Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბავშვის განვითარებაში ცენტრალური ადგილი უჭირავს ინდივიდის ჰოლისტური განვითარების ფილოსოფიას. ჰოლისტური განვითარება  თვითაქტუალიზაციის და სწავლის პროცესია, რომელიც მოიცავს პიროვნების ფიზიკურ, სოციალურ, ემოციურ და სულიერ ზრდას კომპლექსურად.

სკოლამდელი დაწესებულებები,  ხშირად ყურადღებას მხოლოდ აკადემიური უნარების განვითარებაზე ამახვილებენ: წერა-კითხვის სწავლება, ლექსების სწავლება, მათემატიკური ამოცანები  და ა.შ, რაც სკოლამდელი განათლების მთავარ მიზანთან, ბავშვის ჰოლისტურ განვითარებასთან არ მოდის თანხვედრაში. სკოლამდელ ასაკში მეტად მნიშვნელოვანია ბავშვის სოციალური და ემოციური განვითარება და  უნარები, რომელიც მათ დაეხმარებათ გარემოსთან ჰარმონიულ ადაპტაციაში. 

იმისათვის, რომ ვიცოდეთ, როგორ ვითარდება ჩვენი შვილი, უფრო მეტი ინტერესი უნდა გამოვიჩინოთ ამ საკითხის მიმართ და საბავშვო ბაღის აღმზრდელებს დავუსვათ კითხვები, რომელიც დაგვეხმარება გავარკვიოთ როგორ გრძნობს ჩვენი შვილი თავს სოციუმში, რამდენად კარგად  და ეფექტურად ადაპტირდება იგი ჯგუფში და რამდენად სრულფასოვნად ჩართულია სკოლამდელი განათლების პროცესში. 

გთავაზობთ იმ საკითხების ჩამონათვალს, რაზეც ყურადღება უნდა გავამხვილოთ ბავშვის შეფასებისას, საბავშვო ბაღის აღმზრდელთან:

  • რიგის დაცვა/მოთმინებით დალოდება, სანამ სხვა დაასრულებს ლაპარაკს
  • სხვების შექება/კომპლიმენტის თქმა/ სხვების გამხნევება/ სხვების დახმარება 
  • პირადი ნივთების გაზიარება
  • წარმატების აღნიშვნა/დამარცხების მიღება
  • მისაღები ტონით და ხმით ლაპარაკი, ბოდიშის მოხდა, ზრდილობიანი ქცევის წესები
  • სოციალურად მისაღები ფორმით შეწინააღმდეგება 
  • კონფლიქტის გადაჭრა, კომპრომისზე წასვლა, მოლაპარაკება, შეთანხმება 
  • აქტიური მოსმენა, გასაგები/გარკვევით კომუნიკაცია
  • დავალების/საქმიანობის ბოლომდე მიყვანა
  • პრობლემის მოგვარება, პრობლემის გადაჭრის გზების ძიება
  • მონაწილეობის მიღება/თანამშრომლობა და აქტიური მუშაობა ჯგუფში
  • საკუთარი ემოციების გამოცნობა და დასახელება
  • თვითრეფლექსია, საკუთარი  ქცევის შედეგების გათვალისწინება  და ანალიზი (საკუთარი გამოცდილების კრიტიკულად გადამუშავების უნარი)
  • კრიტიკის და შენიშვნის რაციონალურად მიღება
  • ბოდიშის მოხდა და პატიების სწავლება
  • დახმარების თხოვნა
  • განსხვავებულის მიღება 
  • იდეების გაზიარება და გამოხატვა
  • თვალით კონტაქტი, სხეულის ენისა და არავერბალური ენის გამოცნობა, სხვისი პერსექტივის დანახვა , სხვისი აზრის პატივისცემა
  • მოქნილობა – სიტუაციის შესაბამისად შეცვლის ან ცვლილების უნარი
  • “არა”-ს მიღება
  • გარისკვა, გამოწვევების და შესაძლებლობების გამოცდა
  • თანატოლების ზეწოლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა
  • საკუთარი ქცევის რეფლექსია


კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5