თქვენი და თქვენი ბავშვის ყოველდღიური ცხოვრება სავსეა გამოწვევებით, სიურპრიზებით, დიდი მიღწევებით და პატარა გამარჯვებებით. გახსნილობა და მოქნილობა დაგეხმარებათ გაადლახოთ ყველა სირთულე. ქვემოთმოყვანილი რჩევებით თქვენ ისწავლით რას შეიძლება აკეთებდეს 7 თვის ბავშვი ამ თვეს და როგორ უნდა განეწყოთ მათ მიმართ.
ბავშვის განვითარების სტადიები
ფიზიკური განვითარება: ახალშობილობის წონის გაორმაგება
ამ თვის ბოლოს თქვენი პატარა შეიძლება ახალშობილობის წონაზე 2,5-ჯერ დიდი იყოს. გეგმიურ ვიზიტზე პედიატრი შეამოწმებს მის წონას, სიგრძეს და თავის გარშემოწერილობას და გეტყვით, რამდენად შეესაბამებიან ისინი ბავშვის ზრდის გეგმას.
შეგრძნებები: იმიტირების თამაში
ამ თვიდან შეიძლება განსაკუთრებული როლი გოქონდეთ იმაში, თუ როგორ განვითარდება თქვენი ბავშვის ენა, რამდენადაც ბავშვი იწყებს თქვენი ნათქვამი სიტყვების ხმების გამეორებას. წაახალისეთ მისი მცდელობები, ელაპარაკეთ ხშირად და გაუმეორეთ ისეთი მარტივი სიტყვები, როგორიცაა მამა, დედა. ბავშვმა შეიძლება გაიმეოროს და პასუხი გაგცეთ სხვადასხვა ტონალობებზე, რომელსაც გამოიყენებთ. მაგალითად თუ აუწევთ ხმას, შეიძლება იტიროს, თუმცა თუ მშვიდი ხმით დაელაპარაკებით, შეიძლება თავი გამხნევებულად იგრძნოს და შეწყვიტოს ტირილი.
მოძრაობა: – მოძრაობა უფრო კოორდინირებული და დამოუკიდებელია
ამ თვეში ყველაზე განსაკუთრებული ცვლილება არის ის, რომ ბავშვს შეუძლია აკონტროლოს მოძრაობები:
- შეუძლია ნივთები გადაიტანოს ერთი ხელიდან მეორეში. შეიძლება დაინახოთ, რომ ის ნივთებს აყირავებს და უცვლის ადგილს მათი შესწავლისას.
- შეუძლია გადაბრუნდეს ორივე მხარეს. ბავშვების უმეტესეობა სწავლობს მუცლიდან ზურგზე გადაგორებას. ამ ცვლილებასთან განსაკუთრებით ფრთხილად იყავით, თუ ის მაღალ ზედაპირზეა, მაგალითად გამოსაცვლელ მაგიდაზე.
- თუ თქვენი ბავშვი ზის, შეიძლება წამოიწიოს და ხელები წინ გამოწიოს ზურგისთვის მხარდასაჭერად. ასეთ დროს მიეცით სათამაშო, რომ ფოკუსირდეს და შეინარჩუნოს ბალანსი. მალე არ დასჭირდება ხელები მხარდაჭერისთვის და დამოუკიდებლად შეძლებს წამოჯდომას.
- თუ ბავშვი ზურგზე წევს, შეიძლება მიწვდეს და ხელი მოკიდოს თითებს. ის ნელნელა სწავლობ,ს რა შეუძლიათ მის სხეულის ნაწილებს და ეჩვევა ახალ შეგრძნებებს.
- ყველა ბავშვი უნიკალურია, თუმცა ზოგიერთმა 7 თვის ბავშვმა შეიძლება ხოხვაც კი დაიწყოს.
პიროვნება: თქვენ გაიგებთ, როცა ბავშვს რაიმე უნდა!
7 თვის ბავშვი ნელნელა სწავლობს, როგორ გამოხატოს თავისი მოთხოვნილებები . მაგალითად, ადრეულ თვეებში ბავშვი ტიროდა, როცა შიოდა ან თავს არაკომფორტულად გრძნობდა, მაგრამ ახლა ის იტირებს განსხვავებული მიზეზების გამო. მაგალითად, შეიძლება იტიროს იმისთვის, რომ მიგანოშნოთ რომ სხვა სათამაშო უნდა, ან მოწყენილია და უნდა რაიმე განსხვავებული გააკეთოთ ან თავს ცუდად გრძნობს, რადგან ვიღაც უცნობს უჭირავს ხელში.
