Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თქვენი პატარა სალათის ფურცლის ზომისაა.

(სიგრძე დაახლოებით 48 სმ-ია, წონა 2720 გრამი)

თქვენ ორსულობის მე-9 თვეში ხართ.

მშობიარობამდე დარჩენილია 4 კვირა.

ნაყოფის განვითარება

ბოლო კვირების განმავლობაში, თქვენმა პატარამ დაახლოებით 900 გრამი მოიმატა და ალბათ, უკვე იმ სიგრძეს მიაღწია, რამხელაც იქნება დაბადებისას. 

ის ფუმფულდება, ნაკლებად ნაოჭიანი ხდება და საბოლოოდ ემსგავსება იმ პატარას, რომელსაც გაიცნობთ რამდენიმე კვირაში. ის უკვე იმხელაა, რომ მთელ ამნიონურ ტომარას მოიცავს და უკვე ნაკლები ადგილი რჩება „ოთახში“ გადასაადგილებლად. მაგრამ, თქვენ ალბათ მაინც შეიგრძნობთ მის მოძრაობებს.  

და როგორ აპირებს თქვენი არც თუ ისე პატარა არსება სამშობიარო არხის გავლას მშობარობის დროს? ამ ეტაპზე, მისი თავის ქალის ძვლები კი განვითარებულია, მაგრამ ჯერ არ არის შეერთებული ერთმანეთთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ გადადგილება და ერთმანეთის გადაფარვა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის თავისა და სხეულის იოლად გატარებას თქვენს საშვილოსნოს ყელსა და მენჯის არეში. სწორედ ამ მიზეზით, თუ თქვენ ბუნებრივად იმშობიარებთ, ახალშობილის თავი შეიძლება ოდნავ ფორმაშეცვლილი იყოს, მაგრამ რამდენიმე საათში ან დღეში დაუბრუნდება ფორმას.   თავის ქალის ძვლები კი შეერთდება ბავშვის ცხოვრების პირველი ორი წლის განმავლობაში.  

დედის ორგანიზმი ორსულობის 36-ე კვირაში

ახლა თქვენ 36 კვირის ორსული ხართ და იწყება ორსულობის ფინალური ეტაპი. გეგმიური ვიზიტების დროს ექიმი შეგიმოწმებთ წონას, არტერიულ წნევას და ფუნდალურ სიგრძეს. ასევე, ნაყოფის მდგომარეობას, თავით წინ მდებარეა თუ არა. 

თქვენ შეიძლება იგრძნოთ ძლიერი დაწოლა შარდის ბუშტზე, რადგან ნაყოფი უკვე ემზადება დაბადებისთვის და ჩადის მენჯის არეში. ამ ცვლილების ნათელი მხარე არის ის, რომ სამაგიეროდ, თქვენი დიაფრაგმა და ფილტვები განიტვირთებიან და სუნთქვა გაგიადვილდებათ. 

