თქვენი პატარა რკოს ზომისაა.
(სიგრძე დაახლოებით 34 სმ-ია, წონა 680 გრამი)
თქვენ ორსულობის მე-6 თვეში ხართ.
მშობიარობამდე დარჩენილია 15 კვირა.
ნაყოფის განვითარება
25-ე კვირაში, თქვენი პატარა განაგრძობს ზრდას. მას ემატება ცხიმი ყოველ დღე, რომელიც ეხმარება სახის ნაოჭების დარბილებაში. თქვენი პატარას ტვინში, თავის ქალის ქერქი იმატებს ფენებს. მოქმედებების უმეტესობას ისევ ტვინის სხვა ნაწილები აკონტროლებენ, ის ნაწილები რომლების უფრო ადრე განვითარდნენ. ტვინის გარდა, ნერვული სისტემის სხვა ნაწილებიც ვითარდებიან. ამ სისტემის განვითარება მნიშვნელოვანია, რამდენადაც დაეხმარება ბავშვს ისწავლოს ახალი ინფორმაციის მიღება, გადამუშავება და რეაგირება.
გაინტერესებთ თქვენს ბავშვს ესმის თუ არა თქვენი? მისი სმენა სწრაფად ვითარდება და 25-ე კვირაში შეიძლება რეაქცია გამოხატოს ნაცნობ ხმებზე, თქვენს ხმაზე მოძრაობით და პოზიციის ცვლილებით. სცადეთ თქვენც. უმღერეთ თქვენ და თქვენმა პარტნიორმა ან წაუკითხეთ ხმამაღლა, რომ მიეჩვიოს ორივეს ხმას. შეიძლება შეამჩნიოთ, რომ დღის გარკვეულ მომენტებში ბავშვი უფრო ნაკლებს მოძრაობს და ნაკლებად აქტიურია, მაგრამ ზოგადად 25-ე კვირაში მის მოძრაობებს უფრო მეტად იგრძნობთ, როცა არ იმოძრავებთ.
დედის ორგანიზმი ორსულობის 25-ე კვირაში
თქვენ სწრაფად უახლოვდებით მესამე ტრიმესტრს და თქვენი ბავშვი ყოველდღიურად იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენც იზრდებით. 25-ე კვირაში, თქვენი მუცლის ზომა, შეიძლება გაიზომოს ფუნდალური ზომით, რაც არის თქვენი ბოქვენიდან საშვილოსნოს თავამდე და დაახლოებით 25 სანტიმეტრია. თქვენი ექიმი გაზომავს ფუნდალურ სიმაღლეს შემდგომი ვიზიტისას.
თქვენი მზარდი საშვილოსნო ამ დროს უფრო მეტად აწვება თქვენს მუცელს და სხვა ორგანოებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის გადამუშავების და ყაზბობის პრობლემები.
რამდენი თვის ორსული ხართ 25-ე კვირაში? იმის გათვალისწინებით როგორ ყოფთ კვირას, თქვენ უახლოვდებით მეექვსე ან მეშვიდე თვეს.
თქვენი სიმპტომები
- იშიაზი. რამდენადაც თქვენი საშვილოსნო იზრდება, შეიძლება დააწვეს საჯდომის ნერვს, რაც იწვევს თეძოს და ზურგის უკანა მხარის ტკივილს. ნებისმიერი ტკივილის შესამსუბუქებლად შეგიძლიათ მტკივან ადგილზე დაიდოთ ყინული. შეგიძლიათ თქვენს ექიმს ჰკითხოთ გაწელვის ვარჯიშები. სანამ მიიღებთ რაიმე ტკივილგამაყუჩებელს, გადაამოწმეთ წამალი ექიმთან. ეს ტკივილი, ჩვეულებრივ, ქრება ბავშვის დაბადების შემდეგ. მანამდე კი, თუ გიბუჟდებათ ტერფები ან ფეხები, ან თუ არაფერი გიყუჩებთ ტკივილს, მაშინვე მიმართეთ ექიმს.
- შეკრულობა. ორსულობის ამ ეტაპზე, თქვენი მზარდი საშვილოსნო აწვება სწორ ნაწლავს. ეს ფაქტორი პროგესტერონის მაღალ დონესთან ერთად იწვევს ყაბზობას, რაც ნიშნავს კუჭ-ნაწლავის იშვიათ ან რთულ მოქმედებას. რკინის დანამატების მიღებაც შეიძლება დაგეხმაროთ კუჭ-ნაწლავის მოქმედების გაუმჯობესებაში. ყაბზობის აღსაკვეთად ან დისკომფორტის შესამსუბუქებლად, დალიეთ ბევრი წყალი და მიიღეთ ენერგია ხილის, ბოსტნეულის, მთლიანი მარცვლეულის პურის ან ხორბლეულის სახით. ფეხით სიარული ან სხვა ვარჯიში დაგეხმარებათ გადამუშავებაში. ვარჯიშის დაწყებამდე გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან.
- გულძმარვა. ორსულობის ჰორმონები (თვალყურს გადევნებთ, პროგესტერონო!) არბილებს მუცლის სარქველს, მუცლის შიგთავსს ეხმარება ავიდეს მაღლა საყლაპავ მილში, რაც იწვევს გულძმარვას. თუ ამ მდგომარეობაში ხართ, სცადეთ ნაკლების ჭამა უფრო ხშირად, შეამცირეთ სანელებლებიანი საჭმელი, ან სხვა საჭმელი, რომელიც იწვევს გულძმარვას.
