ახლა, როცა თქვენი ბავშვი 8 თვის გახდა, თქვენ აღმოაჩინეთ, რომ ის მეტად ცნობისმოყვარე და აქტიურია, ვიდრე აქამდე, მისი კუნთები ძლიერდება და ის ემზადება გამოიყენოს ის ხოხვისთვის, ხტუნვისთვის და საბოლოოდ სიარულისათვის. ქვემოთ მოგიყვებით, რა უნდა იცოდეთ მისი ძილის, კვების, ჯანმრთელობის შესაძლო პრობლემების შესახებ და თქვენ მზად იქნებით მისი განვითარების ამ ეტაპის წარმატებით გადასალახად.
ბავშვის განვითარების სტადიები
ამ პერიოდში თქვენი პატარას ცხოვრებაში რამდენიმე დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილება ხდება. თუ მას ჯერ კიდევ არ დაუწყია ხოხვა, ის ამისთვის უკვე აქტიურად ემზადება. მან ასევე შეიძლება შეიცვალოს ძილის ჩვევები და დამოკიდებულება მის გარშემომყოფებთან. წაიკითხეთ მეტი ინფორმაცია ამ ასაკზე და იყავით მზად, რომ გაიგოთ რა ხდება ბავშვის განვითარებაში ამ თვის მანძილზე.
ფიზიკური განვითარება:
ამ დროისათვის თქვენი პატარა მთელს ძალისხმევას დებს, რომ ფეხი წინ გადადგას. მისი წონა დაბადების წონასთან შედარებით გაორმაგებულია. საშუალოდ ამ ასაკის ბავშვის წონა 8-10 კგ-მდე მერყეობს. გაითვალისწინეთ, რომ ნორმალურია პირველი თვეების მანძილზე ჩვილების ზრდის შენელება. ყოველი ვიზიტის დროს პედიატრი გაზომავს თქვენს პატარას და შეგიძლიათ გამოიყენოთ ზრდის სქემა, რომ დარწმუნდეთ მის პროგრესში.
შეიძლება შენიშნოთ, რომ ზურგზე წოლის დროს ფეხებს მაღლა წევს. სიარულის დროს, შესაძლებელია არასწორ ნაბიჯებს დგამდეს, არ ინერვიულოთ, ეს ნორმალურია და ეტაპობრივად გასწორდება. 18 თვისთვის, ჩვილების მენჯ-ბარძაყი მჭიდროვდება, ფეხების გადაადგილებას და წინ წამოწევას ახერხებს. თქვენი ბავშვის ფეხის გულები დაცულია ცხიმის ფენით, რაც მის ფეხებს ბრტყელს აჩენს, ეს ცხიმოვანი ფენა ასევე გაქრება ორი-სამი წლის ასაკისთვის.
შეგრძნებები: ახალი გამოცდილება და რეაქციები
თვალის და ხელის გაუმჯობესებული კოორდინაცია ერთ-ერთია, რაც 8 თვისთვის შესამჩნევი განვითარებაა. მას უყვარს სხვადასხვა სახის ტექსტურის განცდა, იქნება ეს ხელში, თუ საჭმელში, რომელსაც ჭამს. მისი სმენა და ადრეული ლექსიკაც გაუმჯობესებულია, ასე რომ დარწმუნდით, რომ ესაუბრებით მაქსიმალურად გამართულად და აღუწერთ ყველა ღირსშესანიშნაობას, რომელსაც ორივე ხედავთ დღის მანძილზე.
მოძრაობა: მომზადება ხოხვისათვის
8 თვის ბავშისთვის შესამჩნევი თვისებაა დახმარების გარეშე წამოდგომა. დააკვირდით, თქვენი ბავშვი უკვე ორივე ხელით იწყებს ობიექტებისკენ გაწევას. ახლა ის მუშაობს კუნთების გაძლიერებაზე, რომელიც მას სჭირდება ხოხვისთვის, რომელიც 7-დან 10 თვემდე პერიოდში იწყება.
ახლა, როდესაც თქვენი პატარა უფრო მოძრავია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ყურადღება, განსაკუთრებით თამაშის დროს.
ერთი გზა, რითიც შეგიძლიათ მას დაეხმაროთ ხოხვაში, არის მისთვის მუცელზე ყოფნის მხარდაჭერა. ამ პერიოდში ის იდეალური პოზაა, რომ დაიწყოს ხოხვა და ისწავლოს, როგორ უნდა დაეყრდნოს ხელებს და მუხლებს. მან შეიძლება დაიწყოს უკუსვლით ცოცვა. თქვენ შეგიძლიათ გაამხნევოთ ის სათამაშოების ან სხვა საგნების მის წინ, ოდნავ მოშორებით განთავსებით და წახალისებით, რომ მიაღწიოს ამ ობიექტებამდე.