მართალია, ყოველთვის არ მოგეწონებათ მისი ტირილი ან ყურადღების მისაქცევად ნივთების ძირს დაყრა, მაგრამ დადებითი მხარე ის არის, რომ ბავშვი უფრო მეტად ამყარებს კომუნიკაციას, ავლენს ხასიათს და ტემპერამენტს. ყველა უნიკალურია, ამიტომ სცადეთ იპოვოთ ის გზა, რომელიც თქვენთვის და თქვენი ბავშვისთვის იქნება მისაღები. მაგალითად, თუ დამატებით დამშვიდება სჭირდება დაძინებამდე, დაამშვიდეთ ის. თუ პირიქით, ურჩევნია მარტო დარჩეს და ისე დაიძინოს, დატოვეთ ის მარტო. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი ბავშვის არჩევანი შეიძლება შეიცვალოს თვიდან თვემდე. ის სწავლობს სამყაროს და საკუთარ ადგილს მასში.
როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის განვითარებას
7 თვის ბავშვებს უყვართ ნივთები და სათამაშოები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული ფორმები, ფერები, ზომები. ასევე უყვართ, როცა ნივთები გამოსცემენ ხმებს. აუცილებელი არ არის 7 თვის ბავშვს უყიდოთ უამრავი სათამაშო მათი განვითარებისთვის. მეტიც, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ის დაინტერესდეს საოჯახო ნივთებით, როგორიცაა ქვაბები და ტაფები, ხის კოვზები და ფერადი ფოტოებით სავსე ჟურნალები. დარწმუნდით, რომ რა ნივთიც არ უნდა ეჭიროს, ის არის უსაფრთხოდ.
ბავშვთან ლაპარაკი, მისთვის კითხვა, მოსმენა და მის ბუტბუტზე პასუხის გაცემა, მისი გასეირნება კარგი საშუალებებია მისი განვითარებისთვის. შეიძლება ასევე უმღეროთ ბავშვს ან იცეკვოთ, როცა ხელში გიჭირავთ. თუ უცხო ენაზეც საუბრობთ, ისაუბრეთ ამ ენაზე ბავშვთან.
როცა თქვენი ბავშვი უფრო მოძრავი გახდება, დარწმუნდით, რომ მისი გარემო უსაფრთხოა. მაგალითად, შექმენით სათამაშო კუთხე, სადაც შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ მის თამაშს.
ბავშვის კვება
ამ დროისთვის შეიძლება ბავშვს გააცნოთ მყარი საკვები.
- ამ დროისთვის მყარი საკვები შემცვლელია – ბავშვის კვების რაციონი ძირთადად ისევ ძუძუს რძით ან ფორმულით შედგება. კვების შეცვლის მიზანია გააცნოთ ბავშვს კოვზიდან კვება. არ გაგიკვირდეთ, თუ საჭმლის უმეტესობა აღმოჩნდება მის სახეზე ან იატაკზე.
- გამოიყენეთ პატარა ზომის კოვზი და შესთავაზეთ კოვზის ნახევარი ან კიდევ უფრო ცოტა.
- დარწმუნდით, რომ ბავშვი გამართულად ზის, მაგალითად, თქვენს კალთაში ან მაღალ სკამზე.
- შეარჩიეთ ისეთი დრო, როცა თქვენი ბავშვი არ არის დაღლილი, უხასიათოდ ან ზედმეტად მშიერი.
- მიაწოდეთ კოვზი ძუძუთი ან ბოთლიდან კვების შედეგ. ეს დაეხმარება ასოციაცია გაუჩნდეს კოვზსა და ძუძუს ან ბოთლს შორის.
- მიეცით ბავშვს ბურღულეული, რომელიც შერეულია ფორმულასთან, დედის რძესთან ან წყალთან, პიურედ ქცეული ბოსტნეული ან ხილი. ყველაზე კარგი გზაა მისცეთ ერთი ახალი საჭმელი ერთ ჯერზე რამდენიმე დღის განმავლობაში, რათა შეამოწმოთ აქვს თუ არა ალერგია მასზე.
- თუ გსურთ საკუთარი საჭმლის მომზადება, შეიძლება გამოიყენოთ ბლენდერი, ან ჩანგალი ხილისა და ბოსტნეულის დასაჭყლეტად. დარწმუნდით, რომ საჭმელი კარგად მოხარშულია, რბილია და არ არის შეზავებული, მათ შორის არ აქვს მარილი.
