Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ექიმი-რეზიდენტი, რეპროდუქტოლოგი ეკატერინე კვირკველია.

რა რეპროდუქციულჰორმონული საფუძვლები აქვს აკნეს შემთხვევებს პრეპუბერტატის ასაკის ბავშვებში

აკნე ბავშვებსა და მოზარდობამდე პერიოდში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. აშშ-ს (1993-2009 წწ) მონაცემებით, აკნეს გამო ვიზიტების 4.8% მოზარდობამდე პერიოდის ასაკზე მოდის,  0.9% შუა-ბავშვობის პერიოდის, ხოლო ნეონატებში (ახალშობილებში) 3%. ვიზიტების 91%-ს მოზარდობის აკნე შეადგენდა.

მამრობითი სქესის ახალშობილებში აკნე უფრო ხშირია, ვიდრე გოგონებში, როცა ბავშვობის შუა პერიოდის აკნე, პირიქით, გოგონებში უფრო გავრცელებულია.

აკნეს გამომწვევი რეპროდუქციული მიზეზები:

ახალშობილებში ხშირია და გარდამავალი პროცესია თირკმელზედა ჯირკვლის ანდროგენების სიჭარბე. დაბადებისას მოუმწიფებელ თირკმელზედა ჯირკვალს შეუძლია აწარმოოს დეჰიდროეპიანდროსტერონის (DHEA) და დეჰიდროეპიანდრდოსტერონ სულფატის (DHEAS) მომატებული რაოდენობა, რომელიც 6 თვის ასაკში ნორმალიზდება.

ბავშვებში, ვისაც აკნე აქვს, შესაძლოა, ადრენალური ანდროგენების ელევაცია დროში გახანგრძლივდეს. დამატებით 6-12 თვის ნეონატებში ჭარბია მალუთეინიზირებელი ჰორმონის (LH)  გაზრდილი წარმოება (“მინი-პუბერტატი”), რომელიც ბიჭებში იწვევს დამატებით გონადებიდან ტესტოსტერონის გამომუშავებას, რომელიც თავისთავად ხელს აკნეგენეზს შეუწყობს. ზემოთ ჩამოთვლილი ჰორმონული დისბალანსი ასევე გარდამავალი პროცესია და აკნე ნორმალიზდება, როგორც კი ჰორმონების დონე ჩადგება მწყობრში. დიდია ალბათობა იმისა, რომ გენეტიკური ფაქტორი აკნეზე ზეგავლენას მოახდენს, ახალშობილების 50%-ს, ვისაც აკნე გამოუვლინდა, ჰყავდა დედმამიშვილი იმავე დიაგნოზით და მძიმე მოზარდობის აკნეს ოჯახური ისტორია.

ბავშვობის შუა პერიოდის აკნე შეიძლება კავშირში იყოს ანდროგენების მოჭარბებულ პროდუქციასთან – მაგ: ნაადრევ ადრენარქესთან ან უფრო იშვიათად სხვა დაავადებებთან, რომელიც იწვევს ანდროგენების მატებას, როგორიც არის: თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერპლაზიის არაკლასიკური ფორმები (Late-Onset), გონადების ან თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეებთან, ასევე, რა თქმა უნდა, ნაადრევად დამდგარ პუბერტატთანაც.

ნაადრევი ადრენარქე (ხშირად წარმოდგენილია ნაადრევი აკნეთი) ასოცირებულია დაბადებისას მცირე წონასთან – პოტენციური ჰორმონული სტრესორების გამო იზრდება – პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის (PCOS) და მეტაბოლური სინდრომის განვითარების პოტენციური რისკები.

ადგილობრივად ტესტოსტერონის  (ან სხვა ანდროგენების) შემცველი გელების გამოყენება ასევე გამოიწვევს აკნესთან ასოცირებულ ვირილიზაციას.

პედიატრიული აკნეს კლასიფიკაცია – პათოგენეზულ ფაქტორებსა და ასაკზე დაყრდნობით პედიატრიული აკნე შეგვიძლია 3 ჯგუფად დავახარისხოთ;

ახალშობილების აკნე – ის ძირითადად 6-16 თვის ასაკშია გავრცელებული (საშუალოდ 9 თვე), უმეტესად გამოწვეულია ანდროგენების (“მამაკაცური” ჰორმონები) გარდამავალი ფიზიოლოგიური დაუბალანსებელი ცვლილებებით, რომელიც დაახლოებით შეიძლება გაგრძელდეს 2 წლის განმავლობაში.

შუა ბავშვობის პერიოდის აკნე – ამ შემთხვევაში გამონაყარი გვხვდება 1-დან 7 წლამდე პერიოდში, შემთხვევების უმეტესობა დაკავშირებული არის ნაადრევ ადრენარქესთან (თირკმელზედა ჯირკვალში ანდროგენების ნაადრევი წარმოქმნა).

აკნე მოზარდობამდე – გვხვდება 7-12 წლის ასაკში და ასევე გამოწვეულია ადრენალური (თირკმელზედა ჯირკვლის) ანდროგენების ნაადრევი მატებით, რაც თავისთავად პუბერტატის (გარდატეხის ასაკის) დაწყების მანიშნებელია.

გარეგნული გამოვლინებები – ახალშობილებში აკნე უხშირესად ლოყებზე (ანთებითი პაპულები, პუსტულები ან კომედონები) გვხვდება. შუა ბავშვობის პერიოდის აკნეს თან ახლავს კომედონები და ანთებითი დაზიანება – შუბლზე, ლოყებსა და ცხვირზე. აკნე მოზარდობამდე ყველაზე ხშირად წარმოდგენილია სახის T – ზონაზე კომედონებით (შუბლი, ცხვირი, ნიკაპი) და იშვიათად შეიძლება შეგვხვდეს პაპულური, პუსტულური ან კვანძვანი სახის გამონაყარი.

დიაგნოსტირება – კლასიკურად აკნეს დიაგნოზის დასმის გარდა ბავშვთა რეპროდუქტოლოგმა აუცილებლად უნდა შეაფასოს არის თუ არა აკნეს მქონე ბავშვებში ნაადრევი ადრენარქეს და/ან ნაადრევი პუბარქეს (თმიანობა ბოქვენის არეში), თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ანდროგენების ჭარბად გამომუშავება  ან ნაადრევი პუბერტატი (გარდატეხის ასაკი). როგორც ვიცით ნაადრევი პუბერტატი მრავალი გართულების მომტანია, მაგ: სიმაღლეში ზრდის შეჩერება ა. შ.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5