Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თქვენი პატარა უფრო და უფრო მოძრავი ხდება და შესაძლებელია, ხოხავდეს კიდეც, რაც სიამაყით განგაწყობთ. ბევრი ახალი რამ ხდება ამ თვეში, მათ შორის საკუთარი თითების ფლობა და მყარი საჭმლის ჭამა. წაიკითხეთ მეტი განვითარების სტადიების შესახებ და გაიგებთ მეტს მისი ჭამისა და ძილის ჩვევების შესახებ ამ ეტაპზე. 

ბავშვის განვითარების სტადიები

ამ ეტაპზე, თქვენს შვილს ძალიან უყვარს თამაში, განსაკუთრებით თქვენთან ერთად. თქვენ აკვირდებით მას და ხედავთ, როგორ იზრდება და იცვლება. რა თქმა უნდა, თითოეული ბავშვი განსხვავებულად  ვითარდება, თუმცა ქვემოთ წაიკითხავთ ამ თვის გამოწვებებზე და მიღწევებზე. 

ფიზიკური განვითარება: თქვენს პატარას გამოწეული მუცელი აქვს?

თითოეული ბავშვი საკუთარი ტემპით ვითარდება. გეგმიურ ვიზიტზე, პედიატრი ისევ გაზომავს თქვენი პატარას სიგრძეს, წონას და თავის გარშემოწერილობას, რაც დაეხმარება მისი ზრდის შეფასებაში.

როდესაც თქვენი პატარა იწყებს დგომას (ახლა ან რამდენიმე თვის შემდეგ), შეიძლება შენიშნოთ, რომ მისი მუცელი და უკანალი ოდნავ გამოწეულია. ეს პოზა შეიძლება ცოტა უცნაურად ჩანდეს, მაგრამ ის ნორმალურია განვითარების ამ სტადიისთვის. მისი დგომის პოზა გასწორდება, როცა ის ისწავლის წონასწორობის შენარჩუნებას, სავარაუდოდ, მეორე წლისთვის. 

შეგრძნებები: სუნების სამყარო

ამ ეტაპზე, თქვენს პატარას გრძნობის ორგანოები ეხმარებიან სამყაროს შესწავლაში. ყნოსვის უნარის განვითარებაში დასახმარებლად შესთავაზეთ მას სხვადასხვა სურნელი, მაგალითად,  სეირნობის დროს ყვავილების და ახალი ბალახის. 

მოძრაობა:  ახალი გამოცდილების შეძენა

დაახლოებით ამ დროისათვის, თქვენმა პატარამ შეიძლება აღმოაჩინოს, როგორ გადაგორდეს მუცელზე მჯდომარე პოზიციიდან და დაბრუნდეს უკან. ყველა ეს მოძრაობა აძლიერებს მის კუნთებს სიარულისთვის მოსამზადებლად. თქვენი შვილი შეიძლება ხოხავდეს ან რაიმე მსგავ მოძრაობას აკეთებდეს. გახსოვდეთ: ზოგიერთი ბავშვი საერთოდ გამოტოვებს ხოხვის ეტაპს, მაშინ როდესაც სხვებს მეტი დრო სჭირდებათ. 

თქვენი პატარას ხელისა და თითების უნარები იხვეწება. მაგალითად, მას უკვე შეუძლია მიწვდეს და თავისკენ  წამოიღოს საგნები. ამ პერიოდში, ის მუშაობს საჩვენებელი და ცერა თითებით საგნების აღების და დაჭერის უნარის განვითარებაზე. ის უკეთესად აკონტროლებს თითებს და ხელებს საგნებით თამაშისა  და საკუთარი ხელით ჭამის დროს. შეიძლება აიღოს საგანი, შეარხიოს, დაარტყას, გადააგდოს და მოსწონდეს ხმა, რომელსაც მის მიერ იატაკზე გადაგდებული ნივთი გამოსცემს. ამიტომ, დარწმუნდით, რომ მისი სათამაშოები არის უსაფრთხო და არამსხვრევადი. 

შემეცნებითი განვითარება: ცხოვრების მარტივი სიამოვნებები

თქვენს პატარას ძალიან დროით, დაახლოებით 2-3 წუთით შეუძლია შეაჩეროს ყურადღება ერთ სათამაშოზე ან აქტივობაზე, მერე სხვა რამეზე გადააქვს ყურადღება. ამ ასაკში ძვირადღირებულ სათამაშოებზე მეტად მას საყოფაცხოვრებო ნივთები, მაგალითად პლასტმასის კონტეინერები აინტერესებს. მთავარი იდეა არის ის, რომ თქვენი ბავშვი კარგად გაერთობა იმ ნივთებით, რომლებიც ოდნავ მაინც განსხვავდება მისთის უკვე ცნობილი ნივთებისგან. თუ რაიმე ძალიან ახალია, შეიძლება ის შეშინდეს ან გადაიღალოს შთაბეჭდილებით. მაგალითად, თუ თქვენი პატარა ბურღულის ყუთით თამაშობს, შეგიძლიათ ჩადოთ მასში ბურთი ან გამოაბათ ძაფი, რომ მისი თრევა შეძლოს. 

