3 თვის ბავშვთან ერთად ცხოვრება რუტინის ჩამოყალიბების და ერთმანეთის გაცნობის გაგრძელების პერიოდია. რაღაც საკითხებია ისევ გაურკვეველია თქვენთვის, მაგრამ თავს უფრო კომპეტენტურად გრძნობთ მშობლის ამპლუაში.
ბავშვის განვითარების სტადიები
ამ თვეში ბევრი რამ ხდება, რადგან ბავშვი იზრდება და შეიცნობს თავის სხეულს და გარესამყაროს. დააკვირდით ქვემოთ ჩამოთვლილ განვითარების ცვლილებებს.
ფიზიკური განვითარება: დღითი დღე უფრო ძლიერი
ძვლებისა და კუნთების განვითარების წყალობით, თქვენს პატარას უკვე შეუძლია ხელ-ფეხის გაჭიმვით დაგანახოთ რამხელაა. ის დაახლოებით 2-4 სმ-ით იზრდება თვეში და 600-800 გრამით იმატებს წონაში, თუმცა თითოეული ბავშვი განსხვავებულია და ნუ შეგაშინებთ, თუ ცოტათი ნაკლებია ან მეტია ნორმაზე. 3 თვის ბავშვს უფრო მეტად შეუძლია აკონტროლოს საკუთარი სხეული და მოძრაობები. მას ისევ აქვს თანდაყოლილი რეფლექსები, მაგრამ უკვე წინასწარგანზრახულად ამოძრავებს თავს და ხელ-ფეხს. კისრის კუნთების გაძლიერების გამო მას მალე შეეძლება თავის დაჭერა და ადამიანებისთვის და საგნებისთვის სპეციალურად შეხედვა. ამასთანავე, თქვენ შეამჩნევთ, რომ მისი მხედველობა ვითარდება – ის უკვე თვალს აყოლებს მის წინაშე მოძრავ ობიექტებს.
შეგრძნებები: ურთიერთობის „აგურები“
თქვენი 3 თვის პატარა დღითი დღე ახალ-ახალ რაღაცებს აღმოაჩენს სამყაროში. მისი მხედველობა ვითარდება და ის ახლა უფრო მეტად წრიულ ფორმებს ანიჭებს უპირატესობას. უყვარს სახეების, განსაკუთრებით თქვენი სახის თვალიერება.
თქვენი ხმა თქვენი შვილისთვის სიმშვიდესთან, სიყვარულთან და კომფორტთან ასოცირდება. ამიტომ, ის ცდილობს გაიმეოროს თქვენი ბგერები. ის სწავლობს, რომ საუბარი ორმხრივი პროცესია.
მოძრაობა: მთელი სხეულის ვარჯიში
ამ დროისათვის, ჩვილების მოძრაობების უმრავლესობა წინასწარგანზრახულია და თქვენ საშუალება გაქვთ, დააკვირდეთ თქვენი პატარას მოტორული უნარების განვითარებას. სხეულის გაჭიმვის უნარი აძლიერებს მისი ფეხის კუნთებს, რაც გადამწყვეტია გადაბრუნების სასწავლებლად. უახლოესი 2-3 თვე ის ემზადება ამ მნიშვნელოვანი მოვლენისთვის.
გიცდიათ ბავშვის ფეხზე დაყენება მხრებზე ხელის მოკიდებით? თუ კი, თქვენ შეამჩნევდით, რომ მას შეუძლია დგომა. ამ პოზიციაში გააკეთებინეთ ბუქნები და დაინახავთ ახალი უნარით გამოწვეულ სიამაყეს მის სახეზე.
მისი კუნთების გავარჯიშებას შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ მუცელზე წოლის ყოველდღიური სესიებით, სათამაშოების ხელში მიცემით და საწოლზე ჩამოკიდებული სათამაშოების ჩაბღუჯვით. ეს აქტივობები დაეხმარება თქვენს 3 თვის პატარას მოტორულ განვითარებაში, ხელისა და თვალის შეთანხმებულ მოძრაობაში და სხვა მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაში.
