Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ექიმი-რეზიდენტი, რეპროდუქტოლოგი ეკატერინე კვირკველია.

არაჰორმონული კონტრაცეფციის რა სახეები არსებობს და როგორია მათი მოქმედების მექანიზმი? 

არაჰორმონული კონტრაცეფცია ანუ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები შეუძლიათ გამოიყენონ მათ, ვისაც არ სურს ჰორმონულის გამოყენება ან არ არის ტოლერანტული ჰორმონული კონტრაცეფციის მიმართ.

არაჰორმონული კონტრაცეპტივების ძირითადი სპექტრია: ბიჰევიორული (ქცევითი) მეთოდები, ბარიერული მეთოდები, სპერმიციდები და ქირურგიული სტერილიზაცია.

ქცევითი მეთოდები როგორიც არის: შეწყვეტილი კოიტუსი, პერიოდულად აბსტინენცია (აქტისგან თავის შეკავება ოვულაციის დღეებში) იგივე კალენდარული მეთოდი და ლაქტაციური ამენორეის (ძუძუთი კვება ოვულაციის დასათრგუნად) მეთოდი – ამ ტიპის კონტრაცეფცია იაფია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ნაკლებ საიმედოა.

კონდომი (პრეზერვატივი) არის ერთადერთი ბარიერული კონტრაცეფციის მეთოდი, რომელიც ასევე გიცავს სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან (აივის ჩათვლით).

ქირურგიული სტერილიზაციის ტექნიკას და სპილენძის „სპირალს“ გააჩნიათ ყველაზე მაღალი ეფექტურობა. სტატიაში ასევე განვიხილავთ: ვაგინალურ შხაპს, დიაფრაგმას, ცერვიკალურ (საშვილოსნოს ყელის) ქუდს  და სპერმიციდებს.

კონტრაცეფციის ბიჰევიორული მეთოდები

შეწყვეტილი კოიტუსი:

ეაკულაციამდე ხდება პენისის ვაგინიდან გამოღება.

ფერტილობის ფანჯრის მეთოდები:

სქესობრივი კონტაქტის არ ქონა ოვულაციის დროს.

რას გვეტყვით კონტრაცეფციის კალენდარულ მეთოდზე?

ფერტილურობის პერიოდის ამოცნობა ხდება პერიოდების ჩაწერით. მეთოდი ემყარება 3 პრინციპს: 1. კვერცხუჯრედის განაყოფიერება შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში.  2. სპერმატოზოიდის სიცოცხლის ხანგრძლივობა ეაკულაციიდან 48 საათია, 3. ოვულაცია ხდება 12-16-ე დღეს – შემდგომი ციკლის დაწყებამდე.

  • განაყოფიერება შესაძლოა მოხდეს ნებისმიერ დროს, ოვულაციამდე 3 დღით ადრე და ასევე ოვულაციიდან 1 დღის შემდეგაც.
  • ნაყოფიერების (ფერტილურობის) პერიოდი გამოითვლება 6 მენსტრუალური ციკლის ჩაწერის შემდგომ (გამოთვლა: ყველაზე მოკლე მენსტრუალური პერიოდის დღეების რაოდენობას გამოვაკლებთ 18 დღეს = ფერტილურობის პერიოდის ყველაზე ადრეულ პერიოდს. ან ყველაზე ხანგრძლივი ციკლის დღეების რაოდენობას გამოვაკლებთ 11 დღეს = ფერტილური პერიოდის ყველაზე ბოლო დღეს).

ცერვიკალური ლორწოს მეთოდი: ფერტილურობის პერიოდი განისაზღვრება საშვილოსნოს ყელის ლორწოს რაოდენობითა და კონსისტენციით შეფასებით მენსტრუალური ციკლის განმავლობაში.

  • იმ დღეებში, როდესაც ოვულაცია ახლოვდება, ცერვიკალური ლორწო ხდება: წელვადი, ელასტიკური, სქელი, დიდი რაოდენობის პროგესტერონის მეშვეობით.
  • განაყოფიერების ალბათობა იზრდება 4 დღის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ცერვიკალური ლორწო მიაღწევს მაქსიმალურ რაოდენობას და ელასტიკურობას.
  • ეს მეთოდი არ უნდა გამოვიყენოთ მეძუძურებში მშობიარობიდან 6 კვირამდე, ასევე მელოგინე ქალებში 4 კვირამდე, ვინც ძუძუთი კვებას არ იყენებს, ასევე ქალებში არარეგულარული ციკლებით, რადგან ეს მეთოდი მოითხოვს რეგულარულ და ნორმალურ მენსტრუალურ ციკლს.

