიყვანთ.

ჰკითხეთ თქვენს ექიმს

  • როდის განვითარდება ბავშვი სრულად და როდის იქნება მზად გარესამყაროსთვის?
  • რა არის ეპიზიოტომია (საშოს შესავლის ცალმხრივი გაკვეთა მშობიარობის დროს შორისის დიდი ნახევების ასაცილებლად) და როდის არის ის საჭირო?
  • გვირჩევთ თუ არა დავწეროთ მშობიარობის გეგმა წინასწარ?
  • რა არის 29-ე კვირის ორსულის სიმპტომები და რაზე უნდა დაგირეკოთ აუცილებლად?
  • რამდენად ხშირად უნდა მოვიდე შემოწმებებზე?

თქვენი გეგმები

  • შეამოწმეთ თქვენს სამსახურში რა დოკუმენტები უნდა შეავსოთ დეკრეტისთვის
  • დაგეგმეთ ტური საავადმყოფოში ან მშობიარობის ცენტრში
  • მოამზადეთ ბავშვის ოთახი ყველა ძირითადი ნივთით
  • შეარჩიეთ და დაიწყეთ მშობიარობის გამოცხადების დიზიანი. შეიძლება გსურდეთ ტრადიციული ბარათები, რომელსაც გაუგზავნით ოჯახს ან მეგობრებს ან გსურთ, რომ გამოცხადების ამბავი გააგზავნოთ მეილის ან სოციალური მედიის მეშვეობით.

წყარო: https://www.pampers.com/en-us/pregnancy/pregnancy-calendar/29-weeks-pregnant

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5