Skip to content Skip to sidebar Skip to footer

სკოლამდელი ასაკის ბავშვები სავსე არიან ენერგიით. ეს კარგია მათი ფიზიკური განვითარებისთვის, რადგან დიდი და მცირე კუნთების განმეორებითი მოძრაობა ხელს უწყობს და ხვეწს სხეულის ამ ნაწილების მუშაობას.

თავდაპირველად ვითარდება მსხვილი მოტორული  უნარები. ამიტომ, 5 წლამდე ბავშვები უფრო მეტ დროს სირბილსა და  ხტუნვაში ატარებენ, ვიდრე მშვიდად ჯდომასა და ხელის კუნთების განვითარებაში (მაგალითად, ხატვაში).

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე გზა თქვენი სკოლამდელი ასაკის ბავშვის ფიზიკური განვითარების ხელშესაწყობად:

მოაწყვეთ საოჯახო სეირნობა. ერთმანეთს შეუნაცვლეთ სიარული, სირბილი, ძუნძული და მარშირება. დაიწყეთ გირჩების ან ფოთლების შეგროვება, როგორც განტვირთვა სეირნობისას. სახლში შეგიძლიათ გამართოთ აღლუმი მუსიკალური ინსტრუმენტებით ან დროშებით.

წაახალისეთ ქვიშაში თამაშის დრო. აავსეთ ყუთი ქვიშის სათამაშოებით და რიგრიგობით აღმოაჩინეთ ჩაფლული ნივთები.

შექმენით დაბრკოლებები ოთახში ან ეზოში ბალიშებით, მუყაოს ყუთებით, სათამაშოებით ან სხვა ნივთებით, რომელთაც შეიძლება ბავშვმა შემოურბინოს ან გადაძვრეს.

ითამაშეთ მიბაძვის თამაშები. ცხოველები პატარას ძალიან უყვარს: „შეგიძლია წიწილასავით გაიარო? ცხენივით გაჭენდე? რას აკეთებს ლეკვი?“ ან შესთავაზეთ „იფრინოს“ ეზოში თვითმფრინავივით ან ნავივით იცუროს ოთახში.

შესთავაზეთ „მონიშვნის“ სხვადასხვაგვარი თამაში: მაგ. ეთამაშეთ „გაყინობანა“.

ითამაშეთ ბურთით. კარგია თამაშები, რომლებიც ბურთის დარტყმას, გადაგდებას ან დაჭერას ითვალისწინებს. ეცადეთ ზედმეტი წესებით არ გადატვირთოთ სკოლამდელი ბავშვი.

იცეკვეთ მუსიკის თანხლებით. შესთავაზეთ ბავშვს სხვადასხვა სტილის მუსიკა. მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა ასევე ხელს უწყობს ფიზიკურ განვითარებას. ან შეუსაბამეთ მუსიკა ფიზიკურ მოძრაობას. ბევრი ცნობილი სიმღერა აძლიერებს ნატიფ მოტორიკას თითების თამაშით.

დადეთ თოკი მიწაზე და წარმოიდგინეთ რომ ეს გაბმული ბაგირია ან მეკობრეთა გემის „ფიცარი“, წონასწორობის განსავითარებლად.

გარეცხეთ მანქანა, ველოსიპედი, დაბანეთ ძაღლი – ნებისმიერი რამ, რაც ქაფსა და წყალთან არის დაკავშირებული, ენერგიით დამმუხტველი გასართობია. გაბერეთ ბუშტები და შესთავაზეთ ბავშვს მათი დაჭერა.

შესთავაზეთ თქვენი ბავშვობის თამაშები. თქვენი ბავშვისთვის ყველაფერი სიახლე იქნება.

დადგით თოჯინების წარმოდგენა. გააკეთეთ წინდის ან თითზე წამოსაცმელი თოჯინები, ან გამოიყენეთ უკვე არსებული და ჩაიცუცქეთ მაგიდის უკან ბავშვთან ერთად.

ჩამუყალიბეთ ნატიფი მოტორიკის უნარები სახატავი მაგიდის მიღმა. დაეხმარეთ ტროტუარის ცარცით სოფლის დახატვაში. ჯოხებით გამოსახეთ ასოები ქვიშაში ან ფქვილში.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5