ბაზალური ტემპერატურის მეთოდი: სხეულის ტემპერატურას ვზომავთ ყოველდღე, პროგესტერონის კონცენტრაციის მატება ციკლის დროს ოვულაციის შემდგომ იწვევს სხეულის ტემპერატურის მატებას, რაც თავისთავად ნიშნავს ფერტილურობის ფანჯარას.

ტემპერატურის გასინჯვა: ტემპერატურას ვისინჯავთ დილით გაღვიძებისას (ორალურად, ვაგინალურად და რექტალურად, აქსილარულად/იღლიაში და შუა ყურში არ არის აკურატული). ბაზალური ტემპერატურა მცირდება ოვულაციამდე და შემდეგ იზრდება 0,2-0,5°C-ით ჰორმონების გამოყოფის გამო. მენსტრუალური ციკლის დასაწყისში ტემპერატურა იკლებს. განაყოფიერება ნაკლებად სავარაუდოა ბაზალური ტემპერატურის მატებიდან მესამე დღიდან. ეს მეთოდი დამოკიდებულია რეგულარულ ციკლზე.

სიმპტოთერმული მეთოდი: მოიცავს სხეულის ბაზალური ტემპერატურის მეთოდს და ცერვიკალური (საშვილოსნოს ყელის) ლორწოს მეთოდს.

ვაგინალური შხაპი 

  • კონტრაცეფციის არასანდო მეთოდი, მიუხედავად ამისა ამერიკაში ქალების 20% ისევ მიმართავს მას.
  • ქმნის დაუგეგმავი ორსულობის რისკს, წყლის ნაკადით სპერმატოზოიდებს ყელისკენ გადატყორცნის.
  • მეთოდი: ეაკულაციის შემდეგ, ვაგინის მიმართულებით მივმართავთ წყლის ჭავლს, რომ გამოვრეცხოთ სპერმატოზოიდები გარეთ.

ლაქტაციური ამენორეა

  • მშობიარობიდან 6 თვემდე ძუძუთი კვებით ვიწვევთ ამენორეას (ციკლის არ ქონა).

მეთოდი: ძუძუს წოვა – პროლაქტინის მატება – გონადოტროფინების მასტიმულირებელი ჰორმონი მცირდება – ოვულაცია ითრგუნება. წარუმატებლობის რაოდენობა გაცილებით მეტია, თუ ახალშობილი ≥ 6 თვეზე, მენსტრუაცია აღდგა ან ძუძუთი კვების პროცესი იქნა შეწყვეტილი.

კონდომი

  • არსებობს ქალის და მამაკაცის.
  • მოქმედებს როგორც ფიზიკური ბარიერი (პენისის, ვაგინის და ანალური სეკრეტებისგან).
  • წინააღმდეგჩვენება: ალერგია ლატექსზე. ლატექსის არ შემცველი 3 ტიპის კონდომი არსებობს: პოლიიზოპრენის, პოლიურეთანის და ბატკნის ნაწლავის.
  • გართულება: დაუგეგმავი ორსულობა ან სქესობრივად გადამდები დაავადების გადადება კონდომის გახევის შემთხვევაში (რასაც ჩვეულებრივ იწვევს მისი არასწორად გამოყენება).

დიაფრაგმა

  • გუმბათის ფორმის, სპერმიციდის შემცველი, ლატექსის, მეტალის ან პლასტმასის მოწყობილობა.
  • თავსდება ვაგინის თაღებში, არ უნდა მოიხსნათ სქესობრივი კონტაქტიდან 6 საათის მანძილზე.
  • ხელს უშლის სპერმატოზოიდების ვაგინიდან საშვილოსნოს ყელში შეღწევას.
  • წინააღმდეგჩვენება: საშვილოსნოს ყელის ანომალიები ან ინფექციები და კიბო. ალერგია სპერმიციდზე და ლატექსზე.
  • გართულება: ტოქსიკური შოკის სინდრომი, 24 საათზე მეტხანს გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ცერვიკალური (საშვილოსნოს ყელის) ქუდი