ამ თვეში მხოლოდ თქვენი პატარას ფეხები არ ვარჯიშდება. 3 თვის ჩვილს უკვე შეუძლია ხელების გაშლა და დახურვა სათამაშოების ან თქვენი თითების ჩასაბღუჯად ან მისაწვდომად. მას ასევე შეუძლია საკუთარ ხელის პირთან მიტანა, ასე რომ ფრთხილად იყავით და აკონტროლეთ, რომ მხოლოდ უსაფრთხო ნივთები მოხვდეს მის ხელებში.
პიროვნება: თქვენი პატარას პირველი „საუბრები“
ბავშვის პიროვნების გამომჟღავნებაზე დაკვირვება მშობლების საყვარელი გასართობია. შეამჩნიეთ, რომ ის უფრო მეტს იცინის და პასუხობს თქვენს ხმაზე? ეს შესანიშნავია! ეს ნიშნავს, რომ ის ნამდვილად ტკბება თქვენთან და გარშემომყოფებთან ურთიერთობით და მას უკვე შეუძლია საკუთარი ემოციები სხეულის მოძრაობით და მიმიკით გადმოსცეს. ის იწყებს თქვენი ზოგიერთი მოძრაობის და სახის გამომტყველების გამეორებას. თუ ეს ასე არ არის, ნუ შეშფოთდებით. გაიხსენეთ, რომ თითოეული ბავშვი განსხვავებულია და ვითარდება საკუთარი გზითა და საკუთარი ვადით.
თქვენი შვილი უკვე გესაუბრებათ, თუმცა მისი ლაპარაკი მხოლოდ ხმების, ღიმილების და ჟესტების გაცვლაა. ეს საუბრები არა მხოლოდ გასართობი და დროის გასაყვანი საშუალებაა, ისინი პატარას თქვენდამი ნდობას აღუძრავენ და მის თვითშეფასებას ამაღლებენ. თუ სახლში სხვა ბავშვებიც გყავთ, შეამჩნევთ, რომ ის ინტერდება მათით, რადგან 3 თვის ბავშვებს ჰყავთ თავიანთი საყვარელი ადამიანები და განსაკუთრებით ცნობისმოყვარეები ხდებიან სხვა ბავშვების მიმართ.
ჩვილები საკუთარ მოთხოვნილებებს სხვადასხვა გზებით გადმოსცემენ და თქვენ, როგორც მშობელმა, უნდა ისწავლოთ მათი დახვეწილი (ან არც ისე დახვეწილი) კარნახის გაგება, რომ შეუსრულოთ, რაც სჭირდებათ. თქვენთან ურთიერთობის გზები მათი პიროვნების და ტემპერამენტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მასთან კომუნიკაცია თქვენ გასწავლით, რას ითხოვს ტირილით. იქნებ შია? სტკივა? მოიწყინა? საფენი აქვს გამოსაცვლელი? ამ ყველაფერს თქვენ დროთა განმავლობაში ისწავლით.
როგორ შევუწყოთ ხელი 3 თვის ბავშვის განვითარებას
პედიატრი გაგიზიარებთ სხვადასხვა გზებს, რომელთა დახმარებითაც შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ თქვენი ბავშვის განვითარებას. ამ შემოთავაზებული აქტივობებიდან ბევრი ხელს შეუწყობს მოძრაობას და დაეხმარება თქვენს პატარას დაეუფლოს უნარ-ჩვევებს, რომლებიც მას დასჭირდება გადაბრუნების, ჯდომისა და თავის დაჭერის სწავლისთვის, ზოგი კი ხელს შეუწყობს კოგნიტიურ და სენსორულ განვითარებას. ჩვენ გთავაზობთ 3 თვის ბავშვის განვითარების ხელშემწყობ რამდენიმე მეთოდს:
- ზურგის და კისრის კუნთების გაძლიერება. თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ დააწვინეთ ბავშვი მუცელზე სათამაშო ხალიჩაზე ან გადასაფარებელზე, რათა ისწავლოს საკუთარი ფეხების, მხრებისა და თავის გაკონტროლება.
