Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ნორმალურია, რომ ბავშვმა ავადმყოფობის დროს დაკარგოს მადა. და ამას ყოველთვის ცუდი შედეგი არ მოჰყვება. მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ვირუსის ან ინფექციის დროს, კვების შენელება ორგანიზმს საშუალებას მისცემს ძალები აღიდგინოს, განსაკუთრებით თუ ბავშვი აღებინებს. მანამ, სანამ თქვენი პატარა სითხეს სვამს და შარდავს, ნუ იღელვებთ მის მადაზე და მიჰყევით შემდეგ რჩევებს.

შესთავაზეთ საკმარისი რაოდენობის სითხე

ავადმყოფობის დროს, იქნება ეს ცხელება, გრიპი, გაციება თუ კუჭ-ნაწლავის დაავადება ფაღარათით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბევრი სითხის დალევა გაუწყლოვნების თავიდან ასაცილებლად. თუ ბავშვი მხოლოდ დედის რძეზე ან ხელოვნურ ნარევზეა, შესთავაზეთ კვება იმ სიხშირით, როგორც მოითხოვs (თუ ექიმი არ გირჩევთ სხვა რამეს). თუ უკვე მყარ კვებაზე მყოფი ბავშვი უარს ამბობს რძეზე, შესთავაზეთ წყალი საკვები წყლის მაღალი შემცველობით (მაგალითად, სუპი). მიეცით სითხე ხშირად და ყლუპ-ყლუპად. ჰკითხეთ ექიმს, ხომ არ არის საჭირო ელექტროლიტების მიცემა. და აუცილებლად დააკვირდით, ხომ არ შეამცირა ბავშვმა შარდვა მნიშვნელოვნად.

შესთავაზეთ მისი საყვარელი საჭმელი

როდესაც ბავშვი ავად არის, ზოგიერთი საჭმელი მისთვის მიმზიდველია, სხვა – არა, სწორედ ისე, როგორც თქვენი ავადმყოფობისას. ამ შემთხვევაში, რბილი უფრო უკეთესია ხოლმე. მაგრამ თუ მას შეუძლია სხვაგვარი საკვების მონელებაც შეუძლია, ნუ შეზღუდავთ.

ნუ დააძალებთ ჭამას

ზოგჯერ ავადმყოფი ბავშვი უკეთესად იტანს მცირე ულუფებით და ხშირ კვებას. მაგრამ თუ ის მაინც უარს ამბობს ჭამაზე, ნუ აიძულებთ მას, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს თქვენი, როგორც მშობლის საღ აზრს. მაშინაც კი, თუ მას არ სრულყოფილად არ უჭამია 24 საათის განმავლობაში, იცოდეთ რომ მარხვა დიდხანს არ გაგრძელდება. თუმცა, აუცილებლად აცნობეთ ბავშვის პედიატრს ამის შესახებ.

წყარო: www.whattoexpect.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5