 თქვენი სიმპტომები

  • გახშირებული შარდვა. რადგან თქვენი პატარა უფრო ქვევით ჩადის მენჯის არეში, შარდის ბუშტზე დაწოლა იზრდება და უფრო ხშირად მოგიწევთ საპირფარეშოში შესვლა. სამწუხაროდ,  ღამით ბევრჯერ გაღვიძებაც მოგიწევთ მოსაშარდად. მართალია, მშობიარობამდე ბევრს ვერაფერს იზამთ, ამ სიმპტომის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ სცადეთ გაზარდოთ დრო საპირფარეშოში ვიზიტებს შორის და დარწმუნდით, რომ შარდის ბუშტს ბოლომდე ცლით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკმარისი რაოდენობის წყალი დალიოთ, თუნდაც ამან უფრო გაგიძლიეროთ მოშარდვის სურვილი. თუ სიცილის, დახველების ან დაცემინების დროს გრძნობთ წვეთების გაპარვას, სცადეთ კეგელის ვარჯიშები შარდის ბუშტის გასაკონტროლებლად.  
  • ბრექსტონ-ჰიქსის კუმშვები.  მშობიარობის თარიღის მოახლოებასთან ერთად, წინასამშობიარო კუმშვები ძლიერდება და შეიძლება გეგონოთ, რომ უკვე მშობიარობთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ბრექსტონ-ჰიქსის და ჭეშმარიტ  სამშობიარო შეკუმშვებს შორის არის დრო. მშობიარობის ტკივილები უფრო რეგულარული ინტერვალებითაა, რომელიც თანდათან მცირდება. ბრექსტონ-ჰიქსის დროს კი შეკუმშვები არათანაბარი ინტერვალებითაა და გაივლის, როცა მდგომარეობას შეიცვლით. 
  • ძილის დარღვევები. თქვენი გაზრდილი მუცელი შეიძლება არ გაძლევდეთ კომფორტულად ძილის საშუალებას. სცადეთ, დამატებითი ბალიშები მუცლის ქვემოთ და ფეხებს შორის. თუ უძილობამ შემოგიტიათ, გადახედეთ საძინებელს და თქვენს ლოგინს, რაც შეცვლიდით, რომ ძილისთვის უფრო მოსახერხებელი გამხდარიყო. ჩაძინების გასამარტივებლად, ტელეფონი დატოვეთ სხვა ოთახში და ძილის წინ სცადეთ მსუბუქი გაწელვა ან მედიტაცია. თუ მაინც ვერ მოახერხებთ ღამით მოსვენებას, დღის განმავლობაში ერთი ან ორი წაძინება დაგეხმარებათ ენერგიის შენარჩუნებაში.  
  • ხელ-ფეხის დაბუჟება. თქვენი სხეული იზრდება და აწვება ნერვებს თქვენს ფეხებში, ტერფებსა და ხელებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაბუჟების შეგრძნება. ეს სიმპტომი გაივლის მშობიარობის მერე, ორსულობაში კი შეგიძლიათ ჰკითხოთ ექიმს, გჭირდებათ თუ არა კოჭის ან მაჯის არტაშანი თუ უბრალოდ, ხელების და ფეხების დასვენებით შეძლებთ სიტუაციის შემსუბუქებას. 
  • ფეხების შეშუპება. ორსულობის დროს თქვენი სხეული აკავებს ზედმეტ სითხეს, მოსალოდნელია ფეხების და ტერფების შეშუპება. თუ იგრძნობთ, რაიმე დისკომფორტს ან ტკივილს, ეცადეთ დიდ ხანს ფეხზე დგომას მოერიდოთ და ჯდომის დროს დაასვენოთ ფეხები ბალიშზე ან სკამზე. ასევე, შვებას მოგცემთ კომფორტული ფეხსაცმელი. 
  • ტკივილი ზურგის ქვედა არეში. 36-ე კვირის ორსულობისთვის, უცნობი არ არის ტკივილი ზურგის ქვედა არეში. ჰორმონი, სახელად რელქსინი, მშობიარობისთვის მოსამზადებლად იწყებს სახსრებისა და იოგების შესუსტებას თქვენს მენჯის არეში. რის გამოც შეიძლება ტკივილი იგრძნოთ ზურგის ქვედა მხარეს, როცა ზიხართ, დგახართ ან კიბეზე ადიხართ. მოუყევით ამის შესახებ ექიმს და იქნებ, დაგინიშნოთ მსუბუქი გაწელვითი ვარჯიშები ამ დისკომფორტის მოსახსნელად.  

  რა უნდა გაითვალისწინოთ? 

