Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ჩვილის ბანაობის დროს გაითვალისწინეთ უსაფრთხოების შემდეგი წესები:

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი წესი ასეთია: არასდროს დატოვოთ თქვენი ჩვილი ან ახლად ფეხადგმული ბავშვი აბაზანაში ზედამხედველობის გარეშე, თუნდაც ერთი წუთით. ბავშვებს შეუძლიათ დაიხრჩონ 2 სმ-ზე ნაკლებ წყალში. ასე რომ, ბანაობის დაწყებამდე შეაგროვეთ ყველა საჭირო ნივთი (საპონი, პირსახოცი, სუფთა საფენი, სუფთა ტანსაცმელი და ა.შ.). ერთი ხელი ყოველთვის მოკიდეთ ბავშვს, სანამ ის წყალშია. თუ კარზე ან ტელეფონზე რეკავენ და აუცილებლად უნდა უპასუხოთ, გაახვიეთ ბავშვი პირსახოცში და თან წაიყვანეთ.

დარწმუნდით, რომ სააბაზანო ოთახში არ ცივა. ოთახის ტემპერატურა დაახლოებით 25° უნდა იყოს, რადგან პატარების ორგანიზმი სწრაფად გადაცივდება.

არ ჩასვათ ბავშვი აბაზანაში, სანამ ონკანი მოშვებულია. რადგან შესაძლოა წყლის დონემ სწრაფად მოიმატოს ან ტემპერატურა შეიცვალოს. ასევე, წყლის ხმა აშინებს ზოგიერთ ბავშვს.

აბაზანის წყალი უნდა იყოს თბილი. შეგიძლიათ ეს შეამოწმოთ მაჯის შიგნითა მხრიდან ან იდაყვის საშუალებით, რათა დარწმუნდეთ, ძალიან არ გაცხელებულა. ჩვილები და ახლად ფეხადგმულები ჩვეულებრივ ბევრად უფრო გრილ აბაზანას ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე მოზრდილები.

აბაზანა შეავსეთ მხოლოდ 5-10 სმ-ით ისე, რომ ბავშვს ჯდომის დროს მხოლოს წელს უფარავდეს.

აბანავეთ ბავშვი სუფთა წყალში. საპნებმა და შამპუნებმა შეიძლება გამოაშროს მისი ნაზი კანი. იმისთვის, რომ ბავშვი ზედმეტად დიდხანს არ იჯდეს საპნიან წყალში, ითამაშეთ თავიდან და ბოლოსკენ შემოინახეთ დასაბანი საშუალებები.

მოერიდეთ ბუშტუკებს, რამაც შეიძლება შარდსადენის გაღიზიანება და საშარდე გზების ინფექციების რისკის გაზრდა გამოიწვიოს.

არ დაუშვათ, რომ ბავშვი შეეხოს ონკანის სახელურებს, რადგან შეიძლება ამან დამწვრობა გამოიწვიოს. შეგიძლიათ ჩვილი დააწვინოთ მათგან ზურგშექცევით.

შეინახეთ ელექტრო მოწყობილობები (როგორიცაა თმის საშრობები) აბაზანიდან მოშორებით.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5