პიროვნება: სიტყვებითა და ბგერებით თამაში
თქვენი 8 თვის პატარას ენა და კომუნიკაციის უნარი ვითარდება. უკვე შეამჩნევთ, რომ ერთმანეთის გესმით. მას უკვე შეუძლია დაიმახსოვროს და გაიმეოროს მარტივი მარცვლები და იწყებს მარტივის სიტყვების ფორმულირებას, როგორიცაა დედა და მამა. თქვენს ბავშვს ახლა უფრო კარგად ესმის თქვენი სიტყვები. თუ ახსენებთ მის საყვარელ სათამაშოს, რომელიც ოთახში, მისი მხედველობის არეალშია, ის იყურება გაიხედავს მისკენ. შეუძლია გიპასუხოთ „არა“.
ის იწყებს ობიექტების მუდმივობის გაგებას. რომ ისინი მაშინაც არსებობენ, როცა მათ ვერ ხედავს. მისი ცნობისმოყვარეობა იზრდება და შეიძლება დაიწყოს ნივთების ძებნა, რომელსაც მალავთ. თქვენ შეგიძლიათ გაერთოთ ისეთი თამაშით, როგორიცაა „ჭიტა“.
განშორების შფოთვა ამ ეტაპზე იშვიათი არაა, თქვენი პატარა სწავლობს, რომ საგნები და ადამიანები მაშინაც არსებობენ, როცა ის ვერ ხედავს. ამიტომ თქვენმა მის გვერდით არყოფნამ შეიძლება გამოიწვიოს სტრესი. მას არ შეუძლია განსაზღვროს დროის რა პერიოდში დაბრუნდებით. თქვენ შეიძლება დაეხმაროთ მას ამ პერიოდის განმავლობაში შფოთვის მართვაში, შეიძლება მას ჰქონდეს სათამაშო, რომელიც მუდმივად მის გვერდითაა და სიმშვიდის განცდას შეუქმნის.
როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის განვითარებას
ბევრი გზა არსებობს თქვენი ბავშვის ინტელექტუალური და ფიზიკური განვითარების ხელშეწყობისთვის. ის არის ცნობისმოყვარე, მეტად მოძრავი და სურს, რომ ისარგებლოს ამ ახალი გამოცდილებებით. გაგიზიარებთ რამოდენიმე რჩევას მისი განვითარების პროგრესის მხარდასაჭერად :
განაგრძეთ საუბარი და კითხვა. ახალი ბგერების, ხმებისა და მარტივის სიტყვების შემოღებით შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ და გაამეორებინოთ მას.
ითამაშეთ „ჭიტა“. ამ მარტივ თამაშს, შეუძლია დაუსრულებლად გაართოს თქვენი პატარა. შეგიძლიათ დაიმალოთ რბილი ქსოვილის ქვეშ და იპოვოთ ერთმანეთი.
მიეცით ხის კოვზი, როგორც მისი მოტორული განვითარების მხარდამჭერი. შეეცადეთ ჭამის დროს ითამაშოს კოვზით, რაც დაეხმარება საკუთარი ხელით ჭამის სწავლაში.
იყავით შემოქმედებითი. გახსოვდეთ 8 თვის ბავშვისთვის სათამაშოების სილამაზე არ არის მნიშვნელოვანი, იგი ისევე გაერთობა პლასტმასის კონტეინერითა და ხის კოვზით, როგორც ძვირადღირებული გაჯეტებით.
იყავით მის სიმაღლეზე. თამაშის დროს ეცადეთ იყოთ მუდმივად მის სიმაღლეზე, რადგანაც ასეთი თამაში მისთვის მეტად გასართობია და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი.
ბავშვის კვება
თქვენი ბავშვის მენიუ შეიცავს დაფხულ ან გაზავებულ მყარ საკვებს რომელიც უნდა იყოს 8 თვის ბავშვისთვის საჭირო კალორიულობის ნახევარი, ხოლო მეორე ნახევარი მოდის დედის რძეზე ან ხელოვნურ კვებაზე. საერთო ჯამში, ახალშობილს დღეში 750-დან 900 კალორიამდე სჭირდება. თქვენი პატარას გემოვნების და ყნოსვის მგრძნობელობა გაუმჯობესებულია, ახლა შესანიშნავი დროა ახალი არომატების და ტექსტურების შესათავაზებლად. შეეცადეთ გააცნოთ მას ოდნავ უხეში საკვები, მაგალითად საბავშვო იოგურტი, შვრიის ფაფა ან დანაწევრებული ბანანი, რაც დაეხმარება საღეჭი უნარების გაუმჯობესებაში. არ ინერვიულოთ, თუ დაუყოვნებლივ არ მოიწონებს ახალ გემოებს. თქვენს პატარას შეიძლება დასჭირდეს ახალი საკვების განმეორებითი მიწოდება, რამოდენიმე თვის განმავლობაში.
თქვენი ბავშვის ჯანმრთელობა: სახლში უსაფრთხოდ ყოფნა
ამ პერიოდის ყველა მოძრაობა ამზადებს თქვენს პატარას დიდი ნაბიჯებისთვის, მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ თქვენი სახლი უსაფრთხოა თქვენი პატარას აღმოჩენებისთვის.
