გილოცავთ! თქვენი პატარა ნახევარი წლისაა. თქვენ და თქვენს პატარას ახალი თავგადასავლები გელით, ამ თვეში მან შეიძლება ისწავლოს დაჯდომა და პირველი მყარი საკვებიც კი მიიღოს. გაეცანით მისი განვითარების შესახებ ინფორმაციას, რა ახალი საკვების გასინჯვა და აღმოჩენა შეუძლია მას, როგორი შეიძლება იყოს მისი ძილის რუტინა და რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ დედმამიშვილების ეჭვიანობის შემთხვევაში.
ბავშვის განვითარების სტადიები
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თქვენმა პატარამ ახალი უნარები და შესაძლებლობები შეიძინა. მაგალითად, ახლა მას შეეძლება მისგან მოშორებით არსებული ობიექტების და მოძრავი ობიექტების კარგად დაკვირვება. შეამჩნევთ, რომ მისი სახელის გაგონების შემთხვევაში ადგილიდან დაიძვრება ან შეაჩერებს იმ მოქმედებას, რომლითაც დაკავებულია, როდესაც ეტყვით არას.
ფიზიკური განვითარება: პირველი კბილი!
ისინი იზრდებიან ძალიან სწრაფად, როცა თქვენი შვილი 6 თვისაა, მისი წონა შეიძლება დაბადების წონას ორჯერ აღემატებოდეს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ყველა ბავშვის ზრდის ტემპი არ არის იდენტური. ამ ეტაპზე თქვენი ბავშვი დაახლოებით 400-600 გრამს მოიმატებს თვეში და 7 თვიდან დაახლოებით 200-300 გრამს.
ამ დროისათვის თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ ერთი ან ორი კბილი – ან არცერთი, პირველი კბილის გამოჩენის ასაკი მკვეთრად განსხვავდება ბავშვებში. კბილების და ღრძილების მოვლა აუცილებელია. თუ გაინტერესებთ, როგორ უნდა მოუაროთ თქვენი პატარას კბილებს, უბრალოდ ნაზად გაუსვით ბავშვის ზომის კბილის ჯაგრისით და კბილის პასტის მცირედი გამოყენებით, დაახლოებით ბრინჯის მარცვლის ზომის.
დარწმუნდით, რომ თქვენი პატარა არ იძინებს ბოთლით პირში, ეს ხელს შეუწყობს პირის ღრუს დაავადებების თავიდან აცილებას და ასევე მდგომარეობას, რომელსაც „ბოთლის პირს“ უწოდებენ, როდესაც რძე ან წვენიდან მიღებული შაქარი ჭამს კბილების მინანქარს.
შეგრძნებები: თქვენს პატარას სრული ოთახის დანახვა შეუძლია
თქვენი პატარას სიღმისეული აღქმა გაუმჯობესდა. ის შეიძლება ახლა უფრო შორს ხედავდეს, ალბათ რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით. მას შეუძლია ობიექტზე ფოკუსირება და ფერების განსხვავება.
მოძრაობა: ჯდომა დახმარებით
თქვენი პატარა დღითი დღე ძლიერდება და ხდება უფრო მოძრავი. დაახლოებით 6 თვის ასაკში მან შეიძლება შეძლოს ორივე მხარეს გადატრიალება. თვალყური ადევნეთ, რომ არ გადმოვარდეს ლოგინიდან ან დივანიდან. უმჯობესია არ დაუშვათ, რომ ახალი უნარებით გაგაოცოთ, როდესაც ამას არ ელოდებით.
თითეული მოძრაობა თქვენს პატარას შემდეგი ეტაპისთვის ამზადებს. როდესაც მისი კისერი და ტანი გაძლიერდება, მან შესაძლოა შეძლოს ჯდომა, მისაყუდებლის გარეშე. რამოდენიმე კვირაში ის მეტად თავდაჯერებული გახდება და შეძლებს დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად ჯდომას.
