Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მაგნიუმი და კალციუმი კომბინირებულად მოქმედებს: მაგნიუმი ადუნებს კუნთებს, ხოლო კალციუმი ასტიმულირებს კუნთების შეკუმშვას. კვლევის თანახმად, ორსულობის დროს საკმარისი მაგნიუმის მიღება ხელს უშლის საშვილოსნოს ნაადრევ  შეკუმშვას.

მაგნიუმი ასევე ხელს უწყობს ნაყოფის  ძლიერი კბილებისა და ძვლების ჩამოყალიბებას.

რა რაოდენობის მაგნიუმი უნდა მიიღონ ქალებმა?

  • 18 წლამდე ორსულები 400 მილიგრამი (მგ) დღეში
  • 19-30 წლის ორსულები 350 მგ დღეში
  • 31 წელზე უფროსი ასაკის ორსულები 360 მგ დღეში
  • 18 წლამდე მეძუძური დედები – 360 მგ დღეში
  • 19-30 წლის მეძუძური დედები 310 მგ დღეში
  • 31 წელზე უფროსი ასაკის მეძუძური დედები 320 მგ დღეში
  • 19-30 წლის არაორსული ქალები – 310 მგ დღეში
  • 31 წელზე უფროსი ასაკის არაორსული ქალები 320 მგ დღეში

არ არის აუცილებელი ყოველდღე მიიღოთ მაგნიუმი რეკომენდებული რაოდენობით. მთავარია, კვირის მარაგი შეივსოთ.

მაგნიუმი მრავლადაა თესლებში, მარცვლეულში, თევზში,  მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულში და პარკოსნებში.

რთული არ არის მაგნიუმის მოთხოვნილების დაკმაყოფილება ჯანსაღი, მრავალფეროვანი საკვებით და მაგნიუმი შედის პრენატალური ვიტამინის ზოგიერთ დანამატში. მაგრამ თუ ვერ ახერხებთ დაბალანსებულ კვებას, ჰკითხეთ თქვენს ექიმს, გჭირდებათ თუ არა მაგნიუმის დანამატის მიღება.

მაგნიუმის უკმარისობის ნიშნებია გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა, დაღლილობა, უძილობა, კუნთების კრუნჩხვები, მეხსიერების პრობლემები, გულის რიტმის დარღვევა და სისუსტე.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5