- დაიმახსოვრეთ, რომ ბავშვი შეიძლება ჯერ არ იყოს მზად მყარი საკვებისთვის და ეს გაჩვენოთ თავად. მაგალითად, თუ ბავშვი სახეს ატრიალებს და იწყებს ტირილს, როცა აწვდით პიურეს, უმჯობესია თავი დაანებოთ და თავიდან საცადოთ რამდენიმე დღეში ან კვირაში.
- როდესაც თქვენი ბავშვი დამოუკიდებლად წამოჯდომას ისწავლის, შეგიძლიათ მისცეთ საჭმელი, რომლის დაჭერასაც შეძლებს, ე.წ. „finger foods”.
- რამდენადაც ყველა შემთხვევა უნიკალურია, დაეკითხეთ თქვენ ექიმს სჭირდება თუ არა ბავშვს დე ვიტამინის ან რკინის შემცვლელების დამატება.
რა რაოდენობის საჭმელი უნდა მივცეთ 7 თვის ბავშვს
მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში ბავშვი ისწავლის, როგორ უნდა მიირთვას მყარი საკვები კოვზიდან, გააგრძელეთ ძუძუთი და ბოთლით კვება, რამდენადაც მიცემული მყარი საკვებიდან ცოტა აღმოჩნდება ბავშვის მუცელში. თუ განიცდით, რომ ზედმეტად კვებავთ ბავშვს გადაამოწმეთ ექიმთან.
სველი და დასვრილი საფენების შემოწმება
როგორ ცვლის მყარი საკვები ბავშვის განავალს?
მყარი საკვების მიცემასთან ერთად შეიძლება შენიშნოთ, რომ შეიცვლება განავლის ფერი და კონსისტენცია. ის გახდება უფრო მყარი და სუნიანი. თუ ამჩნევთ წყლიან განავალს, დაეკონტაქტეთ ექიმს, შეიძლება საჭმელმა გააღიზიანოს ახალშობილის კუჭი.
ბავშვის ზრდასთან ერთად დაგჭირდებათ უფრო დიდი ზომის პამპერსი.
7 თვის ბავშვის ძილი
ამ ასაკის ბავშვებს ძინავთ 12-16 საათი 24 საათის განმავლობაში, რაც მოიცავს დღის განმავლობაში ორ – სამ ჩაძინებას. კარგი იქნება, თუ მისცემთ ბავშვს იმდენი ძილის უფლებას რამდენიც უნდა, უბრალოდ უზრუნველყავით, რომ დღის განმავლობაში საკმარისი დროით ღვიძავს, იმისთვის რომ დაიღალოს და ღამით მარტივად დაეძინოს.
იმისათვის, რომ ბავშვს დაეხმაროთ მარტივად დაძინებაში, შეიძლება დაგჭირდეთ მოკლე, დამამშვიდებელი რუტინის შექმნა. ეს შეიძლება იყოს თბილი აბაზანა, სიმღერა ძილის წინ, ძუძუთი ან ბოთლით კვება. დააწვინეთ ბავშვი გვერდზე ან ზურგზე, როცა ჯერ კიდევ ღვიძავს, რომ საბოლოოდ დაიძინოს თავისით. თუ ბავშვი ტირის, როცა ტოვებთ ოთახს, დაბრუნდით და დაამშვიდეთ, შემდეგ კი ისევ დატოვეთ. დროის გასვლასთან ერთად ის უფრო და უფრო ნაკლებს იტირებს ღამით.
უსაფრთხო მგზავრობა
ბავშვის ზრდასთან ერთად დგება საკითხი, როდის უნდა შეიცვალოს ქარსითი. ამისთვის შეგიძლიათ შეამოწმოთ ქარსითის მწარმოებლის ინსტრუციები. ექსპერტების რეკომენდაციით, შესაძლებელია ბავშვმა ისარგებლოთ ქარსითით, სანამ არ მიაღწევენ მწარმოებლის რეკომენდაციებით განსაზღვრულ მაქსიმალურ ასაკს.
სკამი ყოველთვის უნდა იყოს უკანა სავარძელზე (სასურველია შუაში), და ყოველი მგზავრობისას შეკრული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების ღვედები. სკამი უნდა იყოს დამონტაჟებული სწორად, არ ქვს მნიშვნელობა ვის მანქანაშია ბავშვი. შესაბამისად, დარწმუნდით რომ ბავშვის ბებიამ და ბაბუამ, ძიძებმა და ყველამ იცოდეს, როგორ უნდა დაამონტაჟონ და გამოიყენონ ქარსითი.