პიროვნება: თქვენი ბავშვი ცნობს მის სახელს
თქვენი ბავშვი პატარა კომუნიკატორად იქცევა მას შემდეგ, რაც პირველი თვეების განმავლობაში მუდმივად ისმენდა თქვენს ხმას და თქვენს მიერ გამოცემულ ხმებს ამჩნევდა. მან შეიძლება დაიწყოს სიტყვის ბგერების მიბაძვა დაახლოებით 6 თვის ასაკში. თუ მას სახელით მიმართავთ, მან შეიძლება თავი დაანებოს კონკრეტულ საქმიანობას და თქვენკენ გამოიხედოს. ასევე, როდესაც თქვენ ეტყვით სიტყვას „არა“, მან შეიძლება საპასუხოდ შეაჩეროს მისი ქმედება. ნელ-ნელა თქვენი პატარა დაიწყებს სიტყვების ერთმანეთთან დაკავშირებას. ამაღელვებელი იქნება იმის შემჩნევა, როგორ ვითარდება მისი ენობრივი უნარები მომდევნო თვეებში!
მას შემდეგ, რაც თქვენი პატარა ცნობისმოყვარეობას იკმაყოფილებს და მეტად მოძრავი ხდება, შეიძლება ცოტათი შეუპოვარი გახდეს. მის ასაკში დისციპლინა არის თქვენი ბავშვის უსაფრთხოების დაცვა. საზღვრების დაწესება დაგეხმარებათ პატარაობიდანვე ასწავლოთ მისთვის მისაღები და მიუღებელი ქცევა. 6 თვის ასაკისთვის ქცევების განმტკიცებისთვის საუკეთესო საშუალება არა მისი დასჯა, არამედ სასურველი ქცევის წახალისება/დაჯილდოვებაა. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი პატარა ისეთ რამეს აკეთებს, რაც არ არის ნებადართული, შეაჩერეთ ის, აუხსენით, რომ ეს არასწორია და დააინტერესეთ რამე უფრო საინტერესო აქტივობით.
როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის განვითარებას
შეგიძლიათ აქტიური მონაწილეობა მიიღოთ თქვენი შვილის სასწავლო მოგზაურობაში. კითხვა, სიმღერა, ლაპარაკი და ბავშვთან თამაში ყოველდღიურ პროცესში, არა მხოლოდ გაკავშირებთ და მიჯაჭვულობას ქმნის თქვენს შვილთან, არამედ ხელს უწყობს მისი ტვინის განვითარებას. თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ, რომ სიტყვები, რომლებიც თქვენს შვილს ესმის პატარა მარცვლებია, თითოეული მათგანი ინერგება მის გონებაში და დაეხმარება მას ტვინში ლექსიკური ტყის განვითარებაში. ხმამაღლა კითხვა მას არამხოლოდ ასწავლის ახალ სიტყვებს, არამედ ხელს უწყობს სმენის უნარის განვითარებას, გააცნობს მას ახალ კოცნეფციებს და იდეებს, ასწავლის მას სამყაროს შესახებ და აძლევს გაკვთილებს თუ როგორ უნდა იურთიერთოს.
თქვენ პატარას კითხვა შეიძლება ასევე დაეხმაროს სოციალურ და ემოციურ ზრდაში. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ემოციებითა და ხმოვანი ეფექტებით წაუკითხავთ. თქვენს პატარას სურს, რომ წაიკითხოს, დაათვალიეროს, დააფიქსიროს და შეეხოს გვერდებს. ეს ასევე ეხმარება მას საკუთარი სოციალური განვითარებისა და აზროვნების უნარების ჩამოყალიბებაში. რაც უფრო მეტი სიტყვა ესმის, ის უფრო მეტად შეეცდება ბგერების მიბაძვას, შეეცდება დაიმახსოვროს სიტყვები და ამოიცნოს სურათები. შეეცადეთ, გამოყოთ გარკვეული დრო, რომ წაუკითოთ ყოველდღე და მალე ნახავთ, რომ ეს არის საქმიანობა, რომელიც ორივეს გიყვართ.