- ფეხის კრუნჩხვები. ზოგიერთი ორსული მეორე ტრიმესტრში წუხდება ფეხის გაკვანძვით. ჩვეულებრივ ეს ტკივილი იწყება ღამით. სცადეთ მსუბუქი ვარჯიშები და გაჭიმვა ძილის წინ დისკომფორტის შესამსუბუქებლად. თბილი აბაზანა ან ყინული დაგეხმარებათ ტკივილის შემსუბუქებისთვის 25-ე კვირის ორსულობისას.
რა უნდა გაითვალისწინოთ?
- გიფიქრიათ მშობიარობის ტკივილის მენეჯმენტზე? ბევრი სხვადასხვა ვარიანტი არსებობს, დაწყებული ტკივილგამაყუჩებელი წამლებიდან დასრულებული ანესთეზიით და წამლის გარეშე საშუალებებით. დაეკითხეთ თქვენს ექიმს, რა ვარიანტები გაქვთ და გაითვალისწინეთ ისინი. თუმცა გახსოვდეთ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ აზრის შეცვლა.
- შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ზრდადი მუცლის გამო იღებთ კომენტარებს კეთილისმოსურნე მეგობრების და უცნობებისგან ერთნაირად. ცხადია, თქვენი ჯანმრთელობა ორსულობისას, თქვენი მუცლის ზომა, სიმაღლე, ჭამის და ვარჯიშის ჩვევები თქვენსა და თქვენს ექიმს შორის უნდა დარჩეს, შესაბამისად არ იგრძნოთ თავი იძულებულად უპასუხოთ ასეთ კომენტარებს. თუ კითხვები ან კომენტარები თავს არაკომფორტულად გაგრძნობინებენ, შეგიძლიათ აიცილოთ ისინი თავიდან მარტივი პასუხით „მადლობა თქვენი გულისხმიერებისთვის.“
- თუ ტკივილის გამო თავს ცუდად გრძნობთ, სცადეთ ვარჯიშის რუტინის შეცვლა. სავარჯიშო ბურთი კარგი საშუალებაა ორსულობის დროს ვარჯიშისთვის. ის დაგეხმარებათ გაჭიმვებისთვის და თქვენი ზურგის, მკლავების მხრების ვარჯიშისთვის. ჰკითხეთ თქვენს ექიმს რჩევა, რომელია მარტივი და უსაფრთხო ვარჯიშები, რომელიც შეგიძლიათ გააკეთოთ სავარჯიშო ბურთით. ზოგიერთი მომავალი დედა ამჯობინებს იოგის ვარჯიშებს ტკივილის შესამსუბუქებლად.
- თუ ეს უკვე არ გაგიკეთებიათ, ჩაეწერეთ მშობლების კლასში, რომელიც მოიცავს ახალშობილის მოვლის კურსს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება ისწავლოთ არის ის, თუ როგორ უნდა დააძინოთ ბავშვი ისე, რომ შეამციროთ ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკი. დასაწყისისთვის ბავშვი ყოველთვის უნდა დააწვინოთ ზურგზე, მყარ ზედაპირზე და საბნის ან სათამაშოების გარეშე.
ჰკითხეთ თქვენს ექიმს
- დამჭირდება გლუკოზის ტესტი? თუ არ გაგიკეთებიათ აქამდე, ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ გლუკოზის ტესტის გაკეთება ახლა ან 28-ე კვირამდე იმისთვის, რომ განსაზღვროს გესტაციური დიაბეტის რისკი.
- ვაგინალური სისხლდენა. ნორმალურია? ორსულობის ამ ეტაპზე, სისხლდენა შეიძლება გამოწვეული იყოს რაიმე პატარა მიზეზით, გაღიზიანებული საშვილოსნოს ყელით, მაგრამ ყოველთვის გადაამოწმეთ ექიმთან, ხომ არ არის რაიმე სერიოზული პრობლემა.
- რა უნდა ვიცოდეთ ნაადრევი მშობიარობის შესახებ? ექიმმა შეიძლება მოგაწოდოთ ინფორმაცია ნიშნების შესახებ და რჩევა რა უნდა მოიმოქმედოთ თუ შეამჩნევთ რაიმე სიმპტომს.
- რამდენი ხანი შემიძლია გავაგრძელო მუშაობა?
თქვენი გეგმები
- გამოიკვლიეთ თქვენი შესაძლებლობები. დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, რა საშუალებებია ტკივილის შესამსუბუქებლად მშობიარობის დროს.
- თუ უკვე არ გაგიკეთებიათ, ჩაეწერეთ მშობიარობის კლასში და ჩაწერეთ თქვენი პარტნიორიც თუ შესაძლებელია. ეს კლასები მოგამზადებთ, რას უნდა ელოდოთ მშობიარობისას და გამოადგება თქვენს პარტნიორსაც.
- დაგეგმეთ თქვენი დეკრეტული შვებულება.
- მოიძიეთ ინფორმაცია ჭიპლარის სისხლის შენახვის შესახებ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ინფორმაცია, თუ ამ საკითხით დაინტერესებული ხართ.
წყარო: https://www.pampers.com/en-us/pregnancy/pregnancy-calendar/25-weeks-pregnant