Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მშობლებო, უპასუხეთ ქვემოთ ჩამოთვლილ კითხვებს “სიმართლეა” ან “მცდარია”:

  • მე და ჩემი შვილები გაოფლიანებამდე აქტიურები ვართ ყოველდღე.
  • ჩემი შვილები ფიზიკურად აქტიურად იქნებიან, როცა გაიზრდებიან.
  • ფიზიკურად აქტიური ვიქნები, როდესაც შვილიშვილები მეყოლება.


თუ ძირითადად უპასუხეთ „სიმართლეა“, თქვენ სწორ გზაზე ხართ და ასწავლით თქვენს შვილს მთელი ცხოვრების განმავლობაში ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობას.

რამდენი საათი უნდა იყონ ფიზიკურად აქტიურები ბავშვები?


ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციით, ჩვილებს, ბავშვებს, მოზარდებს და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს ყოველდღე უნდა ჰქონდეთ დრო ფიზიკური დატვირთვისთვის. აი, რამდენი სჭირდებათ მათ:

  • ჩვილებს სჭირდებათ ყოველდღე მინიმუმ 30 წუთიანი „მუცელზე თამაშის დრო“ და სხვა ინტერაქტიული თამაშები.
  • 3-5 წლის ბავშვებს სჭირდებათ მინიმუმ 3 საათიანი ფიზიკური დატვირთვა დღეში, ან დაახლოებით 15 წუთი ყოველ საათში.
  • 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის საჭიროა 60 წუთის საშუალო და ძლიერი ფიზიკური დატვირთვა კვირის უმეტეს დღეებში.

ფიზიკური აქტივობის სარგებელი


ბავშვების უმეტესობა საკმარისად არ მოძრაობს. ბევრი მშობელიც არ არის აქტიური. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დრო გამოყოთ ზომიერი და ენერგიული საქმიანობისთვის კვირის უმეტეს დღეებში. გთავაზობთ ფიზიკური დატვირთვის სარგებლიანობის მცირე ჩამონათვალს:

  • ხელს უწყობს სიმსუქნის, გულის დაავადებების და დიაბეტის პრევენციას;
  • ეხმარება მოსწავლეებს სწავლის პროცესში ყურადღების მოკრებაში;
  • მოზარდებს ეხმარება თავიდან აიცილონ სარისკო ქცევები, როგორიცაა მოწევა, დალევა და ნარკოტიკების გამოყენება;
  • აუმჯობესებს ძილს;
  • წვავს კალორიებს;
  • აძლიერებს გულსისხლძარღვთა სისტემას;
  • აშენებს ძლიერ ძვლებს და კუნთებს;
  • ზრდის მოქნილობას;
  • ამცირებს სტრესს;
  • ასწავლის გუნდურ მუშაობას და სპორტულობას;
  • ზრდის თვითშეფასებას;
  • აუმჯობესებს ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის განცდას.


თუ ბავშვს არ მოსწონს ფიზიკური აქტივობები?


ზოგ ბავშვს ერთი სული აქვს სკოლიდან დაბრუნებული დივანზე მოკალათდეს და დღის დანარჩენი ნაწილი ტელევიზორის ყურებაში ან ვიდეო თამაშებში გაატაროს. ვარჯიშის მთელი ცხოვრების ჩვევად გადაქცევას შესაძლოა გარკვეული შემოქმედება და დრო დასჭირდეს.

თუ თქვენი შვილი ფიზიკურ აქტივობებს ეწინააღმდეგება, მიეცით ფართო არჩევანი და წაახალისეთ ახალი საქმიანობებისკენ. ჰკითხეთ, რა სურს მას და გააკეთეთ ეს ერთად ან იპოვეთ ისეთი საქმიანობა, რისი გაკეთებაც მთელ ოჯახს შეუძლია.

წყარო: ამერიკის პედიატრთა აკადემია www.healthychildren.org

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5