Skip to content Skip to sidebar Skip to footer
  • ჩვილებს შეუძლიათ საკუთარი თავის შეშინება.

ახალშობილის შეშინებას ბევრი რამ არ სჭირდება: ძლიერი ხმაური, მკვეთრი სურნელი, კაშკაშა შუქი, უეცარი მოძრაობა, საკუთარი ტირილიც კი. თუ თქვენს პატარას ხმაური შეაკრთობს ან მისი თავის მდგომარეობა უცებ შეიცვლება, მისი რეაქცია ხელებისა და ფეხების უეცარი გაშლა, შემდეგ კი მათი საწყის მდგომარეობაში დაბრუნება იქნება. მოროს ეს თანდაყოლილი რეფლექსი შესაძლოა იმიტომ განვითარდა, რომ  დედა გაეფრთხილებინა, როცა პატარა მაიმუნი წონასწორობას დაკარგავდა. ამ შემთხვევაში მას მეტი დრო ექნებოდა, რათა  თავიდან აერიდებინა შვილის დაცემა.

  • ჩვილების ნუშურა ჯირკვლებს (გლანდებს) გემოვნების რეცეპტორები აქვს.

ახალშობილს შეუძლია იცნოს ტკბილი, მწარე და მჟავე გემო, მაგრამ არა მარილიანი (დაახლოებით 5 თვემდე). ეს ადამიანს თვითგადარჩენისთვის აქვს დასწავლილი, რადგან დედის რძე ტკბილია, მწარე და მჟავე კი შეიძლება  სახიფათო იყოს. როდესაც ჩვილები დაიწყებენ მყარი საკვების მიღებას, მათ, როგორც წესი, მოეწონებათ იგივე რამ, რასაც დედა ჭამდა ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

  • ჩვილების პირველ განავალს ცუდი სუნი არ აქვს.

შავი, კუპრისებრი ნივთიერება, რომელსაც მეკონიუმი ეწოდება, შედგება ლორწოსგან, საშვილოსნოს სითხისგან და სხვა ყველაფრისგან, რასაც ნაყოფი ითვისებს დედის სხეულში ყოფნის დროს. მაგრამ მას ჯერ კიდევ არ აქვს ნაწლავის ბაქტერიები, რომლებიც ხდის  განავალს სუნიანს. დაახლოებით ერთი დღის შემდეგ, განავალი ხდება მწვანე, ყვითელი ან ყავისფერი – ნაცნობი სუნით.

  • ჩვილები თავიდან ცრემლების გარეშე ტირიან.

ბავშვები ტირილს იწყებენ დაახლოებით 2-3 კვირის ასაკში, მაგრამ ხშირად ცრემლები არ ჩნდება ერთი თვის ასაკამდე. გვიანი შუადღე და  ადრეული საღამო კოლიკის დროა. მისი პიკი დაახლოებით 6-8 კვირის ასაკშია სრულ ვადაზე დაბადებული ჩვილებისთვის. 3 თვის შემდეგ, ჩვეულებრივ, ეს ქარიშხალი გადაივლის (ნაადრევად დაბადებულ პატარებს შეიძლება ოდნავ მეტი დრო დასჭირდეთ).

კოლიკის შესახებ შეიტყვეთ მეტი ჩვენი სტატიიდან https://dedamicis.ge/kolika/

  • ზოგჯერ ჩვილები სუნთქვას წყვეტენ.

ძილის დროს სუნთქვისას მათ შეუძლიათ 5-10 წამიანი პაუზა გააკეთონ – ეს საკმარისი დროა იმისთვის, რომ ახალბედა მშობლები შეშინდნენ. არარეგულარული სუნთქვა ნორმალურია. (მაგრამ თუ თქვენი ბავშვი დიდი ხნით წყვეტს სუნთქვას ან გალურჯდება, გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.)

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5