Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ლენა ქამადაძე.

თქვენ ინვიტრო განაყოფიერების სპეციალისტი და მეანრეპროდუქტოლოგი ბრძანდებით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობებში, ამ მიმართულების შესახებ მაინც  საკმაოდ ბევრი ეჭვი და მითი არსებობს საზოგადოებაში. როგორია მტკიცებულებით მედიცინაზე დაყრდნობილი რეალური გამოცდილება ინვიტრო განაყოფიერებასთან და ინვიტრო განაყოფიერების შედეგად დაბადებულ ბავშვებთან დაკავშირებით? 

დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (ART)    ერთ-ერთი მიმართულება ინ–ვიტრო განაყოფიერება(IVF) საკმაოდ პოპულარულია, რის შედეგადაც, მისი გამოყენების აუცილებლობა გაიზარდა, რასთან ერთადაც გაჩნდა ბევრი შეკითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად  ჯანმრთელი ბავშვები იბადება.

ამ სფეროში კვლევები რთულდება, იმიტომ რომ უნდა განვასხვაოთ ART–ის ეფექტის გამოსავალი ბავშვზე სხვა მრავალი თანმხლები სამედიცინო  ფაქტორისგან (დედის ასაკი, უნაყოფობის გამომწვევი სხვა მიზეზები, ინ–ვიტრო განაყოფიერების ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა და მისი ტექნიკურად შესრულება. სამეანო და ნეონატოლოგიური მართვის პრინციპები).

ART–ის  შედეგად დაბადებული ბავშვების უმეტესობა იბადება ნორმალური განვითარების, ისევ როგორც ფიზიოლოგიურად ჩასახული ბავშვები, რასაც ადასტურებს  ART–ის ს შედეგად დაბადებული ბავშვების ხანგრძლივ პერსპექტივაში მონიტორინგი მედიცინის სხვადასხვა მიმართულებებში (გენეტიკური ანომალიები, თანმხლები დაავადებები, ონკოლოგიური დაავადებები და ა.შ.)

როგორია ბავშვების  ზოგადი ჯანმრთელობის  სტატუსი?

ხანგრძლივ პერსპექტივაში გაკეთებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ: 1982 წლიდან 1999 წლამდე დაბადებული 253  ART–ის  შედეგად ჩასახული მოზრდილების ზოგადი ჯანმრთელობის სტატუსი, რომელიც მოიცავს, მენტალურ ჯანმრთელობას, კოგნიტიურ განვითარებას, არ  განსხვავადებოდა ფიზიოლოგიურად ჩასახვის შედეგად დაბადებულ ბავშვებთან შედარებით. 

არსებობს თუ არა ქრონიკული დაავადებების რისკები?

მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები არ არის სრულყოფილი, ზოგიერთი კვლევა  გვთავაზობს, რომ ART–ის შედეგად ჩასახულ ბავშვებს ცხოვრების უფროს ასაკში  მეტაბოლური სინდრომის, ტიპი 2 დიაბეტის და კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარების ოდნავ უფრო მაღალი რისკი აქვთ.

მაგრამ ერთი კვლევა ამას იმით ხსნის, რომ ეს რისკები გაზრდილია, დედის ჭარბწონიანობის, პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის, ნაყოფის ზრდის შეფერხების, პრეეკლამფსიის გამო, რომელსაც შეიძლება გამოეწვია ეს დაავადებები.

კარდიოვასკულარული (გულსისხლძარღვთა) დაავადებები:

ART-ის შედეგად ჩასახულ ბავშვებს კარდიოვასკულარული დაავადებების რისკები ბუნებრივი გზით ჩასახული ბავშვების პოპულაციებისგან არ განსხვავდება.

ასთმა: კვლევებმა აჩვენა, რომ ასთმის გაზრდილი რისკი ოდნავ მაღალია ბუნებრივი გზით ჩასახულ ბავშვებთან შედარებით, მიუხედავად ამისა, ეს ასოციაცია არ გამორიცხავს ასთმის გამოწვევის  ბიოლოგიური მექანიზმების არსებობასაც.

რეპროდუქციული ფუნქცია: ART-ის  შედეგად ჩასახული ბავშვების  რეპროდუქციული უნარები ბუნებრივი გზით ჩასახული ბავშვების პოპულაციებისგან არ განსხვავდება.

ფსიქოლოგიური პრობლემები (დეპრესია და შფოთვითი აშლილობა): ART-ის  გამოყენება უარყოფით გავლენას არ ახდენს ნაყოფის მენტალურ ჯანმრთელობაზე. 

ნევროლოგიური განვითარება: ART-ის  გამოყენება უარყოფით გავლენას არ ახდენს ნაყოფის ნევროლოგიურ (სტატუსზე) ჯანმრთელობაზე. 

ART-ის  შედეგად მაღალია მრავალნაყოფიანი ორსულობის რისკი, იმიტომ რომ ორსულობის მიღების ალბათობის გაზრდის გამო პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით  შეიძლება გადავიტანოთ ერთზე მეტი ემბრიონი, რათა გავზარდოთ ორსულობის მიღების შანსი. 

რის გამოც იზრდება ნაადრევი მშობიარობის რისკი, მცირეწონიანი ნაყოფის დაბადება, ეს ყველაფერი ზრდის ნეიროგანვითარების დარღვევას. 

ასაკის მიხედვით: 

2013 წელს ჩატარდა 80 კვლევის სისტემური გაანალიზება, რომელიც ART-ის  შედეგად ჩასახული ბავშვების ნეიროგანვითარებას ადარებდა ბუნებრივი გზით ჩასახულ ბავშვებთან. 

კვლევებმა არ აჩვენა ფსიქომოტორული დარღვევები, მაგრამ მონაცემები კოგნიტიურ და ქცევით განვითარებაზე შეზღუდულია.

1–3 წლამდე (თოდლერი) ბავშვები – კვლევებმა სტაბილურად აჩვენა ნორმალური ქცევითი სოციო–ემოციური და ფსიქომოტორული განვითარება. 

სკოლამდელი და უმცროსო სასკოლო ასაკის ბავშვები – კვლევებმა აჩვენა ნორმალური განვითარება. 

მოზარდები/თინეიჯერები– კვლევებმა ნორმალური განვითარება აჩვენა (მაგრამ შედარებით მცირე რაოდენობის კვლევებია). 

პუბერტული განვითარება ბუნებრივად ჩასახულ ბავშვებისგან არ განსხვავდება.

დასკვნა: ART-ით ჩასახულ ბავშვებსა და ბუნებრივი გზით ჩასახულ ბავშვებს შორის განვითარების ანომალიები ერთი და იგივეა, ისინი ისეთივე ჯანმრთელები არიან, როგორც ბუნებრივი გზით ჩასახული პატარები.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5