ბავშვის კვება
შესანიშნავი დროა თქვენი 6 თვის ბავშვს გააცნოთ მყარი საკვები. იპოვეთ დღის მანძილზე დრო, როდესაც თქვენი პატარა არ არის დაღლილი და ოდნავ მშიერია, ჩასვით ბავშვის სკამში და პატარა კოვზის დახმარებით აჭამეთ. კოვზი მის ტუჩებთან ახლოს მიიტანეთ, მიეცით საშუალება იგრძნოს სუნი და დააგემოვნოს საჭმელი. მან შეიძლება უარი თქვას საკვების მიღებაზე, მაგრამ სცადეთ განმეორებით ერთი წუთის შემდეგ. სავსებით ნორმალურია, რომ პირველმა რამოდენიმე კოვზი საკვები თქვენი პატარას ნიკაპზე, სკამზე ან იატაკზე მოხვდეს.
ბავშვების უმრავლესობა იწყებს რკინით მდიდარი ერთკომპონენტიანი მარცვლეულის ფაფით, რომელიც გაზავებულია დედის ან ხელოვნურ რძეში. თუ არ ხართ დარწმუნებული იმაში, თუ რა აჭამოთ თქვენს პატარას, მიმართეთ რჩევისთვის თქვენი ბავშის პედიატრს. მიეცით თქვენს შვილს ერთდროულად მხოლოდ ერთი ახალი საკვები და დაელოდეთ რამდენიმე დღე, სანამ მენიუში ახალ ინგრედიენტს შემოიტანთ. ყურადღება მიაქციეთ გამონაყარს, დიარეას ან პირღებინებას. მათი გამოჩენის შემთხვევაში, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს პედიატრთან, რათა გამორიცხოთ რაიმე საკვების ალერგია ან მგრძნობელობა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ან ბავშვის მამას გაქვთ საკვებზე ალერგია. დარწმუნდით, რომ თქვენი ბავშვი ზის სწორად და მიეცით მას მხოლოდ რბილი, ადვილად გადასაყლაპი საკვები, რომ არ გადასცდეს. არ მისცეთ ფაფა ბოთლით, რადგან ეს ასევე შეიძლება საფრთხის შემცვლელი იყოს პატარასთვის.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პატარას კვების რაციონი მრავალფეროვნდება, მას აუცილებლად დასჭირდება დედის რძე ან ფორმულა დაახლოებით ყოველ ოთხ-ხუთ საათში.
6 თვის ბავშვის ძილი
6 თვის ასაკში ბავშვს ისევ 12-16 საათის ძილი სჭირდება დღეში. ამ ასაკში ღამის ძილი შეიძლება 9 საათის მანძილზე გაგრძელდეს, ზოგჯერ უფრო დიდხანს, რამოდენიმე ხანმოკლე გამოღვიძებით. დღის მანძილზე მას კვლავაც დასჭირდება 2 ან 3 ძილი.
თქვენი ბავშვის ჯანმრთელობა: ყურის ტკივილი და ინფექციები
რაც მეტად აქტიური და მოძრავი ხდება და მეტ ობიექტთან აქვს შეხება, უფრო მეტი ინფექციების რისკის ქვეშ ხვდება თქვენი პატარა. აირიდეთ ვირუსის ან გაციების მატარებელ ადამიანებთან შეხვედრა, თუმცა ზოგჯერ ავადობის აცილება შეუძლებელია. 6 თვის ბავშვებში ზოგადი ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება იყოს:
ფაღარათი – ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ვირუსებთან ან ბაქტერიებთან კონტაქტით, ახალი საკვების მიღებით, როგორიცაა ხილის წვენი, ან იმის გამო, რომ თქევნს პატარას ალერგია აქვს საკვებზე.