ბავშვის ჯანმრთელობა – რა არის კრუპი?
- კრუპი – შემოდგომაზე და ზამთრის თვეებში (შეიძლეა სხვა დროსაც) ბავშვი შეიძლება ახველებდეს ან ხიხინებდეს სუნთქვისას. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კრუპის გამო. ეს ინფექცია, როგორც წესი ემართებათ ბავშვებს 3 თვიდან 3 წლამდე. ორთქლის ჩასუნთქვა შეიძლება დაეხმაროს ხველების შემსუბუქებაში. ამისთვის, ჩართეთ ცხელი წყალი აბაზანაში და დახურეთ კარი და ფანჯრები 15-20 წუთის განმავლობაში. დაჯექით ორთქლიან ოთახში პატარასთან ერთად რამდენიმე წუთით, დარწმუნდით რომ ბავშვი არ გადახურდა. შესაბამის ამინდში რეკომენდირებული შეუძლება იყოს გარეთ გასეირნება, რომ ბავშვმა შეისუნთქოს გრილი, ტენიანი ღამის ჰაერი.
- პნევმონია – ფილტვების ინფექციის რისკი გავრცელებულია გრილ თვეებში. სიმპტომები მოიცავს ხველებას, სუნთქვის გართულებას, სიცხეს ან გადაღლას. თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენი პატარა ავადაა, წაიყვანეთ პედიატრთან. პნევმონია შეიძლება გამოწვეული იყოს ვირუსის ან ბაქტერიის გამო. თქვენი ექიმი გაგიწევთ შესაბამის მკურნალობას.
- ყელის ტკივილი – რთული მისახვედრია, რომ ბავშვს ყელი სტკივა, რამდენადაც მას არ შეუძლია სიტყვებით გადმოსცეს, რას გრძნობს, თუმცა შეიძლება შეამჩნიოთ, რომ უჭირს გადაყლაპვა. მტკივანი ყელი შეიძლება გამოწვეული იყოს ბაქტერიით და ვირუსით, პატარა გამოჯანმრთელდება საშუალოდ ერთ კვირაში ან 10 დღეში. თუ გგონიათ, რომ ბავშვს ყელი სტკივა, წაიყვანეთ ის ექიმთან შემდგომი გამოკვლევებისთვის.
- გაციება – ეს ინფექციები ყველაზე მეტადაა გავრელებული ბაშვებში და პატარებში. ახალშობილები პირველი 24 თვის განმავლობაში დაახლოებით 8-10-ჯერ ცივდებიან. გაცივბის რისკის შესამცირებლად შეგიძლიათ აარიდოთ ბავშვი იმ ხალხს, ვინც უკვე გაციებულია. ცხადია, ეს ყოველთვის შესაძლებელი არ არის. მაგალითად, ბავშვები შეიძლება მარტივად გაცივდნენ სხვა ბავშვებთან ახლო კონტაქტის შედეგად. კარგი ის არის, რომ გაციების უმეტესობა თავისით გადის 7-10 დღის განმავლობაში. სიმპტომები მოიცავს სურდოს, ცემინებას, სიცხეს, ყელის ტკივილს და ოდნავ დასიებულ გლანდებს. ყოველთვის კარგია, რომ გადაამოწომთ ექიმთან, როგორ უნდა გაუმკლავდეთ თითოეულ სიმპტომს.
როგორ გავუსინჯოთ სიცხე ბავშვს
ექიმები რეკომენდაციას უწევენ ელექტრო თერმომეტრის გამოყენებას. ყველაზე უსაფრთხო გზა რექტალური გზით სიცხის გაზომვაა. ამისთვის ცოტა რაოდენობით ბავშვის კრემი წაუსვით თერმომეტრის წვერს, დააწვინეთ ბავშვი ზურგზე, ფეხები აუწიეთ მკერდამდე. წვერის დაახლოებით ½ ნაწილი შეყავით და დაელოდეთ რამდენიმე წუთი ან სანამ თერმომეტრი არ მოგცემთ ნიშანს, რომ ტემპერატურა გაზომილია.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ანტიბიოტიკებზე
ანტიბიოტიკები სასარგებლო და ძლიერი მედიკამენტებია, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ, ისინი ეფექტურები არ არიან გავრცელებული ინფექციების მიმართ. მაგალითად, როგორიცაა ვირუსები, რომლებიც იწვევს გაციებას და სურდოს. ბავშვის ექიმი ყველაზე კარგად დაგეხმარებათ განსაზღვროს სწორი ანტიბიოტიკები. ზოგიერთ შემთხვევებში ვირუსული ინფექციები იწვევევენ ბაქტერიულს, და ექიმმა უნდა განსაზღვროს საჭიროა თუ არა ანტიბიოტიკი. იმ შემთხვევაში, თუ ექიმმა გამოგიწერათ ანტიბიოტიკები, მნიშვნელოვანია ბავშვმა მიიღოს მკურნალობის სრული კურსი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თავს კურსის დასრულებამდეც უკეთ გრძნობდეს.
