Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თქვენი პატარა ნესვის ზომისაა.

(სიგრძე დაახლოებით 43 სმ-ია, წონა 1800 გრამი)

თქვენ ორსულობის მე-8 თვეში ხართ.

მშობიარობამდე დარჩენილია 5 კვირა.

ნაყოფის განვითარება

ამ კვირაში, თქვენი პატარას მხრები და ფეხები უფრო იზრდება და მისი კანი ხდება ვარდისფერი და გლუვი. ის ემზადება თქვენთან შესახვედრად! 

ვერნიქსი ისევ იცავს თქვენი პატარას კანს და განაგრძობს გასქელებას. ამასთანავე, თმის საფარი – ლანუგო, რომლითაც დაფარულია მისი სხეული, ნელ-ნელა ქრება. 

თქვენი პატარას ფილტვები განაგრძობს ჩამოყალიბებას და სურფანქტაქტის წარმოებას. ეს არის ნივთიერება, რომელიც ეხმარება ბავშვის ფილტვებს სათანადოდ მუშაობაში და ჰაერის ჩასუნთქვაში საშვილოსნოდან გამოსვლის შემდეგ. თქევნი პატარას ტვინის და ნერვული სისტემის ჩამოყალიბება ისევ გრძელდება. 35 კვირისთვის სისხლის მიმოქცევის  და ძვალ-კუნთოვანი სისტემები სრულად ჩამოყალიბებულია და ის იღებს თავით წინ მდებარეობას მშობიარობისთვის.  

დედის ორგანიზმი ორსულობის 35-ე კვირაში

იცით, ორსულობის რამდენი კვირა დაგრჩათ? 35 კვირისთვის, თქვენ 4-5 კვირა დაგრჩათ შვილთან შესახვედრად. ორსულობა ხომ 39-40 კვირა გრძელდება. დიდი დღე ახლოვდება!  

მშობიარობის თარიღის მოახლოებასთან ერთად, თქვენ უნდა იცოდეთ დაგჭირდებათ თუ არა საკეისრო კვეთა, რომლის მიზეზები შეიძლება იყოს:

  • ნაყოფის ჯდომით ან არასასურველ პოზიციაში ყოფნა
  • პლაცენტის წინმდებარეობა. როცა პლაცენტა ბლოკავს ნაყოფის უსაფრთხოდ ყოფნას საშვილოსნოში.
  • ნაყოფი იმდენად დიდია, რომ ვერ გამოეტევა თქვენ მენჯის არეში და ვაგინაში. 
  • თქვენ გქონდათ გაკეთებული საკეისრო.

თქვენი სიმპტომები

  • გახშირებული შარდვა. იმის გამო, რომ გაზრდილი ნაყოფილი აწვება თქვენს შარდის ბუშტს, გიწევთ ტუალეტში სირბილი ან შეიძლება წამოგივიდეთ წვეთები დაცემინების, დახველების ან სიცლის დროს. ამ უხერხული მომენტების თავიდან ასარიდებლად, გააკეთეთ კეგელის ვარჯიშები, რომელიც ხელს უწყობს ვაგინის კუნთების გაძლიერებას. 
  • ძილის დარღვევები. ორსულობის ამ ვადაზე უძილობა ხშირია, რადნა თქვენ შეიძლება ვერ პოულობდეთ ძილისთვის საჭირო პოზას. დაიხმარეთ ბალიშები და არ დაგავიწყდეთ, დღისით ჩაძინებები, როგორც კი ამის საშუალება გექნებათ.
  • ფეხების შეშუპება და ტკივილი. ჰორმონების ცვლილება და გაზრდილი საშვილოსნოს დაწოლა ვენებზე იწვევს ფეხების შეშუპებას. ეცადეთ, თავი აარიდოთ დიდ ხანს ფეხზე დგომას, ჯდომისას კი ფეხები დაასვენოთ ბალიშზე. ასევე, ატაროთ კომფორტული ფეხსაცმელი. 
  • ხელ-ფეხის დაბუჟება. ნერვებზე დაწოლის გამო შეიძლება დაგიბუჟდეთ ხელები და ფეხები. თუ ის ხშირად შეგაწუხებთ ან ტკივილს გამოიწვევს, ნუ დააყოვნებთ ექიმს შეატყობინოთ. კარგი ამბავი ისაა, რომ ეს სიმპტომი მშობიარობისთანავე გაქრება.
  • გულძმარვა.  გულძმარვა არის გულმკერდისა და ყელის არეში წვის შეგრძნება. ორსულობის ჰორმონები არბილებს მუცლის სარქველს, რის გამოც კუჭის მჟავა ადის  საყლაპავ მილში, რაც იწვევს გულძმარვას. თუ ამ მდგომარეობაში ხართ, სცადეთ ნაკლები ულუფებით ჭამა უფრო ხშირად, შეამცირეთ შემწვარი და ცხარე საჭმელი, ციტრუსები და შოკოლადი. 

