Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბევრი ორსული ამბობს, რომ უჭირს ძილი, რადგან თავს არაკომფორტულად გრძნობენ, გამუდმებით უწევთ საპირფარეშოსკენ სირბილი შარდის ბუშტის სისავსის შეგრძნების გამო, აქვთ მოუსვენარი ფეხების სინდრომი და აღფრთოვანებული ან შეშფოთებულები (ან ორივე ერთად) არიან მომავალი დედობის გამო.  ამდენი ფიზიკური და ემოციური ცვლილებების გამო, გასაკვირი არ არის, რომ ორსულობის ბოლოს 3 ქალიდან 2-ს აქვს უძილობა და ძილის სხვა პრობლემები.

კვლევამ აჩვენა, რომ ქალებს, რომლებსაც აქვთ ქრონიკული უძილობა ორსულობის დროს, უფრო მეტად აქვთ გესტაციური დიაბეტის, ნაადრევი მშობიარობის, დეპრესიის, ხანგრძლივი მშობიარობისა და საკეისრო კვეთის რისკი.

როგორ გავუმკლავდეთ უძილობას?

ძილისთვის მომზადება დაიწყეთ დამამშვიდებელი რიტუალით, მაგალითად თბილი აბაზანა, გვირილის ჩაი, წყნარი მუსიკის მოსმენა და სხვა ყველაფერი, რაც დაგეხმარებათ მოდუნებაში.

დარწმუნდით, რომ თქვენს ოთახში კომფორტული ტემპერატურაა ძილისთვის. საკმარისად ბნელი და მშვიდია საძინებელი? სქელი ან მუქი ფერის ფარდები ხელს უშლის არასასურველი შუქის თავიდან აცილებას.

მოერიდეთ ბევრი საკვების მიღებას ძილის წინ. და თუ ხშირი შარდვა გაწუხებთ, საღამოს საათებში შეამცირეთ წყლის დალევაც.

გამორთეთ ტელევიზორი, დახურეთ ლეპტოპი და გადადეთ ტელეფონი, სულ მცირე, ერთი საათით ადრე, სანამ დაიძინებთ. (ეკრანების ცისფერმა შუქმა შეიძლება ხელი შეუშალოს თქვენი ძილისა და სიფხიზლის ციკლებს.)

დაიხმარეთ ბალიშები, რათა თავი კომფორტულად იგრძნოთ.  

თუ დაწოლიდან 20-30 წუთის შემდეგაც არ დაგეძინებათ, არ იღელვოთ, ადექით და გადაინაცვლეთ სხვა ოთახში. წაიკითხეთ ჟურნალი ან მოუსმინეთ მუსიკას მანამ, სანამ ძილი არ მოგერევათ. შესაძლოა მიირთვათ რაიმე მსუბუქი ან დალიოთ ჭიქა თბილი რძე და შემდეგ დაბრუნდით საწოლში.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები არ მოქმედებს და ფიქრობთ, რომ გაქვთ ძილის სერიოზული დარღვევა, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად უკეთესია არ მიიღოთ საძილე მედიკამენტები ორსულობის დროს, თქვენი ექიმი დაგეხმარებათ შეაფასოთ  წამლების რისკები და სარგებელი. ამავდროულად, შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ უძილობა შეიძლება იყოს დამღლელი, მაგრამ ეს არ არის იშვიათი ორსულობის დროს.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5