ალბათ, ყველას მოგვიკრავს ყური გაფრთხილებისთვის, რომ დილიდან დაღამებამდე ერთ ადგილზე ჯდომა მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მაგრამ თუ იცით, კონკრეტულად რა შეიძლება გამოიწვიოს დიდხანს ჯდომამ? გთავაზობთ მცირე ჩამონათვალს:
1. გულის დაავადებები
ერთ-ერთ კვლევაში მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, რომლებიც დღის უმეტესი ნაწილი სხედან და კონდუქტორები ან დაცვის წევრები, რომლებიც დადიან. მიუხედავად იმისა, რომ მათი კვება და ცხოვრების წესი ერთმანეთს ჰგავდა, მათ, ვინც უფრო მეტ დროს ჯდომაში ატარებდნენ, დაახლოებით ორჯერ მეტად ემართებოდათ გულის დაავადებები.
2. დემენცია
თუ ზედმეტად დიდხანს იჯდებით, თქვენი ტვინი შეიძლება დაემსგავსოს დემენციის მქონე ადამიანის ტვინს. ჯდომა ასევე ზრდის გულის დაავადებების, დიაბეტის, ინსულტის, მაღალი არტერიული წნევის და მაღალი ქოლესტერინის ალბათობას, რაც თავის მხრივ, იწვევს ამ მდგომარეობას. ეს რისკები შეგიძლიათ შეამციროთ მთელი დღის განმავლობაში მოძრაობით.
3. დიაბეტი
დიახ, თქვენ სავარაუდოდ გექნებათ ისიც, თუ მთელი დღე იჯდებით. და ეს არ მოხდება მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ნაკლებ კალორიას წვავთ. გაუგებარია რატომ, მაგრამ ექიმების აზრით, დიდხანს ჯდომამ შეიძლება შეცვალოს თქვენი სხეულის რეაქცია ინსულინზე, ჰორმონზე, რომელიც ეხმარება მას ენერგიის მისაღებად შაქრისა და ნახშირწყლების დაწვაში.
4. ღრმა ვენების თრომბოზი
ღრმა ვენების თრომბოზი არის სისხლის კოლტის (თრომბის) განვითარება სხეულის ერთ-ერთ ღრმა ვენაში, ძირითადად ფეხში. ხშირად მისი მიზეზი ცხოვრების მჯდომარე წესია. თუ თრომბი გათავისუფლდება და ფილტვებში მოხვდება, ვითარდება პულმონარული ემბოლია, რაც სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.
5. წონის მატება
თუ ხშირად ზიხართ ტელევიზორთან ან კომპიუტერთან, თქვენ ჭარბი წონისა და სიმსუქნის რისკ ჯგუფში ხართ.
6. შფოთვა
თუ თქვენ ხშირად ხართ მარტო ეკრანთან, ამან შეიძლება იმოქმედოს თქვენს ძილზე, რაც თავის მხრივ იწვევს შფოთვის მატებას. გარდა ამისა, განმარტოებამ შეიძლება მოგაშოროთ მეგობრებსა და ახლობლებს, რაც სოციალურ შფოთვას უკავშირდება. მეცნიერები კვლავ ცდილობენ გაარკვიონ ზუსტი მიზეზი.
7. ხერხემლის პრობლემები
მჯდომარე პოზიცია უზარმაზარ სტრესს უქმნის ზურგის კუნთებს, კისერსა და ხერხემალს. ადექით და გადაადგილდით ყოველ ნახევარ საათში 1-2 წუთით.
8. ვარიკოზული ვენები
დიდხანს ჯდომის დროს სისხლის მიმოქცევა ფერხდება, რაც ვენებში დამატებით ზეწოლას იწვევს. საბოლოოდ ვიღებთ დაკლაკნილ ან ამობურცულ ვენებს, რომლებიც ზოგჯერ მტკივნეული შეიძლება იყოს.
9. კიბო
დიდხანს ჯდომა ზრდის ნაწლავის, ენდომეტრიუმის ან ფილტვის კიბოს რისკს.
10. ოსტეოპოროზი
ადამიანები, რომლებიც დღის უმეტეს ნაწილს მჯდომარე პოზაში ატარებენ, ხანდაზმულ ასაკში უფრო მიდრეკილნი არიან ოსტეოპოროზისკენ (ძვლების დასუსტებისკენ), რაც ხელს უშლით ყოველდღიური საქმიანობების განხორციელებაში.
როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს?
მეტად იმოძრავეთ. მუშაობის დროს ადექით და გააკეთეთ „გაწელვები“ ყოველ ნახევარ საათში. შეეხეთ ფეხის თითებს. გაისეირნეთ ოთახში.