Skip to content Skip to sidebar Skip to footer

კვერცხი შეიცავს ცილებს, ჯანსაღ ცხიმებსა და სხვა მრავალ საკვებ ნივთიერებას, რის გამოც ის შეიძლება იყოს თქვენი ბავშვის კვების ჯანსაღი ნაწილი. ამასთან, შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, არის თუ არა შეზღუდული, რამდენი კვერცხი უნდა ჭამონ დღეში ბავშვებმა. თუ თქვენი ბავშვი ყოველდღე ჭამს მრავალფეროვან საკვებს და არ იღებს დასაშვებზე მეტ ცხიმსა და ქოლესტერინს, თქვენს შვილს შეუძლია ყოველდღე ჭამოს 1-2 ცალი კვერცხი, სურვილისამებრ.

ჩვილებს შეუძლიათ კვერცხის ჭამა მას შემდეგ, რაც  დაიწყებენ მყარი საკვების მიღებას. “ალერგიული საკვების” გასინჯვის გადავადება აღარ არის რეკომენდებული, რადგან კვლევები ადასტურებს, რომ ეს  ბავშვს ვერ აარიდებს ალერგიას. უბრალოდ, როგორც სხვა საკვების პირველად მიღების დროს, დააკვირდით ალერგიის ნიშნებს (მაგალითად, გამონაყარი, ფაღარათი, ღებინება, სუნთქვის გაძნელება და ა.შ.).

კვერცხი აუცილებლად მაცივარში შეინახეთ და მომზადებისას გაითვალისწინეთ, რომ გული უნდა გამყარდეს. ეს აუცილებელია სალმონელოზის თავიდან ასაცილებლად.

დაამატეთ კალციუმით მდიდარი პროდუქტები კვერცხს, მაგალითად რძე ან ყველი. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ბოსტნეული, რათა გაზარდოთ უჯრედისის და სხვა სასარგებლო ნივთიერებების შემცველობა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან კვლევების მიხედვით კვერცხის მოყვარულები ნაკლებად ეტანებიან უჯრედისით მდიდარ პროდუქტებს.  

წყარო: www.verywellfamily.com, www.healthline.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5