ჭიები
ჭიები ნაწლავებში მცხოვრები პარაზიტებია. ინფექცია ვრცელდება ჭიების მიკროსკოპული კვერცხების გადაყლაპვით. ბავშვები ხშირად იდებენ ხელს პირში და შესაძლოა არ იცავდნენ ხელების კარგ ჰიგიენას ჭამის წინ. ინფიცირებულმა ბავშვმა შეიძლება გაავრცელოს ინფექცია თუ ანუსიდან მის ხელზე მოხვდება კვერცხები, ის კი სხვა ბავშვების ხელს ან საკვებს შეეხება. კვერცხები ასევე შეიძლება მოხვდეს ნივთებზე, როგორიცაა სათამაშოები, ტანსაცმელი, უნიტაზის დასაჯდომი; ასევე ზედაპირებზე, როდესაც ბავშვებს დასვრილ თეთრეულს უცვლით ან ბანთ მათ.
ჭიები გავრცელებულია სკოლამდელი ასაკის ბავშვებსა და მათ მომვლელ ზრდასრულებში. ისინი ძალიან გადამდებია ოჯახში ან ბაგა-ბაღებში.
ზოგ ბავშვს ჭიები ჰყავს თვალშისაცემი სიმპტომების გარეშე და მიკროსკოპული ანალიზით შეიძლება გამოვლინდეს.
პერიანალური სტრეპტოკოკი
პერიანალური სტრეპტოკოკის არსებობა შეიძლება ვიეჭვოთ, თუ ბავშვებს აქვთ ძალიან წითელი კანი, ექავებათ ან სტკივათ სწორი ნაწლავის ირგვლივ. ოჯახის სხვა წევრებს შესაძლოა ჰქონოდათ ყელის სტრეპტოკოკური ინფექცია.
ტუალეტის ცუდი ჰიგიენა
ტუალეტის „ინციდენტები“ და ტუალეტის ცუდი ჰიგიენა გავრცელებულია პატარა ბავშვებში. როდესაც გოგონები არ იწმენდენ შარდვის შემდეგ, ხოლო გოგონები და ბიჭები – კუჭის მოქმედების შემდეგ, შეიძლება დასვრილი და სველი კანი გაღიზიანდეს და ქავილი გამოიწვიოს.
პატარა/მჭიდრო ტანსაცმელი
თუ ანალური არის გარშემო ტანსაცმელი ძალიან მჭიდროა, ამან შეიძლება გააღიზიანოს ბავშვი და გამოიწვიოს მის მიერ ტანსაცმლის ხშირი მოქაჩვა და გაწელვა.
რა უნდა გააკეთონ მშობლებმა
– გაიარეთ კონსულტაცია პედიატრთან ტესტირებისა და მკურნალობისათვის.
– დაიცავით რეკომენდაციები.
– ბავშვს ფრჩხილები დაუმოკლეთ.
– აუცილებლად დაბანეთ ხელები საუზმის ან საკვების ნებისმიერი მიღების წინ.
– თუ ჭიები წარმოადგენს პრობლემას, გარეცხეთ ბავშვის თეთრეული, ტანსაცმელი და პირსახოცები ცხელი წყლით. ნუ დაფერთხავთ მათ, ეს კვერცხებს გაფანტავს.
წყარო: ამერიკის პედიატრიის აკადემია www.healthychildren.org