- ხელისა და თვალის კოორდინაციის წახალისება. წააქეზეთ თქვენი პატარა, დაიჭიროს პატარა საგნები, მაგალითად სათამაშოები ან თქვენი თითები ხელში. მას ეს უნარი სჭირდება, რადგან სწავლობს საკუთარი ხელების პირამდე მიტანას.
- მხედველობის განვითარების ხელშეწყობა. ამ თვეში ის სწავლობს ფერების და შორს მყოფი საგნების დანახვას, ასევე თვალის გაყოლებას. აჩვენეთ მას ფერები და ფორმები წიგნების, საწოლზე დასაკიდებული სათამაშოების, საჟღარუნოების გამოყენებით.
3 თვის ბავშვის კვება
3 თვის ბავშვს უფრო მეტი დედის ან ხელოვნური რძე სჭირდება, ვიდრე წინა თვეებში. ამასთანავე, კვების სიხშირემ შეიძლება დაიკლოს (24 საათში დაახლოებით 110-140 გრამი რძე 6-8-ჯერ).
3 თვის ბავშვის სველი და დასვრილი საფენების შემოწმება
თუ ბავშვი დღის განმავლობაში 6 საფენს ასველებს, შეგიძლიათ ივარაუდოთ, რომ მას საჭმელი ჰყოფნის. მისი განავალი ახლა უფრო მყარი და იშვიათი შეიძლება იყოს. ახალშობილის მსგავსად ყოველი კვების შემდეგ კუჭის მოქმედებაც ნორმალურია და ასევე დღეში ერთხელ ან სულაც 2-3 დღეში ერთხელ.
3 თვის ბავშვის ძილი
ამ ეტაპზე, შეიძლება თქვენი ბავშვის ძილის ჩვევები შეიცვალოს. იმის გამო, რომ უფრო დიდი ხნით ღვიძავს დღისით, შეიძლება უფრო მეტი ჭამოს დღის განმავლობაში და ღამის კვებები ჩააგდოს. ამ ასაკის ბავშვებს, როგორც წესი, 2-3-ჯერ სძინავთ დღისით, ხოლო ზოგიერთს შეიძლება „მთელი ღამის განმავლობაში“ ეძინოს, რაც 5-6 საათს ნიშნავს.
როგორ დავაწვინოთ 3 თვის ბავშვი დასაძინებლად
დღისა და ღამის ძილის წინ გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები უსაფრთხო, მშვიდი ძილისთვის და ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკის შესამცირებლად:
- ყოველთვის დააწვინეთ ზურგზე, მყარ ლეიბზე.
- ჩააცვით ოთახის ტემპერატურის შესაბამისად.
- პირში ჩაუდეთ „მატყუარა“ საწოვარა.
რჩევები კარგი ღამის ძილისთვის
კარგი იქნება, თუ შემოიღებთ ძილის განრიგს, რომელიც მორგებული იქნება ორივეზე. სცადეთ შემდეგი მეთოდები:
- რუტინის შემუშავება. მსუბუქი მასაჟი, წიგნის წაკითხვა ან იავნანა საუკეთესო საშუალებებია თქვენი 3 თვის ბავშვის დღის დასასრულებლად.
- აცალეთ თვითდამშვიდება. შესაძლოა, თქვენს პატარას რამდენიმე წუთი სჭირდებოდეს დასამშიდებლად. ნორმალურია, თუ მას აცლით წრიალს და ტიტინს, სანამ ჩაიძინებს.
- გამღიზიანებლების შემცირება. მაქსიმალურად ჩააბნელეთ ოთახი და ნაკლები ელაპარაკეთ ღამით. ეს გაუადვილებს ჩაძინებას და ძილის შებრუნებას.