  • ფინჯნის ფორმის, შეიძლება იყოს ლატექსის, მეტალის და პლასტიკის შემადგენლობის, შეიცავს სპერმიციდს.
  • თავსდება საშვილოსნოს ყელის ბაზაზე, სქესობრივ კონტაქტამდე დაახლოებით 8 საათით ადრე და უნდა ამოვიღოთ კონტაქტიდან 48 საათის შემდეგ.
  • ხელს უშლის სპერმატოზოიდების პასაჟს საშვილოსნოს ყელის არხში.
  • წინააღმდეგჩვენებები: საშვილოსნოს ყელის ანომალიები ან ინფექციები და კიბო. ალერგია სპერმიციდზე და ლატექსზე.
  • გართულება: ტოქსიკური შოკის სინდრომი, საშვილოსნოს ყელის ეროზია (რაც გამოიწვევს სფოთინგს ანუ სისხლის ლაქებს საცვალზე).

სფოუნჯი/ღრუბელი

  • დისკი, რომელიც შეიცავს სპერმიციდულ სითხეს, რომელიც აქტივირდება ონკანის წყალში დასველებით და აუცილებლად უნდა გაწუროთ საშოში მოთავსებამდე.
  • აქტამდე 24 საათით ადრე თავსდება ვაგინაში და არ უნდა ატაროთ  30 საათზე მეტხანს.
  • ხელს უშლის სპერმატოზოიდების შესვლას საშვილოსნოს ყელში და აქვს სპერმიციდული ეფექტი.
  • წინააღმდეგჩვენება: საშვილოსნოს ყელის ანომალიები ან ინფექციები და კიბო. ალერგია სპერმიციდზე.
  • გართულება: ვაგინის ირიტაცია (გაღიზიანება), ტოქსიკური შოკის სინდრომი (იშვიათად).

სპერმიციდი

  • ქაფები და ჟელეები, რომლებიც თავსდება ვაგინაში სქესობრივი აქტის დაწყებამდე.
  • აქტიური ინგრედიენტი (ჩვეულებრივ ნონოქსინოლ-9) აზიანებს სპერმატოზოიდის მემბრანის ზედაპირებს, სულ ეს არის სპერმიციდული ეფექტი.
  • წინააღმდეგჩვენება: ალერგია სპერმიციდზე.
  • გართულება: ვაგინის გაღიზიანება.

ქალის სტერილიზაცია

  • ქირურგიული მეთოდებით ფალოპის მილების დახშობა.
  • მილის ლიგირება – ნაწილობრივი სალპინგექტომიით (მილის ამოკვეთა) ან მის გარეშე.
  • კვერცხგამტარი სადინარის ანუ მილის ელექტროკოაგულაციით ნაწილობრივი დესტრუქცია.
  • ფალოპის მილების კლიპირება ან გადაკვანძვა.
  • შეიძლება შესრულდეს ნეიროაქსიალური და გენერალური ანესთეზიის ქვეშ.

ვაზექტომია

  • სათესლეში სადინარის (Vas Deferens) მონაკვეთის გამოყოფა და ამოკვეთა.
  • შესაძლოა შესრულდეს ადგილობრივი ანესთეზიით.
  • გართულებები: ჰემატომა, ქირურგიული მონაკვეთის ინფიცირება, სპერმის გრანულომები (დაგროვებული სპერმატოზოიდები), პოსტვაზექტომიური (ვაზექტომიის შემდგომი)  ტკივილის სინდრომი – 1. სათესლის დანამატში დაგროვილი სათესლის სითხის დაგროვების შედეგად გამოწვეული და 2. სათესლის ქრონიკული, ყრუ ტკივილი.
  • წარუმატებლობის რისკი – პაციენტი უნდა გავაფრთხილოთ, რომ შესაძლოა ვაზექტომიის შემდგომ მაინც მოხდეს დაფეხმძიმება (1:2000 შემთხვევაში).
  • ვაზექტომიიდან 3 თვეში აუცილებლად უნდა ავიღოთ სპერმის ანალიზი, რადგან დავადასტუროთ სპერმის განულება (აზოოსპერმია), ანუ 3 ვაზექტომიიდან 3 თვის მანძილზე თავი მაინც უნდა დავიცვათ.
კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5