როდესაც ჰაერის ტემპერატურა 32°-ზე მაღალია, შესაძლებელია ბავშვს გაუწყლოების, გადაღლილობის, კრუნჩხვების ან მზის დაკვრის საფრთხე შეექმნას.
იმისათვის, რომ ბავშვს თავიდან ააცილოთ სიცხისგან გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
გამოიყენეთ ოთახის გამაგრილებელი საშუალებები, მაგალითად კონდიციონერი.
დაალევინეთ ბავშვს საკმარისი რაოდენობის სითხე. ბავშვებს, რომლებით ბოთლიდან სვამენ დედის რძეს ან ხელოვნურს ნარევს, შესაძლებელია დაუმატოთ უფრო მეტი რძე. მაგრამ მათ არ სჭირდებათ წყალი 6 თვემდე.
ჩააცვით მსუბუქად. ნათელი ფერის, ბამბის ქსოვილის ტანსაცმელი ხელს შეუწყობს ოფლის აორთქლებას.
ხშირად დაასვენეთ. სიცხის დროს ბავშვები (და მათი მშობლები) ხშირად გრძნობენ დაღლილობას.
გააგრილეთ. ნელთბილი შხაპი, აბაზანა ან ცურვა შესანიშნავი გამაგრილებელი საშუალებაა ზაფხულის ცხელ დღეებში.
დაიცავით მზისგან. გაეცანით მზისგან დაცვის წესებს https://dedamicis.ge/rogor-davicvat-bavshvebi-mzis-alergiisgan/
არასოდეს დატოვოთ ბავშვები მანქანაში მარტო. მანქანის შიგნით ტემპერატურამ შეიძლება სწრაფად მოიმატოს გარე ტემპერატურაზე მეტად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის სიკვდილი.
როდის მივმართოთ ექიმს?
- თუ ბავშვი კარგავს გონებას;
- თუ ბავშვი ძალიან დაღლილია (სულ ეძინება და ვერ ფხიზლდება)
- თუ ბავშვს სტკივა თავი;
- თუ ბავშვს აქვს სიცხე;
- თუ ბავშვს მუდმივად სწყურია;
- თუ ბავშვს არ მოუშარდავს საათების განმავლობაში;
- თუ ბავშვს აქვს გულისრევა ან ღებინება;
- თუ ბავშვი სუნთქავს უფრო ჩქარა ან ნელა. წაიკითხეთ ჩვენი სტატია ბავშვის სუნთქვის სიხშირესთან დაკავშირებით;
- თუ ბავშვი უჩივის სხეულის დაბუჟებას ან ყურებში ხმაურს;
- თუ ბავშვი უჩივის კუნთების სპაზმს ან ტკივილს.
ნუ დაივიწყებთ თქვენი შვილის ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც. ბავშვები შეიძლება შფოთავდნენ და მოუსვენრად იყვნენ სახლში. წინასწარ დაგეგმეთ დახურულ სივრცეში გასართობი აქტივობები და თამაშები და შეზღუდეთ ეკრანთან გატარებული დრო.
წყარო: ამერიკის პედიატრიის აკადემია www.healthychildren.org