9 თვის ბავშვის ერთ-ერთი საყვარელი გასართობი სარკეა. თუ წინა თვეებში ის სარკეში „სხვა ბავშვს“ ან მაგიურ შოუს ხედავდა, ახლა ის ხვდება, რომ თავის თავს უყურებს. შეიძლება შეეხოს საკუთარ თმას ან ნიკაპზე წაისვას რამე და დააკვირდეს სარკეში. გააძლიერეთ ეს თვითაღქმა, შეეხეთ მას სხეულის სხვადასხვა ნაწილზე და უთხარით მისი სახელი. ეს წაადგება მის მეტყველებას და ლექსიკურ მარაგს. 

შეგიმჩნევიათ, როგორ აღიქვამს თქვენი პატარა? 9 თვისთვის მას შეუძლია ემოციების წაკითხვა თქვენს სახეზე. სცადეთ, არ აჩვენოთ უარყოფითი ემოციები და უზრუნველყავით ის მუდმივი და თბილი კონტაქტით, რათა იგრძნოს, რომ დაცულია და უყვართ.  

როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის განვითარებას

  • გაატარეთ დრო იატაკზე თქვენს პატარასთან ერთად. თუ თქვენი ბავშვი უკვე ხოხავს, სახალისო იქნება, თუ შექმნით დაბრკოლებებს ბალიშებითა და ყუთებით, რომ იხოხოს მათზე და მათ შორის. დაუდეთ საინტერესო საგანი, რომ მისკენ გახოხდეს. 
  • დაელოდეთ დახმარების თხოვნას. ბალანსის დაცვა ბავშვისთვის დახმარების აღმოჩენასა  და დროის მიცემაზე, რომ თავად გაართვას თავი დავალებას, მშობლობის სერიოზული გამოწვევაა. მაგალითად, თუ ბავშვს სათამაშო ბალიშის ქვეშ შეუვარდება, დაელოდეთ მის რეაქციას. თუ იმედგაცრუებას და შფოთვას შეამჩნევთ, დაეხმარეთ მის პოვნაში. ხოლო თუ ის ამას გამოწვევად აღიქვამს და ძებნას დაუწყებს, მაშინ აცალეთ ცდა.  
  • დაეხმარეთ თქვენს პატარას ხელის თითების გავარჯიშებაში უსაფრთხო სათამაშოების მიცემით. მაგალითად სამშენებლო კუბიკები, სააბაზანოს იხვები, სათამაშო მატარებელი. 
  • მიეცით თქვენს პატარას სხვა ბავშვებთან და მათ მშობლებთან ურთიერთობის საშუალება, ოღონდ დარწმუნდით, რომ ის თავს კომფორტულად იგრძნობს უცნობ ხალხთან. მიეცით მას დრო ახალ სიტუაციასთან და ადამიანებთან შესაჩვევად. 

ბავშვის კვება

ამ დროისათვის, თქვენი ბავშვის დღიური კალორების ნახევარ მყარი საკვები შეადგენს, ნახევარს კი ისევ დედის რძე ან ფორმულა. 

თქვენს 9 თვის პატარას შესთავაზეთ ხელში დასაჭერი საჭმელი, ე.წ. finger food, მაგალითად დაჭრილი ხილი და ბოსტნეული. ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება ბავშვს ჭამის დროს, რომ არ გადასცდეს დიდი ნაწილები. 

9 თვის ბავშვის ძილი

9 თვის ბავშვისთვის საკმარისი იქნება 10-12 საათი ძილი ღამით და 2 ჩაძინება დღისით. სავარაუდოდ, ამ ასაკში ღამე შიმშილისთვის კი არა განშორების შფოთვის გამო იღვიძებენ. აცადეთ ძილის შებრუნება, მაგრამ ტირილის შემთხვევაში მიდით მასთან და დაამშვიდეთ, აგრძნობინეთ, რომ მასთან ხართ, ოღონდ ზედმეტი ხმაურის, შუქის და თამაშის გარეშე. 

ხშირად დასმული კითხვები

რა შეიძლება ვაჭამო 9 თვის ბავშვს? დედის რძის ან ფორმულის გარდა – 

  • ხილის და ბოსტნეულის პიურეები
  • ორთქლზე მოხარშული ბოსტნეულის პატარა ნაჭრები
  • რბილი ხილის (მაგალითად, ბანანის) პატარა ნაჭრები
  • სხვადასხვა სახეობის მარცვეულის ფაფები
  • ხორცი
  • კვერცხი

შეიძლება 9 თვის ბავშვმა გაიაროს? ბავშვების უმრავლესობა პირველ ნაბიჯებს 1 წლისთვის დგამს, თუმცა ზოგიერთი უფრო ადრე სწავლობს სიარულს.  

თქვენი გეგმები ამ თვეში

  • დაადაბლეთ ლეიბი თქვენი ბავშვის საწოლში, რადგან შეიძლება უკვე ფეხზე დგება და სწვდება მოაჯირს. 

წყარო: https://www.pampers.com/en-us/baby/development/article/9-month-old-baby

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5