თქვენი პატარა ზომისაა.
(სიგრძე დაახლოებით სმ-ია, წონა 2830გრამი)
თქვენ ორსულობის მე-9 თვეში ხართ.
მშობიარობამდე დარჩენილია 3 კვირა.
ნაყოფის განვითარება
თქვენი ორსულობა დასასრულისკენ მიდის, მაგრამ თქვენი პატარა ჯერ კიდევ იზრდება. ამ კვირაში ის დაახლოებით 14 გრამს იმატებს დღეში. მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ახლოსაა მშობიარობის თარიღთან, ჯერჯერობით ისევ „ადრეულ ვადაშია“, სანამ 39 კვირის არ გახდება.
თქვენს პატარას ლანუგოს (თმიანი საფარი, რომელიც იცავს მას საშვილოსნოში) უმეტესი ნაწილი უკვე გასცვივდა. მას უკვე თითებით ჩაბღუჯვა შეუძლია. გარდა ამისა, ის განარჩევს შუქს სიბნელისგან და რეაგირებს მასზე გადაადგილებით. თუ აქამდე არ იყო მშობიარობისთვის საჭიროპოზიციით, შეიძლება შებრუნდეს თავით ქვემოთ.
დედის ორგანიზმი ორსულობის 37-ე კვირაში
საშვილოსნოს მთელი ორსულობის განმავლობაში ინფექციებისგან იცავს ე.წ. ლორწოვანი „საცობი“, რომლის ჩამოშლა უძღვის წინ საშვილოსნოს ყელის გახნას. ეს შეიძლება მოხდეს 37-ე კვირაში, რასაც თქვენ შეამჩნევთ მოვარდისფრო ან ოდნავ სისხლიანი ვაგინალური გამონადენით. თუ ეს შენიშნეთ, ე.ი. მშობიარობა იწყება ან მოახლოებულია. მაგრამ, „საცობი“ შეიძლება ნელ-ნელა ჩამოვარდეს დღეების და კვირების მანძილზეც კი. ამიტომ, ზოგიერთი ქალი ვერც გრძნობს მის ჩამოშლას. თუ ორსულობის ამ ვადაზე შეამჩნიეთ მსგავსი გამონადენი საცვალზე ან ტუალეტის ქაღალდზე, დაურეკეთ თქვენს ექიმს რჩევისთვის და შემდეგი ნაბიჯების გასაგებად.
თქვენი სიმპტომები
- ტკივილი მენჯის არეში. ნაყოფის მენჯის არეში ჩასვლის გამო შეიძლება იგრძნოთ ტკივილი, განსაკუთრებით სიარულის დროს. თბილი აბაზანა შეიძლება დაგეხმაროთ დისკომფორტის მოხსნაში.
- ჰაერის უკმარისობა. თუ თქვენი პატარა ჯერ არ ჩასულა მენჯის არეში, ფილტვებზე ისევ ზედმეტი დატვირთვა მოდის, რაც სუნთქვას ართულებს. მეტი დაისვენეთ, ნელა იარეთ, დაჯექით ან დადექით გამართულად, რომ გაუადვილოთ ფილტვებს საქმე. როცა მუცელი „დაიწევს“, დიაფრაგმა და ფილტვები გათავისუფლდებიან დაწოლისგან და სუნთქვაც გაგიიოლდებათ.
- ნაუსეა (ღებინება). 37-ე კვირაში ეს სიმპტომი შეიძლება მშობიარობის დაწყების მანიშნებელი იყოს. ეცადეთ, ჭამოთ ხშირად და მცირე ულუფებით.
- ხვრინვა. ისევ და ისევ ჰორმონალური ცვლილებების გამო, ცხვირის ლორწოვანი გარსი შრება, რაც იწვევს ხვრინვას. დარწმუნდით, რომ საკმარისი რაოდენობის წყალს იღებთ და გამოიყენეთ ოთახში ჰაერის დამატენიანებელი.
- წონასწორობის დაკარგვა. თქვენი ორსულობის წონა ცვლის თქვენი სიმძიმის ცენტრს, რის გამოც ხშირია წონასწორობის დაკარგვის შემთხვევები. როცა ნაყოფი მენჯის არეში ჩავა, სიმძიმის ცენტრი ისევ შეიცვლება, ამიტომ განსაკუთრებით ფრთხილად იყავით, როცა ფეხზე იდგებით. თავი შეიკავეთ მძიმე ნივთების აწევისა და ტარებისგან.
- შეკუმშვები. ამ ვადაზე შეიძლება იგრძნოთ მენსტრუალური სპაზმების მსგავსი შეკუმშვები. არალეგულარული კუმშვები, თუ მდგომარეობის შეცვლისას ჩერდება, ბრექსტონ-ჰიქსის კუმშვებია. მაგრამ, თუ რეგულარულია და ძლიერდება ან არ წყდება პოზის შეცვლის მერე, დაურეკეთ ექიმს რჩევისთვის. ეს შეიძლება წინასამშობიარო კუმშვები იყოს.
რა უნდა გაითვალისწინოთ?
- მოიფიქრეთ, ბავშვს ძუძუთი გამოკვებავთ თუ ადაპტირებული ნარევით. ეს თქვენი არჩევანია და სანამ გადაწყვეტთ, აუცილებლად მოიძიეთ სანდო ინფორმაცია თითოეულის სარგებლიანობის შესახებ.
ჰკითხეთ თქვენს ექიმს
- რა მოხდება, თუ ნაყოფს თავით ქვემოთ მდებარეობა არ ექნება?
- შეიძლება ვინმე დამესწროს მშობიარობის დროს? თუ საკეისრო კვეთა დამჭირდა?
- რა ხდება მშობიარობის შემდეგ?
- რამდენი დღე დავრჩები კლინიკაში მშობიარობის შემდეგ?
თქვენი გეგმები
- დიდი დღე ახლოვდება! ჩაალაგეთ ჩანთა, თუ ეს აქამდე არ გაგიკეთებიათ.
წყარო: https://www.pampers.com/en-us/pregnancy/pregnancy-calendar/37-weeks-pregnant