Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბავშვის განვითარების სტადიები

თქვენი პატარა პირველ ნაბიჯებს დგამს, მას უვე შეუძლია გადაადგილება და ოთახის შიგნით მოძრაობა ავეჯის დახმარებით. შესაძლოა, სრულიად დამოუკიდებლადაც. ის უკვე გამოთქვამს გარკვეულ ბგერებს, რომლებიც სიტყვებად გარდაიქმნებიან.

ფიზიკური განვითარება: თვალყური ადევნეთ მის ზრდას

ბოლო 12 თვის განმავლობაში თქვენს პატარას განვითარების უამრავი ნაბიჯი აქვს  გადადგმული. დაბადების წონასთან შედარებით შეიძლება სამჯერ გაიზარდოს მისი წონა და სიმაღლეშიც საგრძნობი ზრდა აქვს. ჩვილების ზრდის ტემპი 1 წლის თავზე ოდნავ შენელდება და ეს ნორმალურია, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი შვილის ზრდის ტემპი მის პედიატრთან, რათა დარწმუნდეთ, რომ ის იზრდება ასაკის შესაბამისად. ეს თვალყურის დევნება 24 თვემდე არის მიზანშეწონილი.

პირველი ნაბიჯების გადადგმისას, შეამჩნევთ რომ ტერფებს არასწორად დგამს. ეს ბუნებრივია და დროთა განმავლობაში ჩადგება ფორმაში. მომდევნო თვეებში გაძლიერდება კუნთები და ფეხებიც ჩადგება ნორმაში.

ამ ასაკისთვის მნიშვნელოვანია ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენა, ექსპერტები გვირჩევენ, რომ პირველივე კბილის გამოჩენის შემდეგ, ნაზად უნდა გაუხეხოთ დღეში ორჯერ. ჩვილებს შორის პირველი კბილების გამოჩენის დრო და რაოდენობა განსხვავდება ერთმანეთისგან, არ იღელვოთ, თუ თქვენს შვილს მის თანატოლზე ნაკლები ან მეტი კბილი აქვს, მთავარია ყურადღება მიაქციოთ პირის ღრუს ჰიგიენას. 

შეგრძნებები: ცნობისმოყვარე

ამ დროისთვის, თქვენი 12 თვის ბავშვის მხედველობამ ნორმალურ ზრდასრული ასაკის მხედველობას მიაღწია და უფრო მკვეთრია, ვიდრე მანამდე. მას ახლა შეუძლია ისეთივე ნათლად დაინახოს, როგორც თქვენ შეგიძლიათ! შეიძლება შეამჩნიოთ, რომ მისი თვალის კოორდინაციაც გაუმჯობესებულია. მისმა მხედველობამ და მობილობის უნარმა შესაძლოა გაუმარტივოს მიზნების მიღწევა და დამოუკიდებლად დაიკმაყოფილოს ცნობისმოყვარეობა. უკვე შეუძლია მცირე ზომის დეტალებზე ყურადღების გამახვილება. მაგალითად, მან შესაძლოა საკვებში მცირე ზომის ინგრედიენტები შეამჩნიოს.

ჭამის პროცესში უფრო ნაკლები საკვები მოხვდება იატაკზე, რადგნა ამ საკში უფრო კარგად შეუძლია ხელით ან კოვზით ჭამა. 

მოძრაობა:  მოგზაურობა და წონასწორობის დაცვა

ამ ასაკში თქვენს პატარას უკვე შეუძლია თავის შეკავება და მყარად დგომა, ნაბიჯების გადადგმა. ბალანსის შენარჩუნება, ასე რომ თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ, რომ მან ავეჯის დახმარების გარეშე დამოუკიდებლად, საკუთარ თავზე დაყრდნობით შეძლოს რამოდნიე გადაბმული ნაბიჯის გადადგმა. ამიტომაც მნიშვნელოვანია, უზრუნველყოთ მისი გადაადგილებისთვის საჭირო უსაფრთხო სივრცე. დროდადრო დაკარგავს ბალანსს და დაეშვება იატაკზე, არ გაუმახვილოთ ამაზე ყურადღება. ეს ყველაფერი მისი სწავლის პროცესის ნაწილია, და წაახალისეთ მისი მცდელობები.

კოგნიტური განვითარება: ბგერებისა და სიტყვების პრაქტიკა

ამ დროისთვის თქვენს პატარას შეუძლია მიბაძოს ჟესტებს. ის ასევე ცდილობს ბგერების ერთმანეთთან დაკავშირებით აზრის გადმოცემას. მაგალითად, ის ცდილობს ბგერების წარმოთქმას, და თქვენ აღმოაჩენთ, რომ მას შეუძლია შეადგინოს ცნობიერი  „მა“, „გა“, ან „ბა“. ეს ყველაფერი პირველი ნაბიჯია მისი პირველი რეალური სიტყვებისკენ. შეიძლება თქვენ მოუთმენლად ელოდოთ რა იქნება მისი პირველი სიტყვა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყველა ჩვილი განსხვავებულია და სხვადასხვა დროს იწყებს საუბარი. გააგრძელეთ მასთან საუბარი და მისთვის კითხვა, რომ უფრო მეტი ბგერა მოისმინოს და გამოსცადოს პრაქტიკაში.

როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის განვითარებას

არსებობს უამრავი გზა, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენი 12 თვის ბავშვის ცნობისმოყვარეობის სტიმულირებას და მის განვითარებას. გაესაუბრეთ თქვენს პატარას თქვენი დღის შესახებ და ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთად თამაში და კითხვაც სასარგებლოა. მიჰყევით თქვენს დამკვიდრებულ ძილის, კვების და თამაშის რუტინას. მაგალითად, თუ თქვენს ბავშვს მოსწონს  ძილის წინ ზღაპრის მოსმენა ან თქვენთან ერთად იატაკზე თამაში, დარწმუნდით, რომ ამ დამამშვიდებელ საქმიანობებს თქვენი ყოველდღიური განრიგის ნაწილად გახდით. თუ გყავთ ძიძა, დარწმუნდით, რომ იგი ასევე მიყვება თქვენი ოჯახის რუტინას.

თამაში თქვენთვისაც სახალისო უნდა იყოს, რადგან ეს საშუალებას აძლევს განივითაროს მნიშვნელოვანი უნარები.  აქ შეგიძლიათ გაითვალისწინოთ რამდენიმე იდეა:

  • მიეცით სათამაშოები, რომლებიც ხელს შეუწყობს მისი კოორდინაციისა და მოტორული უნარების განვითარებას, მაგალითად, რბილი კუბიკები, პირამიდები და სხვა სამშენებლო სათამაშოები. ამ ეტაპზე არ არის დახვეწილი და ძვირადღირებული სათამაშოები საჭირო, თქვენი პატარა საოჯახო ნივთებითაც ისეთივე დიდი გატაცებით და სიამოვნებით გაერთობა, როგორც ლამაზი, ფერადი სათამაშოებით. 
  • ითამაშეთ „ჭიტა“, ეს თამაში ეხმარება ობიექტების მუდმივობის გააზრებაში და ასევე იმის მიღებაში, რომ საგნები და ადამიანები არსებობენ მაშინაც კი, როცა ჩვენ მათ ვერ ვხედავთ. წაუკითხეთ წიგნები, მხარი დაუჭირეთ მისი ძილის და კვების რუტინას.
  • განვითარების ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ ეკრანის დროის შეზღუდვას და ციფრულ მოწყობილობებზე წვდომას თქვენი ბავშვის პირველი ორი წლის განმავლობაში. ფრთხილად იყავით „ფონურ მედიასთან“, როგორიცაა თქვენი ტელეფონი და ტელევიზია, რადგან ყველაფერი, რაც თქვენს ყურადღებას იპყრობს, აინტერესებს თქვენს პატარასაც. კარგი იდეაა, რომ ტელევიზორი გამორთოთ, როდესაც თქვენს ბავშვს ღვიძავს.

12 თვის ბავშვის კვება

თქვენი ბავშვის პირველი დაბადების დღის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ მის მენიუში ძროხის რძის შეყვანა – საღი რძე ან შემცირებული ცხიმი (2 პროცენტი) და ამასთანავე, თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ ძუძუთი კვება, თუ თქვენ და თქვენს პატარას სურს ეს. ფორმულადან ძროხის რძეზე გადასვლის დასაწყებად, უბრალოდ ჩაანაცვლეთ ფორმულის ძროხის რძით. დაიწყეთ ძროხის რძის შეთავაზება თანდათანობით, ყოველდღე 2 და 3 ჭიქა რძით. თუ თქვენ შეამჩნევთ რაიმე სიმპტომს, როგორიცაა ღებინება ან ფაღარათი, დაუკავშირდით ბავშვის პედიატრს რომელმაც შეიძლება ჩაატაროს გარკვეული ტესტები იმის დასადგენად, აქვს თუ არა თქვენს პატარას რძის ალერგია.

მას ასევე შეიძლება ახლა ნაკლებად აინტერესებდეს ბავშვთა საკვები და უფრო მეტად დაინტერესდეს ოჯახური სადილის დროს მაგიდაზე არსებული საკვებით. ასე რომ შეგიძლიათ უფრო მეტი საკვები შესთავაზოთ. სხვადასხვა ტექსტურის და არომატის. დარწმუნდით, რომ ნებისმიერი ზრდასრული საკვები არის უმარილო (ჩვილებს არ სჭირდებათ მარილი), დაჭყლეტილი ან დაჭრილი ნაჭრებად, რათა თავიდან აიცილოთ გადაცდენის საფრთხე.

თქვენ ალბათ ასევე ამჩნევთ, რომ მას უკეთესად გამოსდის საკუთარი ხელით ჭამა. თუ ის განსაკუთრებით არ არის აღფრთოვანებული ახალი საკვებით, გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება 10-დან 15-მდე მცდელობა დასჭირდეს, სანამ ბავშვი ნამდვილად გადაწყვეტს, მოსწონს თუ არა მას გარკვეული საკვები ან არომატი.