  • შეადგინეთ მშობიარობის გეგმა, გააცანით ექიმს  და ჩადეთ სამშობიაროში წასაღებ ჩანთაში. მისი დაბეჭდვა მნიშვნელოვანია, რადგან ასე ნათლად დაინახავს ექიმი თქვენს გადაწყვეტილებებს ტკივილის მართვასთან ან ამ დროს თქვენს გვერდით მყოფ ადამიანთან დაკავშირებით. გახსოვდეთ, რომ მშობიარობის პროცესი არაპროგნოზირებადია. ყველაფერი არ ექვემდებარება გეგმას და  თქვენ შეგიძლიათ გადაუხვიოთ მას. მშობიარობის გეგმის შედგენა დაგეხმარებათ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტების ამორჩევაში. 
  • დარწმუნდით, რომ დღიურად იღებთ 85 მგ  C ვიტამინს თქვენი იმუნური სისტემის, ძვლების და კუნთების გასაძლიერებლად. ამისთვის საუკეთესო საკვებია ციტრუსი, მარწყვი, ბროკოლი და პომიდორი. ერთი საშუალო ზომის ფორთოხალი შეიცავს 70 მგ,ხოლო ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი 90 მგ C  ვიტამინს. თუ თქვენ იღებთ პრენატალურ ვიტამინებს, შეიძლება ისინი შეიცავდეს საკმარის რაოდენობას. ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ხომ არ გჭირდებათ დამატებით დანიშვნა. 
  • ორსულობის ბოლო კვირებში მსუბუქი ვარჯიში დაგეხმარებათ თავი უფრო ენერგიულად იგრძნოთ. ისეირნეთ ფეხით და მსუბუქი გაწელვები გააკეთეთ ზურგის არეში დაძაბულობის მოსახსნელად. 
  • ისარგებლეთ „დაბუდების“ ინსტინქტით, რომელსაც შეიძლება გრძნობდეთ ამ დროს ბავშვისთვის სახლის მოსამზადებლად. მომავალი დედების ნაწილი ამ ეტაპზე განიცდის ენერგიის მოზღვავებას და ცდილობს ყველა საქმია მოგვარებას. ეცადეთ, რომ არ გადაიღალოთ და ყოველთვის ითხოვოთ დახმარება, როცა გჭირდებათ. 
  • დაითვალეთ ნაყოფის მოძრაობები. 2 საათიან პერიოდში დაახლოებით 10-ჯერ უნდა იგრძნოთ „კაკუნი“. ამისთვის კარგი დროა ჭამის შემდეგ. თუ ვერ გრძნობთ ამდენ მოძრაობას. შეიძლება თქვენი პატარა უბრალოდ ისვენებს, მაგრამ მაინც შეატყობინეთ ექიმს. 
  • ექიმი შეამოწმებს თქვენი პატარას მდებარეობას, არის თუ არა სწორ პოზიციაში მშობიარობისთვის. შეიძლება ამის გასარკვევად, ულტრაბგერითი გამოკვლევა დანიშნოს. ნაყოფმა შეიძლება კიდევ შეიცვალოს მდებარეობა, ამიტომ უშაულოდ მშობიარობის წინაც გაგსინჯავთ უსაფრთხოებისთვის. 

ჰკითხეთ თქვენს ექიმს

  • გავიკეთო ტესტი B ჯგუფის სტეპტოკოკზე? რა მოხდება, თუ დადებითი შედეგი იქნება? 
  • პრეეკლამპსიის რისკ-ჯგუფში ხომ არ ვარ? ორსულობასთან დაკავშირებული არტერიული წნევის მომატება ზოგჯერ მე-3 ტრიმესტრში ხდება. 
  • რომელი ვარჯიშებია უსაფრთხო ჩემთვის ორსულობის ამ ვადაზე?

 თქვენი გეგმები

  • შეაგროვეთ ინფორმაცია, როგორი ოთახებია იმ კლინიკაში, სადაც აპირებთ მშობიარობას, 
  • გარეცხეთ ბავშვის ტანსაცმელი და თეთრეული. 
  • მიიღეთ ინფორმაცია ძუძუთი და ხელოვნური კვების შესახებ..

წყარო: https://www.pampers.com/en-us/pregnancy/pregnancy-calendar/36-weeks-pregnant

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5