თქვენი პატარა ანანასის ზომისაა.
(სიგრძე დაახლოებით 43 სმ-ია, წონა 1800 გრამი)
თქვენ ორსულობის მე-8 თვეში ხართ.
მშობიარობამდე დარჩენილია 7 კვირა.
ნაყოფის განვითარება
ორსულობის ამ ეტაპისთვის, თქვენი პატარას ტვინი მუშაობს მთელი 5 შეგრძნებით. მას შეუძლია გაიგოს და ოდნავ დაინახოს, რა ხდება საშვილოსნოში. როცა მას თქვენი ხმა ესმის, მისი გულისცემა ნელდება, შეიძლება იმიტომ, რომ ის მშვიდდება. ასევე, ის განასხვავებს სინათლეს სიბნელისგან და მისი თვალის გუგები რეაგირებენ შუქის ცვლილებაზე.
თქვენი პატარა განაგრძობას წონაში მომატებას და სიმაღლეში ზრდას მშობიარობამდე.
33 კვირის ორსულობისთვის თქვენი პატარას ძვლები მყარდება, მაგრამ თავის ქალა ისევ რბილი და მოქნილია, რაც სამშობიარო გზების იოლად გავლას უწყობს ხელს. ნუ შეშფოთდებით, თუ მისი თავი დაბადებისას უცნაურად გამოიყურება,რადგან პირველი 2 წლის განმავლობაში შეერთდებიან და გამყარდებიან თავის ქალის ძვლები.
დედის ორგანიზმი ორსულობის 33-ე კვირაში
ორსულობის ამ ვადაზე, შეიძლება გაგიჭირდეთ დაძინება, რაც თქვენი მომატებული წონის და მუცლის დამსახურებაა. შეეცადეთ, რომ საწოლში კომფორტულად მოეწყოთ, დაიხმარეთ ბალიშები მუცლისა და ფეხებისთვის. და არ დაგავიწყდეთ, წაუძინოთ დღისით, თუ ამის საშუალება გექნებათ.
ზურგის ტკივილი. ზურგის ტკივილმა შეიძლება შეგაწუხოთ ორსულობის ამ ვადაზე. დისკომფორტის შესამცირებლად ზურგის მსუბუქი ვარჯიშები: დადექით გამართულად, დაიდეთ ხელები ზურგზე და გადაიხარეთ ოდნავ უკან (დაახლოებით 15-20 გრადუსით). გაიმეორეთ რამდენჯერმე. ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ვარჯიშების, გაწელვების და სხვა მეთოდების შესახებ ამ ტკივილის სამართავად.
თქვენი სიმპტომები
- გახშირებული შარდვა. გაზრდილი საშვილოსნოს ზეწოლის გამო უფრო ხშირად მოგინდებათ დღისა და ღამის განმავლობაში მოშარდვა. სიცილის, დაცემინების ან დახველების დროს შეიძლება შარდის ოდნავ გაპარვაც იგრძნოთ. ხშირად დაცალეთ შარდის ბუშტი და არ შეწყვიტოთ წყლის მიღება, რადგან ჰიდრატაცია მნიშვნელოვანია.
- ბრექსტონ-ჰიქსის შეკუმშვები. მშობიარობის ტკივილები უფრო რეგულარულია და დაახლოებით 90 წამს გრძელდება. ბრექსტონ-ჰიქსის შეკუმშვები კი უფრო საღამოობით ან ისეთი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ იწყება, როგორიცაა ვარჯიში ან სექსი და სუსტდება, როცა შეიცვლით პოზას.
- ფეხების შეშუპება. თქვენს მზარდ საშვილოსნოს შეუძლია დააწვეს ძირითად ვენებს, რაც გამოიწვევს ფეხების შეშუპებას. თუ ამ სიმპტომს იგრძნობთ, თავი აარიდეთ დიდ ხანს დგომას და ატარეთ კომფორტული ფეხსაცმელი.
- მაჯის (კარპალური) არხის სინდრომი. შეშუპების გამო დაწოლა მაჯის ძვლებსა და იოგებზე, ზოგიერთ ორსულს უქმნის დისკომფორტს დაბუჟების ან ტკივილის შეგრძნებით. ეს სიმპტომი, როგორც წესი, ქრება მშობიარობის შემდეგ.
- კანის ქავილი. ორსულობის ბოლო თვეებში, თქვენი მუცლის და მკერდის გარშემო კანი იწელება, რაც ხელს უწყობს მის გამოშრობას და გაღიზიანებას. დღისით და ამით, დაიტენიანეთ სხეული და გამონაყარის გაჩენის შემთხვევაში, მიმართეთ
- მუცლის სპაზმები. ორსულობის 33-ე კვირაში მუცლის სპაზმები შეიძლება იყოს ნაადრევი მშობიარობის ნიშანი. ზოგჯერ, მაგრამ არა ყოველთვის მას თან ერთვის ფაღარათი. თუ შენიშნავთ რომელიმე სიმპტომს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს..
რა უნდა გაითვალისწინოთ?
- მშობიარობის თარიღის მოახლოებულია და თქვენ დაგჭირდებათ, რომ მოიძიოთ ინფორმაცია ბავშვის გაჩენის პროცესის შემამსუბუქებელი გარემოებების შესახებ, როგორიცაა მაგალითად სამშობიარო სკამი, ბურთი ან აუზი წყალში მშობიარობისთვის. მოინახულეთ ის კლინიკა, სადაც აპირებთ მშობიარობას.
- უკვე ჩაალაგეთ სამშობიაროში წასაღები ჩანთა? წაიკითხეთ ჩვენი სტატია სამშობიაროში წასაღები ნივთების შესახებ, სადაც ჩამოთვლილია ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ კლინიკაში თქვენ, ახალშობილს და თქვენი მშობიარობის პარტნიორს.
- თუ სამშობიაროდან სახლში დაბრუნებას მანქანით აპირებთ, შეიძინეთ უსაფრთხო ახალშობილის სავარძელი, „ქარსითი“, რომელიც უნდა დამაგრდეს მანქანის უკანა სავარძელზე, მოძრაობის საპირისპიროდ.
ჰკითხეთ თქვენს ექიმს
- უნდა დავრეგისტრირდე იმ კლინიკაში, სადაც ვაპირებ მშობიარობას? როდის და როგორ უნდა გავაკეთო ეს?
- როცა დამეწყება მშობიარობა, ვის დავუკავშირდე? რა მოხდება, თუ ამ დროს სამუშაო საათები დამთავრებული იქნება?
- რაიმე ტესტი ან კვლევა უნდა გავიარო მომდევნო კვირებში?
თქვენი გეგმები
- დატესტეთ, რამდენ ხანში მიხვალთ კლინიკაში ყველაზე სწრაფი მარშრუტით
- მოამზადეთ ბავშვის ოთახი.
- შეიტყვეთ უფრო მეტი ძუძუთი კვების შესახებ.
წყარო: https://www.pampers.com/en-us/pregnancy/pregnancy-calendar/33-weeks-pregnant