Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება პედიატრი მაია სიხარულიძე.

რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა ადრეული ასაკიდან და რაში ეხმარება ფიზიკური აქტივობა ბავშვს?

ამ საკითხსაც, როგორც კვებას, სჭირდება ჩამოყალიბება პატარაობიდან.  ოჯახი უნდა ზრუნავდეს  ბავშვის ასაკის შესაბამისი ფიზიკური აქტივობები დაგეგმოს. ეს არის მარტივი ფიზიკური ვარჯიშები, თამაში ბავშვთან ერთად, თუმცა შემდგომში აქტივობებს კარგი იქნება თუ დავგეგმავთ  სუფთა ჰაერზე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით,  სასკოლო ასაკის ბავშვებში და მოზარდებში ფიზიკური აქტივობის ასეთი მინიმუმი დღის განმავლობაში უნდა იყოს  1 საათი მაინც. ბავშვები  1 საათის განმავლობაში უნდა იყვნენ ფიზიკურად აქტიურები.  ასევე ითვლება, რომ კვირაში სამჯერ ბავშვებს  უნდა ჰქონდეთ დამატებითი დრო სპორტისთვის და  ფიზიკურად აქტიური თამაშებისთვის. ფიზიკური კულტურის გაკვეთილები ძალიან მნიშვნელოვანია სკოლაში და სამწუხაროდ, პანდემიამ ეს ნაწილიც მთლიანად მოშალა და ამან კიდევ უფრო გააღრმავა წონასთან დაკავშირებული პრობლემები. ითვლება, რომ ფიზიკური აქტივობა არა მარტო ჩვენი ჯანმრთელობისთვის  ან წონის კონტროლისთვისაა მნიშვნელოვანი, საჭიროა იმისთვისაც, რომ ბავშვმა შეძლოს კოორდინირება, ბალანსირება, გაიუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა, ხერხემლის სვეტი და კუნთები, ასევე აუცილებელია ყურადღების კონცენტრირებისთვის და გუნება-განწყობილებისთვის. საქართველოში,  სამწუხაროდ, ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ ფიზიკურ აქტივობას.  ხშირად ბავშვები სხვადასხვა წრეზე დაჰყავთ, ძალიან დიდია ბავშვის ინტელექტუალური დატვირთვა და არ არის  ფიზიკური დატვირთვა. უნდა ვიცოდეთ, რომ მინიმუმ ერთი საათი უნდა იყოს ფიზიკური აქტივობის საათი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანმრთელობისთვის. 

ადამიანი რაც უფრო მეტ ენერგიას ხარჯავს, მოთხოვნილება საკვებზე უფრო მაღალია და ეს აბსოლუტურად ნორმაა. დადგენილია, რომ ფიზიკურად აქტიურ ადამიანს, რომელსაც დანახარჯი აქვს ძალიან ბევრი, შესაძლებელია კვების  მოთხოვნილება ჰქონდეს შედარებით მეტი. თუ ბალანსი დაცულია და დარღვეული არ არის მიღებული საკვების რაოდენობასა და დახარჯულ ენერგიას შორის, რა თქმა უნდა, ეს წონაზე არ აისახება და ბავშვები  მადიანად შეექცევიან საკვებს. ჩვენთან მოჰყავთ პატარები, რომლებიც არ იკვებებიან კარგად და ასეთ დროს  ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციაა, ბავშვები დაკავდნენ  სპორტით,  ვარჯიშები გააკეთონ სუფთა ჰაერზე და ამის შემდეგ მიიღონ საკვები. 

ჩვენ უნდა შევუზღუდოთ ბავშვებს ნებისმიერი ტკბილი, გაზიანი სითხე, რომელიც კვების მოთხოვნილებას არ გვიკლავს, პირიქით, შესაძლოა  გააძლიეროს ჩვენი მადა და ჩვენ მას ვიღებთ დიდი რაოდენობით. უმჯობესია ასეთი სითხე ჩანაცვლებული იყოს სუფთა წყლით, რადგან ის ჩვენი ჯანმრთელობისთვის  ერთ-ერთი სასიცოცხლო ნივთიერებაა, რადგან ჩვენს ორგანიზმს არ შეუძლია წყლის გარეშე გაძლოს. ბავშვებმა  უნდა მიიღონ სუფთა წყალი და არა ტკბილი წყალი, რომელიც ძალიან ბევრ ნახშირწყალს აწვდის მათ  დამატებით და ესეც შეიძლება აისახოს მათ ჯანმრთელობაზე. როდესაც ბავშვს  ჭარბი წონა აქვს სასურველია  გავზარდოთ ფიზიკური აქტივობის მაჩვენებლები და მეტად დავტვირთოთ ბავშვი ფიზიკურად. ბავშვმა ასეთ დროს უნდა მიიღოს შეუზღუდავი რაოდენობით  ხილი და ბოსტნეული, ცილოვანი პროდუქტები, მაგრამ ადვილად მოსანელებელი ნახშირწყლები და ცხიმები შევზღუდოთ. უცხოეთში რეკომენდებულია, რომ ორი წლის მერე ნაკლებ ცხიმიანი პროდუქტები მიიღოს ბავშვმა. ჭარბი წონის პრობლემა სერიოზულად დგას განვითარებულ ქვეყნებში, რაც იმ დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს, რომლებიც შემდგომში მოზრდილ პოპულაციაში სიკვდილიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5