რა უნდა გაითვალისწინოთ? 

  • თქვენ უკვე დიდ დროს ატარებთ პატარასთან, სანამ ის თქვენს მუცელშია, მაგრამ თქვენი კავშირი უფრო მჭიდრო გახდება, როცა მას ხელში დაიჭერთ. იცოდეთ, რომ ბონდინგი (კავშირი დედასა და შვილს შორის) არ არის ერთჯერადი, დიდი მოვლენა. ის ნელ-ნელა ყალიბდება ბავშვის გაცნობის შემდეგ და ეს ურთიერთობა შეიძლება ისეთი ძლიერი არ იყოს თავიდან, როგორსაც მოელოდით. მშობიარობის შემდეგ გონებაში უამრავი საფიქრალი გექნებათ და თან მშობლობა არც ისე იოლია. დროთა განმავლობაში, თქვენსა და შვილს შორის ბონდინგი დაეხმარება მას თავი იგრძნოს დაცულად, ხოლო თქვენ აღგიძრავთ სურვილს, დაიცვათ ის სიყვარულით და ყურადღებით. თუ გაქვთ კითხვები თქვენს ამჟამინდელ ან მშობიარობისშემდგომ მოსალოდნელ განცდებთან დაკავშირებით, დაელაპარაკეთ ექიმს ან იმ ადამიანს, ვინც გიყვართ და ენდობით. 
  • ორსულობის ამ ეტაპზე, ექიმი ყოველ მეორე კვირას დაგინიშნავთ გამოკვლევებს, 35-37 კვირაზე კი მოგცემთ B ჯგუფის სტრეპტოკოკის (GBS) ბაქტერიაზე ანალიზის გაკეთების რეკომენდაციას.  GBS, როგორც წესი, უვნებელია მოზრდილებში, მაგრამ ავადმყოფობის მიზეზი შეიძლება გახდეს იმ ახალშობილებისთვის, რომლებიც შეიძლება დაინფიცირდნენ მშობიარობის დროს. თუ პასუხი დადებითი აღმოჩნდა, მშობიარობის დროს გაგიკეთებენ ანტიბიოტიკს ბავშვის დაინფიცირების რისკის შესამცირებლად.  
  • პრეეკლამპსია არტერიული წნევის სერიოზული დარღვევაა, რომელიც შეიძლება განვითარდეს ორსულობის 20 კვირის შემდეგ ან მესამე ტრიმესტრში და მშობიარობის შემდეგაც კი. მისი ნიშნებია თავის ტკივილი, მხედველობის ცვლილებები ან რგოლების დანახვა, სუნთქვის გაძნელება, მუცლის და მხრების ტკივილი.  შეიტყვეთ უფრო მეტი პრეეკლამპსიის ნიშნების და სიმპტომების შესახებ, რათა იცოდეთ, როდის დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს.  
  • თუ გეგმავთ ბუნებრივ მშობიარობას, ახლა კარგი დროა, მოიფიქროთ, რომელ პოზიციებს ცდით მშობიარობის დროს. გახსოვდეთ, რომ სამშობიარო ბლოკში შესვლის შემდეგაც შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი გადაწყვეტილებები. 

ჰკითხეთ თქვენს ექიმს

  • რა მეთოდებით შევიმსუბუქო ტკივილი მშობიარობის 
  • მაქვს ჩაბრუნებული ძუძუსთავები. მაინც შემიძლია ძუძუთი ვკვებო პატარა?
  • სიცილის, ხველის ან ცემინების დროს შარდის წვეთებს ვერ ვიკავებ. არის რაიმე გზა, რომ საპირფარეშოში ყოფნის დროს, ბოლომდე დავცალო შარდის ბუშტი, რომ ასეთი უხერხული შემთხვევები აღარ მქონდეს? 
  • რა გარემოებების დროს შეიძლება დამჭირდეს საკეისრო კვეთა? და თუ დამჭირდება, რას უნდა ველოდო? 

წყარო: https://www.pampers.com/en-us/pregnancy/pregnancy-calendar/35-weeks-pregnant

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5