ცხელება – ჩვილებს შეიძლება ჰქონდეთ უფრო მაღალი ტემპერატურა, ვიდრე უფროსი ასაკის ბავშვებს. თავის მხრივ, ცხელება არ არის დაავადება, არამედ ესაა სიმპტომი. ეს შეიძლება იყოს ნიშანი, რომ თქვენი ბავშვის ორგანიზმი ებრძვის ინფექციას.
ყურის ინფექცია – შუა ყურის ინფექციები ხშირია ჩვილებისა და 6 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში. თუ თქვენი პატარა გრძნობს დისკომფორტს, თქვენ შეგიძლიათ მისცეთ მას გარკვეული პრეპარატები მისი ასაკის შესაბამისად, პედიატრთან შეთანხმებით. ან მის ყურზე გამოიყენოთ თბილი კომპრესები, რომლებიც ტკივილის გაყუჩებაში დაეხმარება. ყურის ზოგიერთი ინფექცია არის გამოწვეული ბაქტერიებით და ამ შემთხვევაში შესაძლებელია დაგჭირდეთ ანტიბიოტიკებიც, რომლებიც თქვენი პედიატრის მიერ უნდა იქნეს დანიშნული.
ბავშვებს უყვართ სამყაროს აღმოჩენა ნივთებთან პირით კონტაქტით, რაც არის ინფქეციების გადატანის პირველწყარო. შესაბამისად დარწმუნდით, რომ ნივთები, რომლებიც თქვენი პატარას ხელში ხვდება უსაფრთხო და სუფთაა ბაქტერიებისგან, რათა თავიდან აიცილოთ ინფექციები.
ხშირად დასმული კითხვები
რა ტიპის სათამაშოებია კარგი 6 თვის ასაკის ბავისთვის? – სათამაშოები, რომლებიც ბავშვის განვითარებას ეხმარება, როგორიცაა საჩხარუნო, უტეხი სარკე, პირამიდა.
როგორ სწავლობენ ბავშვები ჯდომას? – თავდაპირველად თქვენს პატარას შეიძლება დასჭირდეს დახმარება, რომ შეძლოს დაჯდომა. შემდეგ ის შეისწავლის, როგორ დაიჭიროს თავი და ეტაპობრივად განავითარებს. საბოლოო ჯამში კი მოძლიერდება და დამოუკიდებლად შეძლებს დაჯდომას.
რატომ იღვიძებს ბავშვი ღამით? – ზოგჯერ თქვენი ბავშვი ღამით იღვიძებს, რადგან ის მშიერია ან საჭიროა მისი საფენი შეიცვალოს.
თქვენი ცხოვრება მშობლის როლში
თუ თქვენ გყავთ უფროსი ასაკის შვილები, განსაკუთრებით თუ ისინი 2 წელზე უფროსი ასაკის არიან, შეიძლება შეამჩნიოთ მათი დაპირისპირების ნაპერწკლები. როდესაც თქვენი პატარა იზრდება და იქცევს უფრო მეტ ყურადღებას, თქვენი უფროსი შვილი შეიძლება იყოს ოდნავ შეშფოთებული ყურადღების ცენტრში არყოფნის გამო. შეგიძლიათ შეეცადოთ და ხელი შეუწყოთ უფროსი ასაკის შვილის გრძნობების დარეგულირებას. დაიხმარეთ თქვენი უფროსი შვილი პატარას მოვლაში – წაიკითხეთ ერთად ან იმღერეთ. ეს შეიძლება ყველასთვის სასიამოვნო იყოს და უფროსი დედმამიშვილები უფრო მეტად ჩართოს პატარას ცხოვრებაში.
თქვენი გეგმები ამ თვეში
პედიატრთან გეგმიური ვიზიტი.
წყარო: https://www.pampers.com/en-us/baby/development/article/6-month-old-baby