ხშირად დასმული კითხვები
7 თვის ბავშვი იწყებს სიარულს? ყველა ბავშვი განსხვავებულია, თუმცა პირველ ნაბიჯებს როგორც წესი პირველი დაბადების დღისთვის დგამენ.
7 თვის ბავშვები ხოხავენ? ზოგი ბავშვი შეიძლება ხოხავდეს 7 თვის ასაკში, მაგრამ როგორც წესი ხოხვას იწყებენ 7-10 თვეების განმავლობაში. ზოგიერთი ბავშვი საერთოდ ტოვებს ხოხვის ფაზას.
რა შეიძლება ვაჭამო 7 თვის ბავშვს? დედის რძეზე ან ფორმულაზე დამატებით შეგიძლიათ შესთავაზოთ ბურღულეული, რომელიც შერეულია დედის რძესთან, ფორმულასთან ან წყალთან, ბოსტნეულის ან ხილის პიურე. შემდგომი რამდენიმე თვის შემდეგ შეგიძლიათ უკვე შეთავაზოთ ხორცის და კვერცხის პიურე.
7 თვის ბავშვს უნდა მივცე წყალი? თუ ბავშვს კვების შორის შუალედში სწყურია, მიეცით რძე ან წყლის პატარა ყლუპები. როცა ბავშვი დაიწყებს მყარი საკვების მიღებას, მიეცით მას ცოტა წყალი კვებებს შორის. თუ ცხელი ამინდია, მიეცით მას დამატებით წყალი ორჯერ ან სამჯერ დღეში გაუწყლოვანების თავიდან ასაცილებლად.
თქვენი ცხოვრება მშობლის როლში
სტრესის შესამცირებელი რჩევები მშობლებს
- მიიღეთ დახმარება. შეუძლია ვინმეს დაგეხმაროთ სახლის საქმეებში ან ბავშვის მოვლაში?
- დარჩით მოქნილი. შეიძლება გაქვთ დიდი რუტინა, მაგრამ ბავშვმა შეიძლება გეგმები წყალში ჩაყაროს. მზად იყავით, რომ შეიძლება მოგიწიოთ გეგმების გადადება.
- არ შეადაროთ თქვენი ცხოვრება სხვას. შეამცირეთ დრო, როცა თავს დამნაშავედ გრძნობთ და არ შეადაროთ თქვენი თავი სხვებს.
- ისიამოვნეთ ცოტა საკუთარი დროით. ესაუბრეთ თქვენს მეგობრებს, დაგეგმეთ დრო თქვენს პარტინორთან, ან უბრალოდ გამონახეთ ცოტა დრო მარტო ყოფნისთვის. შეიძლება დაგჭირდეთ დროის შეთანხმება ძიძასთან ან ნათესავთან, რომ უზრუნველყოთ ბავშვის მოვლა, მაგრამ აუცილებლად მოიწყვეთ მარტო ყოფნის დრო „ბატარეების დასატენად“.
- შეზღუდეთ საკუთარ თავზე საქმეების აღება. შეიძლება დაგჭირდეთ პროექტებზე უარის თქმა ან მეგობრისთვის დახმარების უარყოფა. თქვენი ბავშვის პირველ წელს უამრავი ცვლილება ხდება და ეს არ არის საუკეთესო დრო ცხოვრების უფრო გართულებისთვის. თუმცა, თუ თვლით რომ გჭირდებათ ჰობი ან რაიმე პირადი მიზანი და ეს დაგეხმარებათ თავი იგრძნოთ ნაკლებად დასტრესილად, მაშინ აუცილებლად დაიწყეთ ასეთი საქმიანობა.
- იცხოვრეთ ჯანსაღი კვების სტილით. იკვებეთ კარგად, დაიძინეთ და ივარჯიშეთ.
თქვენი გეგმები ამ თვეში
- დარწმუნდით, რომ ბავშვის ქარსითი ჯერ კიდევ გამოგადგებათ.
წყარო: https://www.pampers.com/en-us/baby/development/article/7-month-old-baby