საკვებში მრავალფეროვნების შეტანა მისი კუჭის მოქმედების ცვლილებებს იწვევს, შეასაბამისად ნუ შეგეშინდებათ  ფაღარათის ან შეკრულობის ნიშნების, უბრალოდ, დროულად მიმართეთ პედიატრს. 

12 თვის ბავშვის ძილი

ამ ასაკში, თქვენს პატარას ყოველდღიურად სჭირდება 12-დან 16 საათის განმავლობაში ძილი, რომელიც მოიცავს ორ დღის ძილს, თითეული შეიძლება გაგრძელდეს 30 წუთიდან ორ საათამდე. მას ღამით უფრო მეტ ხანს სძინავს, თუმცა თუ განიცდის განშორების შფოთვას, შეიძლება დროდადრო გაიღვიძოს და იტიროს.

ღამის ძილისთვის შეგიძლიათ გაითვალისწინოთ:

– დაიცავით ძილის დროები. წინასწარი აბაზანის, თუ კითხვის რიტუალიც. შეეცადეთ ეს საქმიანობები ყოველდღე ერთსა და იმავე დროს ჩაატაროთ, რადგან თანმიმდევრულობა ხშირად კარგი ღამის ძილის გასაღებია.

– ღამით გაღიძების შემთხვევაში სწრაფად შეამოწმეთ მისი ღამის საფენი, ისე რომ არ ჩართოთ განათება, დროთა განმავლობაში ის ისწავლის ძილის შებრუნებას.

თქვენი ბავშვის ჯანმრთელობა: სუნთქვისა და ალერგიის პრობლემები

ამ ასაკში თქვენს პატარას შესაძლებელია ქონდეს პრობლემები საჭმლის მონელებასთან, ალერგიები სხვადასხვა ნივთიერებებზე თუ საკვებზე.

ფაღარათი და შეკრულობა. ბავშვის კვებაში ახალი საჭმლების, მათ შორის ძროხის რძის დამატებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა ან ყაბზობა. თუ იგი ტირის, კუჭში გასვლის ან მოძრაობის დროს, შესაძლოა ეს ყაბზობაზე მიუთითებდეს, ამ დროს უნდა მიმართოთ პედიატრს, რომელმაც შეიძლება გირჩიოთ მისთვის დამატებითი წყლის ან ხილის წვენის მიცემა, რომ დაეხმაროს ჰიდრატაციაში და შეარბილოს მისი განავალი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი ბავშვის პედიატრის ინფორმირება, თუ ყაბზობას მოყვება ღებინება ან ცხელება.

ასთმა. ეს ქრონიკული მდგომარეობა მაშინ ვლინდება, როდესაც ფილტვებში ანთებაა და სასუნთქი გზები  ვიწროვდება. ასთმა იწვევს მკვეთრად გამოხატული ხმიანობის ჟღერადობას, ჩვეულებრივ ღამით ან დილის საათებში. შეიძლება არსებობდეს ალერგიასთან კავშირი, თუმცა მას შეუძლია თავი იჩინოს მაშინაც, თუ არ აქვს პატარას ალერგია. ასთმის შეტევები უფრო სავარაუდოა, როდესაც ბავშვს აქვს რესპირატორული ინფექცია, ასევე შეიძლება გამოიწვიოს სტრესმა. ეს რთული მდგომარეობაა და სიმპტომები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. დაუკავშირდით თქვენი ბავშვის პედიატრს, თუ მსგავსი ეპიზოდები შეენიშნება თქვენს პატარას, მას შეუძლია დიაგნოზის გაკეთება და რჩევა მოგცეთ, თუ როგორ შეძლოთ მომავალში ამ ეპიზოდების თავდაჯერებული მართვა.

ალერგიული რინიტი. სურდო და წითელი ცხვირი, თვალების ქავილი ალერგიული რინიტის სიმპტომებია. მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ისეთი ალერგენები, როგორიცაა მტვერი, ყვავილის მტვერი, ობი ან შინაური ცხოველის ბეწვი. გაციებისგან განსხვავებით ამ დროს ცხვირიდან გამონადენი გამჭვირვალეა.

თქვენი ცხოვრება მშობლის როლში

თქვენ ალბათ მობილურ ტელეფონში  შვილის ბევრი სურათი და ვიდეო გაქვთ, მაგრამ სამახსოვროდ აჯობებს თუ გექნებათ დაბეჭდილი ფოტოები, ლამაზი ალბომები. შენახული გაქვთ მისი სამაჯური, რომელიც კლინიკაში ეკეთა? 

უკვე იცით, როგორ აღნიშნავთ მის პირველ დაბადების დღეს? ოჯახურ წრეში თუ მეგობრებთან და მეზობელთან ერთად მოაწყობთ დიდ წვეულებას? ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ იმხიარულოთ ბავშვთან ერთად. 

თქვენი გეგმები ამ თვეში

  • შეუძინეთ პირველი ფეხსაცმელი. დარწმუნდით, რომ მას მოქნილი ძირი აქვს და ზუსტად თქვენი ბავშვის ზომაა.

წყარო: https://www.pampers.com/en-us/baby/development/article/12-month-old-baby

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5