Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მითი: დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები მხოლოდ ასაკოვან მშობლებს უჩნდებათ.

  • რეალობა: დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების 80% დაბადებულია 35 წლამდე ასაკის  ქალის მიერ. ამასთანავე, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის გაჩენის ალბათობა დედის ასაკთან ერთად იზრდება.

მითი: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი ყოველთვის მხიარული და ბედნიერია.  

  • რეალობა: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს აქვთ ისეთივე განცდები და განწყობილებები, როგორიც ყველა ადამიანს.

მითი: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ ურთიერთობების დამყარება.

  • რეალობა: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ჩვეულებრივად შეუძლიათ ურთიერთობების დამყარება გარშემომყოფ ადამიანებთან, მათთან მეგობრობა, სიყვარული ან არმოწონება.

მითი: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ ბავშვის გაჩენა.

  • რეალობა: დაუნის სინდრომის მქონე ქალებს შეუძლიათ ბავშვების გაჩენა. არსებობს ჩანაწერები, რომ დაუნის სინდრომის მქონე ორი მამაკაცი ყოფილა მამა. ინფორმაცია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ნაყოფიერების შესახებ ძალიან მოძველებულია და ემყარება იმ დაწესებულებების კვლევებს, სადაც დასწავლის უნარის დარღვევის მქონე ქალები და მამაკაცები განცალკევებულები იყვნენ.

მითი: დაუნის სინდრომის მქონე ყველა ადამიანს საბოლოოდ განუვითარდება ალცჰაიმერის დაავადება.

  • რეალობა: ალცჰაიმერის დაავადება გარდაუვალი არ არის დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამის რისკი იზრდება სიცოცხლის ყოველ ათწლეულში, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ნაწილს არ აქვს ამ დაავადების დამახასიათებელი ცვლილებები.

წყარო: https://www.downs-syndrome.org.uk/for-new-parents/faqs/general/

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5