Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ახალშობილებს დღე-ღამეში 15-16 საათი უნდა ეძინოთ. მაგრამ მათი დიდი ნაწილი მეამბოხეა და ამ წესს არ აქცევს ყურადღებას. ქვემოთ მოყვანილი რჩევები დაგეხმარებათ, ასწავლოთ თქვენს პატარას ძილი.

1. ისწავლეთ თქვენი შვილის გადაღლილობის ნიშნების ამოცნობა.

პირველი 6-8 კვირის განმავლობაში ჩვილებს არ შეუძლიათ 2 საათი გაძლონ ძილის გარეშე, რადგან შემდეგ იღლებიან და უფრო უჭირთ ძილი.

თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი პატარა თვალებს ისრესს, ყურს იწვალებს და ჩვეულებრივზე მეტად გაღიზიანებულია, მოამზადეთ ძილისთვის.  შესაძლებელია, თქვენ მალე  მეექვსე გრძნობა გამოგიმუშავდეთ, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ თქვენი ბავშვის ყოველდღიური რიტმებისა შესახებ და ინსტინქტურად გაიგებთ, როდის არის ის მზად ძილისთვის.

2. ეთამაშეთ დღისით

როდესაც თქვენი ბავშვი ფხიზლად იქნება, ელაპარაკეთ, უმღერეთ, ათამაშეთ მუცელზე, გაანათეთ ოთახი და არ მოარიდოთ საყოფაცხოვრებო ხმები, მაგალითად, სარეცხი მანქანის, მუსიკის და ა.შ. თუ ჭამის დროს ჩაეძინება, გააღვიძეთ, რომ დაასრულოს კვება.

3. შეუქმენით მშვიდი გარემო ღამით

როდესაც პატარას ღამით მოშივდება და გაიღვიძებს, არ ეთამაშოთ. მაქსიმალურად შეინარჩუნეთ ჩაბნელებული გარემო და ეცადეთ, ნაკლები ელაპარაკოთ. მან უნდა ისწავლოს,  რომ ღამე ძილისთვისაა.

4. შეუქმენით ძილის რუტინა

გაეცანით ჩვენს სტატიას ძილის რუტინის შესახებ.

5. მიეცით საშუალება, თავად დაიძინოს

ჩააწვინეთ ბავშვი საწოლში მაშინ, როცა ეძინება, მაგრამ ჯერ არ სძინავს. მიეცით საშუალება, დაიმშვიდოს საკუთარი თავი და დამოუკიდებლად დაიძინოს. თუმცა, თუ ბავშვი ამას ძალიან აპროტესტებს და ამჩნევთ, რომ ვერ გრძნობს თავს დაცულად და კომფორტულად, შეცვალეთ დაძინების მეთოდი.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5