უსაფრთხო აპარატურა
ყველაზე მეტად გავრცელებულია საყოფაცხოვრებო უბედური შემთხვევები, ასე რომ, შეამოწმეთ რამდენად კარგ მდგომარეობაშია თქვენი ბავშვის მაგიდა, მაღალი სკამი და სხვა ტექნიკა, რომ დარწმუნდეთ ისინი აკმაყოფილებენ უსაფრთხოების სტანდარტებს.
ბავშვის საწოლის მოაჯირი
დარწმუნდით, რომ ბავშვის საწოლის მოაჯირი და რიკულები გამაგრებულია, ხოლო რიკულებს შორის მანძილი იმდენად მცირეა, რომ იქიდან გამოძრომას ვერ შეძლებს. სანამ თქვენი ბავშვი ფეხზე დადგომას შეძლებს, მაქსიმალურ სიმაღლეზე განათავსეთ ლეიბი.
მაღალი სკამი
შეარჩიეთ სკამი ფართო საყრდენით. დარწმუნდით, ყოველ ჯერზე, რომ ბავშვი სკამზე უსაფრთხოდაა და საიმედოდაა დამაგრებული, რადგან თქვენს პატარას უკვე შეუძლია მათი ახსნა. დარწმუნდით, რომ სათამაშოებს არ აქვს წვეტიანი თავი და ხვრელები, რადგან მას შეუძლია დაზიანება მიაყენოს პატარას. ასევე მნიშვნელოვანია გქონდეთ დიდი სათამაშოები, რომელთა გადაყლაპვაც რთული იქნება.
ბავშვებს წვეთი წყალიც შეიძლება გადასცდეთ, ამიტომაც მაქსიმალურად ფრთხილად იყავით ბანაობის ან წლის სმის დროს.
დახურეთ საპრიფარეშოები და ღია აუზები.
8 თვის ბავშვის ძილი
ახლა, თქვენს 8 თვის შვილს ღამით დაახლოებით 9-12 საათი უნდა ეძინოს, ხოლო დღისით ორჯერ დაიძინოს 30 წუთი – 2 საათის განმავლობაში. ეს შეიძლება ჩათვლემად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ დროისთვის ელოდეთ მისი ძილის რეჟიმის ცვლილებებს.
ამ თვეში განშორების შფოთვის დაწყებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილის რეგრესი და ბავშვი შეიძლება იღვიძებდეს მრავალჯერ ღამეში. გაეცანით რამდენიმე რჩევას, თუ როგორ დაეხმაროთ თქვენს პატარას მშვიდი ძილისთვის:
- თუ თქვენი პატარა სხვა ოთახში წევს, ჩააწვინეთ საწოლში და დატოვეთ კარი ღია. ის თავს უფრო მშვიდად იგრძნობს, როცა თქვენი ხმა მოესმება.
- ნება მიეცით ცერა თითის წოვით დაიმშვიდოს თავი.
- მიეცით სათამაშო ან პლედი, რომ მას ჩაეხუტოს და დაიმშვიდოს თავი თქვენი არყოფნის დროს. ეს მას დაცულობის განცდას გაუჩენს და დაეხმარება ძილის შებრუნებაში. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ საწოლში ნებისმიერი ნივთი ზრდის ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკს.
- ზურგზე მოეფერეთ და მანუგეშებელი სიტყვები ჩასჩურჩულეთ, თუ ღამით ტირილით მოგიხმოთ.
თუ თქვენი პატარა შუაღამისას იტირებს, თავი აარიდეთ მკვეთრი შუქის ანთებას, მის დარწევას ან გასეირნებას. ასევე, თქვენს საწოლში ჩაწვენამ ან გამოკვებამ შეიძლება გაართულოს თვითდამშვიდება.
თქვენი ცხოვრება მშობლის როლში
თუ თქვენ განიცდით განშორების შფოთვას, მნიშვნელოვანია გყავდეთ სანდო მომვლელი. შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი ნაბიჯების გადადგმაც, რომ თქვენი პატარა მოემზადოს ახალი ადამინისთვის.
ხელში გეჭიროთ შვილი, სანამ თქვენ და მომვლელი საუბრობთ, ის გაეცნობა, რომ სანდო ადამიანია. ნება მიეცით დაელაპარაკოს თქვენს პატარას ნდობის გასამყარებლად. განათავსეთ იატაკზე საყვარელი სათამაშოები და მოიწვიეთ სათამაშოდ, რომ დაახლოვდნენ და თამაშში ჩაერთოს აღმზრდელი. შეეცადეთ ფრთხილად დატოვოთ ოთახი, თუ ყველაფერი კარგად დასრულდა, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ და ანდოთ აღმზრდელს. თუ ძუძუთი კვებავთ, გაითვალისწინეთ, რომ დაახლოებით იმ პერიოდში, როდესაც ის იწყებს სხვადასხვა საკვების მიღებას, შეიძლება ნაკლებად დაინტერესდეს ძუძუთი. ამას ბუნებრივი ჩაქრობა ეწოდება. განაგრძეთ მისთვის ახალი საკვები დანამატების შეთავაზება და კვალავაც მიეცით საშუალება იკვებოს ძუძუთი, როცა გამოთქვამს ამის სურვილს.
წყარო: https://www.pampers.com/en-us/baby/development/article/8-month-old-baby