Skip to content Skip to sidebar Skip to footer

იმისათვის, რომ COVID-19-ით დაინფიცირებულ ოჯახის წევრს დაეხმაროთ, იზრუნოთ მასზე და თან დაიცვათ საკუთარი თავი, გაითვალისწინეთ ექსპერტების შემდეგი რვა რჩევა:

1. დაიტესტეთ

ტესტების მგრძნობელობა მკვეთრად იზრდება ბოლო კონტაქტიდან  5-7 დღის განმავლობაში, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ჩაიტაროთ ამ პერიოდში ტესტი. თუ თქვენ ხართ სიმპტომიანი პაციენტი, დარჩით იზოლაციაში  სიმპტომების დაწყებიდან  მინიმუმ 10 დღე და დამატებით 3 უსიმპტომო დღე, თუ ხართ უსიმპტომო და 10 დღე ხართ იზოლაციაში, მეთერთმეტე დღიდან იხსნება თვითიზოლაციის წესი.

2. შეზღუდეთ კონტაქტი ინფიცირებულთან.

კოვიდ დადებითი ოჯახის წევრი უნდა იყოს განცალკევებით და მხოლოდ საჭიროების დროს შედით მის ოთახში. სასურველია, თუ გამოიყენებს ცალკე ტუალეტს და აბაზანას, ასეთის არსებობის შემთხვევაში. თუ ეს არ ხერხდება, აუცილებლად დაამუშავოს ზედაპირები ალკოჰოლის შემცველი ხსნარით.

3. გააღეთ ფანჯრები

განიავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან შენობაში ვირუსი შეიძლება დარჩეს ჰაერში ძალიან პატარა წვეთებად და პოტენციურად დააინფიციროს სხვები.

4. ატარეთ ნიღაბი

დაავადებულიც და მისი ოჯახის წევრებიც უნდა ატარებდნენ ნიღაბს სახლში.

5. დაიბანეთ ხელები და გაწმინდეთ ზედაპირები

დაიბანეთ ხელები ხშირად საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ახლოს იყავით ავადმყოფთან.

გამოიყენეთ ხელის სადეზინფექციო საშუალება, რომელიც შეიცავს სულ მცირე 60 პროცენტს ალკოჰოლს, თუ საპონი და წყალი არ არის ხელმისაწვდომი.

მოერიდეთ თვალების, ცხვირისა და პირის ღრუს შეხებას.

6. იკვებეთ ჯანსაღად

სტრესისა და გაურკვევლობის დროს ძალიან ადვილია არასასარგებლო საკვების მიღება და წონის მატება, რაც არ გამოგადგებათ კორონავირუსთან გამკლავებაში. ამიტომ ეცადეთ იკვებოთ ჯანსაღად და ჰკითხეთ ექიმს, გჭირდებათ თუ არა დანამატები.

7. მიიღეთ ინფორმაცია სანდო წყაროებისგან

მიუხედავად იმისა, რომ მაცდურია იმის მოსმენა, თუ რას ამბობენ მეგობრები, ოჯახის წევრები და მედია საშუალებები, მოუსმინეთ მხოლოდ სანდო წყაროებს, რომლებსაც ექსპერტები უჭერენ მხარს. სოციალურ მედიასა და ინტერნეტში უამრავი დეზინფორმაცია არსებობს COVID-19-ისგან თავდაცვის საშუალებებზე, ვიტამინების დიდი დოზების მიღებიდან  ცხელ შხაპამდე. მათი უმეტესობა ან არ არის დადასტურებული, ზოგი კი შეიძლება საშიშიც კი იყოს.

8. ესაუბრეთ მეგობარს

თუ COVID-19-ით ინფიცირებულის კონტაქტი ხართ ან თქვენი ტესტის პასუხიც დადებითია, შესაძლოა განიცდიდეთ შიშს, შფოთვას, დეპრესიასა და მარტოობას, რასთან გამკლავებაშიც დაგეხმარებათ ახლობელ ადამიანებთან საუბარი თქვენს ემოციებზე.

წყარო: www.healthline.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5