ხშირად დასმული კითხვები
როდის დაეხურება პატარა ყიფლიბანდი? 2-3 თვის ასაკში. ახლა მისი თავი სხეულთან შედარებით ისევ დიდად გამოიყურება.
ჩემი 3 თვის ბავშვი წონაში არ იმატებს საკმარისად. რა გავაკეთო? თუ თქვენი ბავშვი ძუძუთი კვებაზეა, შეიძლება ის არ ცლის ბოლომდე სარძევე ჯირკვალს. კვების დასაწყისში მოდის ანტისხეულებით და სხვადასხვა სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი რძე, ბოლოში კალორიული. ზოგჯერ, ბავშვებს ეძინებათ ან ყურადღება გადააქვთ გარემოზე და ბოლომდე არ წოვენ, რაც შეიძლება წონაში კლების მიზეზი გახდეს. ამიტომ, ჭამა დააწყებინეთ იმ ძუძუთი, რომლითაც ბოლო კვება დაასრულა. თუ ბავშვი ხელოვნური რძით იკვებება და ვერ იმატებს წონაში, შეიძლება გადამუშავების პრობლემა ჰქონდეს ან ფორმულის დოზის გაზრდა გახდეს საჭირო. ამიტომ, ჰკითხეთ რჩევა პედიატრს.
რომელი სათამაშოებია ამ ასაკისთვის შესაფერისი? საინტერესო ნახატებით, ნიმუშებითა და ფერებით გაფორმებული წიგნები იდეალურია ბავშვის მხედველობის განვითარებისთვის. ასევე, საჩხარუნოები და სათამაშოები, რომლებიც ვიბრაციას გამოსცემს, დაეხმარება მას სენსორულ განვითარებასა და თვალისა და ხელის კოორდინაციის უნარის დახვეწაში.
რა დამჭირდება 3 თვის ბავშვისთვის სახლიდან გასვლისას? უამრავი საფენი და მინიმუმ 1 გამოსაცვლელი ტანსაცმელი ორივესთვის. ასევე, მზად იყავით მის გამოსაკვებად, თუნდაც გასვლამდე აჭამოთ. ჩააცვით ამინდის შესაბამისად და ზაფხულში წაუსვით მზისგან დამცავი კრემი.
თქვენი ცხოვრება მშობლის როლში
გენატრებათ ის დილები, როცა ბავშვი არ გყავდათ და თვითონ წყვეტდით გაღვიძების დროს? ნებისმიერი ახალი მშობელი გეტყვით, რომ ამ ეტაპზე ძილის ნაკლებობა რეალური სირთულეა. რა თქმა უნდა, თქვენ გსურთ, რომ შვილისთვის მაქსიმუმი გააკეთოთ, მაგრამ ძილის ნაკლებობა ამაში ვერ დაგეხმარებათ. შეეცადეთ გუნდური მუშაობით მოაგვაროთ საქმეები, დაყავით საქმეები პრიორიტეტების მიხედვით და გადაუნაწილეთ ყველა ახლობელს, ვინც ამის სურვილს გამოთქვამს.
ძილის ნაკლებობის თავიდან ასაცილებელი მეთოდები:
- ღამით ბოთლით კვების განრიგი თქვენს პარტნიორთან ან სხვა მომვლელთან ერთად.
- ჯანსაღი კვება და საკმარისი წყლის დალევა.
- ძილი, როცა ბავშვი დაიძინებს.
- მსუბუქი ვარჯიშები, თუნდაც ბავშვთან ერთად ფეხით გასეირნება.
თქვენი გეგმები ამ თვეში
- გაეცანით სავალდებულო აცრების კალენდარს და დაგეგმეთ ამ თვის იმუნიზაცია.
წყარო: https://www.pampers.com/en-us/newborn-baby/development/article/3-month-old-baby