Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამიცისს” ესაუბრება ფსიქოლოგი ანა ცირიკიძე.

აზე არის დამოკიდებული ბავშვებში ემოციური რეგულირების უნარი და რას გულისხმობს ემოციური რეგულირება?

ადამიანი სოციალური არსებაა, მის ერთ-ერთ ბუნებრივ მოთხოვნილებას სწორედ სოციუმში ურთიერთქმედება წარმოადგენს. იმისთვის, რომ მან შეძლოს სრულყოფილად და ადეკვატურად ფუნქციონირება საზოგადოებაში, ძალიან მნიშვნელოვანია ემოციური რეგულაცია. მოდით, ჯერ განვმარტოთ რას ნიშნავს ეს. ემოციური რეგულაცია არის უნარი, ადამიანს ცხოვრებისეულ მოვლენებზე ჰქონდეს ისეთი ემოციური რეაქცია, რომელიც მისაღებია სოციუმისთვის და ესადაგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ნორმებს.  რამდენად ექნება განვითარებული ეს უნარი, უმეტესწილად დამოკიდებულია მის ოჯახზე.   

თვითკონტროლი ემოციური რეგულაციის მნიშვნელოვანი თვისებაა. იმისათვის, რომ გააკონტროლოს და გამოხატოს თავისი ემოციები, ბავშვმა უნდა ისწავლოს მათი გაგება და მიღება. თვითკონტროლისა და ემოციური ინტელექტის გასავითარებლად ბავშვებს სჭირდებათ ემოციებით ცხოვრების გამოცდილება და მათი მიღება. მშობლებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ დაეხმარონ ბავშვებს მათი გრძნობების გაგებაში.

ოგორ დავეხმაროთ ბავშვებს ემოციების რეგულირებაში, რას ურჩევდით მშობლებს? 

მშობლებს მივცემდი შემდეგ რეკომენდაციებს : 

პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, თავად მშობელი აცნობიერებდეს და იღებდეს საკუთარ ემოციებს და გრძნობებს,  ჰქონდეს მჭიდრო კონტაქტი საკუთარ შინაგან „მე“-სთან. როდესაც მე  ვიცი რაღაც ძალიან კარგად, სწორედ მაშინ შემეძლება სხვას ვასწავლო. 

ხშირად უნდა ახდენდეს საკუთარი ემოციების ვერბალიზებას (სიტყვით გამოხატვას): „ მე ძალიან მეწყინა, შენ რომ ასე მოიქეცი…“ , „მე ძალიან მიხარია დღევანდელი ამბავი“ , „მე განვიცდი  უკმაყოფილებას ….“ და ა.შ.  ბავშვისთვის უკვე ძალიან ბუნებრივი გახდება ემოციების სახელდება და გადმოიტანს საკუთარ ქცევაში. 

დაასახელეთ მისი ემოციები.

თქვენი შვილის მოსმენის შემდეგ დაეხმარეთ მას საკუთარი ემოციების გაგებაში. ამისთვის წარმოთქვით ის ხმამაღლა, რათა იცოდეს როგორ გამოხატოს ვერბალურად ის. ეს საგრძნობლად ამცირებს შფოთვას, აგრესიას და სხვა ნეგატიურ ემოციებს. 

ასევე ძალიან კარგია  როლური თამაშები სხვადასხვა სათამაშოების გამოყენებით, სადაც გააჟღერებთ სხვადასხვა ქმედების შედეგად გამოწვეულ ემოციებს, საზოგადოებაში მიღებული წესების მიხედვით მოქმედებას, პრობლემების გადაჭრას  და სხვა ადამიანთა გრძნობების გაგებას. რაც თავისთავად ბავშვს ჩამოუყალიბებს ემპათიის უნარსაც. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5