Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ჰაერში არსებულ ალერგენებს ზოგიერთი ორგანიზმი ჰისტამინის გამოყოფით პასუხობს. ეს იწვევს ქავილს, შეშუპებას და სითხის დაგროვებას ცხვირის გასავლებში, სინუსებში და ქუთუთოებში.

ალერგიული რინიტი შეიძლება შეიძლება გრძელდებოდეს მთელი წელი ან იყოს სეზონური. მთელი წლის განმავლობაში ალერგიული რინიტი უფრო ხშირად გვხვდება მცირეწლოვან ბავშვებში. როგორც წესი, არსებობს ალერგიული რინიტის ოჯახის ისტორია.

ბავშვებში ალერგიული რინიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • ხე-მცენარეებისა და ბალახების მტვერი;
  • ოთახის მტვრის ტკიპა;
  • სოკოს სპორები;
  • ცხოველების ბეწვი;
  • თამბაქოს კვამლი.
  • სიმპტომები:
  • ცემინება;
  • გაჭედილი ცხვირი;
  • გამონადენი ცხვირიდან;
  • ცხვირის, ყელის, თვალებისა და ყურების ქავილი;
  • სისხლდენა ცხვირიდან;
  • გამჭვირვალე გამონადენი ცხვირიდან.

ბავშვებს, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში აქვთ ალერგიული რინიტი, შეიძლება ჰქონდეთ მსგავსი სიმპტომები:

  • განმეორებადი ყურის ინფექციები;
  • ხვრინვა;
  • პირით სუნთქვა;
  • ცუდი მოსწრება სკოლაში;
  • ცხვირზე კანის გაღიზიანება ხშირი მოწმენდისგან.

ალერგიული რინიტის სიმპტომები შეიძლება ჰგავდეს სხვა სამედიცინო მდგომარეობების  ან ჯანმრთელობის პრობლემების ნიშნებს. ამიტომ, ყოველთვის მიმართეთ ბავშვის პედიატრს, თუ შეამჩნევთ ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს.

როგორ ისმევა ალერგიული რინიტის დიაგნოზი?

როგორც წესი, დიაგნოზს სვამს პედიატრი ბავშვის სამედიცინო ისტორიისა და ფიზიკური გამოკვლევის საფუძველზე. გამოკვლევის დროს, მან შესაძლოა აღმოაჩინოს მუქი წრეები ან ნაკეცები ბავშვის თვალების ქვეშ და შეშუპებული ქსოვილი ცხვირში. შესაძლებელია დაგჭირდეთ ალერგოლოგის კონსულტაცია და კანის ალერგიული ტესტები, რათა  ზუსტად გაიგოთ, რაზე აქვს თქვენს შვილს ალერგია.

როგორ მკურნალობენ ალერგიულ რინიტს?

მკურნალობის დანიშვნისას, პედიატრი გაითვალისწინებს თქვენს აზრს, ბავშვის ასაკს, მის სამედიცინო ისტორიას, ავადობის სიმძიმეს, მის მზაობას, გაუმკლავდეს სპეციფიკურ მედიკამენტებს, პროცედურებსა და თერაპიებს, მდგომარეობის სავარაუდო გაგრძელების ვადას.

მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს:

  • ცხვირის ანტიჰისტამინურ სპრეის;
  • ცხვირის გამხსნელებს;
  • ასთმის სიმპტომების სამკურნალო საშუალებებს;
  • ალერგიულ ვაქცინაციას/იმუნოთერაპიას.

ალერგიული რინიტის რისკ-ფაქტორები

ასთმის მქონე ბავშვები რინიტის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან. ექსპერტები ფიქრობენ, რომ რადგან რინიტი ართულებს ცხვირით სუნთქვას, ცხვირის ნორმალურად მუშაობა რთულდება, პირით სუნთქვა არ ათბობს, არ ფილტრავს და არ ატენიანებს ჰაერს ფილტვებში შესვლამდე. ამან შეიძლება გააუარესოს ასთმის სიმპტომები. ასთმის კონტროლი შეიძლება დაეხმაროს ზოგიერთ ბავშვს ალერგიული რინიტის კონტროლში.

წყარო: www.hopkinsmedicine.org

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5