* სტატია დაწერილია ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ყოფილი დირექტორის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების სადაზღვევო და ჯანდაცვის სისტემების გამოცდილებაზე დაყრდნობით.
ამჟამად მიმდინარე COVID19-ის პანდემია ნათლად ავლენს ვაქცინებისა და ანტივირუსული მკურნალობის სწრაფი შემუშავების საჭიროებას იმისათვის, რომ შემცირდეს განსაკუთრებულად საშიში SARS-CoV-2-ი ვირუსით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციების რაოდენობა და სიკვდილიანობა. ბიოფარმაცევტულმა მრეწველობამ მყისიერად უპასუხა ბოლოდროინდელ გამოწვევას და პანდემიასთან ბრძოლისთვის, სულ მცირე, 80 წამლის კანდიდატი შემუშავების სტადიაშია. თუ გაგვიმართლა, ბოლოს და ბოლოს, მივიღებთ გარკვეულ ინსტრუმენტს ახალ გლობალურ საფრთხესთან გასამკლავებლად.
მაგრამ ამჟამინდელი აფეთქების უკან კიდევ უფრო დიდი საფრთხე იმალება, რომელიც უკვე კლავს ასობით ათას ადამიანს მსოფლიოში და გაართულებს მრავალი Covid19- ით დაავადებული პაციენტის მკურნალობას. დაფარულ საფრთხეს წარმოადგენს ანტიობიოტიკებისადმი რეზისტენტულობა — ბაქტერიები, რომლებსაც ჩვეულებრივი ანტიბიოტიკები ვერ ანადგურებს. სამწუხაროდ, ამგვარი მომაკვდინებელი ინფექციების გასამკლავებლად საჭირო წამლის არსენალი თითქმის ცარიელია.
მიუხედავად იმისა, რომ ანტიობიოტიკებისადმი რეზისტენტობას არ დაეთმო იმდენი ყურადღება, როგორც SARS-CoV-2-ს, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიები წარმოადგენს მზარდ გლობალურ საშიშროებას. მხოლოდ აშშ-ში, 2.8 მილიონი ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექცია ვლინდება ყოველ წელს და იწვევს 35,000 ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება, თუმცა ექსპერტები შიშობენ, რომ რეალური ციფრები ბევრად მეტია. ეგრეთ წოდებული სუპერბაქტერიები, რომლებიც იწვევენ ამ ინფექციებს, მრავლდებიან საავადმყოფოებში, სამედიცინო დაწესებულებებში, და რისკის ქვეშ აყენებენ ყველა მსუბუქი თუ მძიმე დაავადების მქონე პაციენტს.
რეზისტენტული ბაქტერიების გამო ყველაზე დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან პაციენტები, რომლებიც უფრო მოწყვლადი არიან ისეთი ვირუსული ფილტვის ინფექციებისადმი, როგორებიცაა გრიპი, მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS), და Covid-19. მაგალითად, 2009 H1N1 გრიპის პანდემიამ მსოფლიო მასშტაბით იმსხვერპლა თითქმის 300,000 ადამიანის სიცოცხლე. დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად, ამ სიკვდილობის შემთხვევებიდან – 29%-დან 55%-მდე გამოწვეული იყო მეორადი ბაქტერიული პნევმონიით. ადამიანის ორგანიზმზე შეტევა ორ-ეტაპიანია: ვირუსული ინფექცია ასუსტებს ორგანიზმს, რაც აადვილებს რთულად სამკურნალო ბაქტერიის მასში დამკვიდრებასა და მეორად ბაქტერიულ ინფექციას.
ახალი კორონავირუსი გამონაკლისს არ წარმოადგენს. უკვე ცნობილია რამდენიმე კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვით Covid-19-ით ჰოსპიტალიზებული 7 პაციენტიდან 1 პაციენტს ემართება საშიში მეორადი ბაქტერიული ინფექცია და აღსანიშნავია, რომ ამგვარი ინფექცია აღენიშნებოდა გარდაცვლილ პაციენტთა 50%-ს. ანტიობიოტიკებისადმი რეზისტენტობა შესაძლოა გახდეს დამატებითი ავადობის წარმოუდგენელი ტვირთი ჩვენი ჯანდაცვის სისტემისათვის იმ პირობებში, როდესაც კორონავირუსით გამოწვეული პნევმონია რეანიმაციულ განყოფილებებზე ისედაც ჭარბ ზეწოლას ახორციელებს მათ შესაძლებლობებთან შედარებით.
ჩვიდმეტი წლის წინ, როდესაც ვხელმძღვანელობდი CDC, ჩვენ ვწუხდით ანტიობიოტიკებისადმი რეზისტენტობაზე, რაც ართულებდა SARS-ით დაავადებული პაციენტების მკურნალობას. მაშინ ვიცოდით, რომ ამერიკის არსენალში არსებული ანტიბიოტიკები არ იძლეოდნენ საკმარის გარანტიას, რომ შევძლებდით წამლისადმი რეზისტენტული ბაქტერიებით გამოწვეულ დიდ აფეთქებასთან გამკლავებას. მას შემდეგ, ეს ბაქტერიები კიდევ უფრო გავრცელდა, უფრო მომაკვდინებელი გახდა და სამკურნალოდ ბევრად რთული, ხოლო ანტიბიოტიკების ჩამონათვალი თითქმის არ გაზრდილა. ფაქტობრივად, სუპერბაქტერიების მიერ შექმნილ საფრთხესა და მათი მკურნალობის უნარის მქონე ანტიობიოტიკებს შორის დისბალანსი სწრაფად იზრდება.
ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, როდის, ან სად მოხდება ახალი პანდემიის წარმოქმნა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ მეორადი ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც მას მოჰყვება. იმისათვის, რომ ვებრძოლოთ სუპერბაქტერიებს, ახალი ანტიბიოტიკები სასიცოცხლოდ აუცილებელია. პოლიტიკის შემუშავებით დაკავებულმა პირებმა უნდა დაუსვან საკუთარ თავს მნიშვნელოვანი კითხვა: რატომ არ გვაქვს მძლავრი ანტიბიოტიკები მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება?
იდეალურ სამყაროში, ჩვენ ყოველთვის უნდა გვქონდეს ახალი ანტიბიოტიკები წარმოქმნილი რეზისტენტული ინფექციების წინააღმდეგ, რომელთა გამოყენება დაუყოვნებლივ შეიძლება Covid-19 მსგავსი პანდემიური კრიზისების დროს. მაგრამ ახალი ანტიბიოტიკების შემუშავება მოითხოვს დროს და შეიძლება 1 მილიარდ დოლარზე მეტ დანახარჯს, ამასთანავე ინვესტიციის ამოღება ფართო გამოყენების გზით ვერ მოხდება, რადგან შემუშავებული ანტიბიოტიკების მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში გამოყენების გზით შეიძლება მათი ეფექტურობის მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი ვადით შენარჩუნება.
ამჟამინდელი საავადმყოფობის ხარჯების ანაზღაურების სისტემები ზოგადად არ უწყობენ ხელს ახალი ანტიბიოტიკების გამოყენებას მაშინაც კი, როდესაც პაციენტს ისინი აშკარად სჭირდება, რადგან ახალი თაობის ანტიობიოტიკების გამოყენება წინა თაობის ანტიობიოტიკებზე უფრო ძვირი ჯდება. საავადმყოფოები, რომლებიც მკურანლობის ისედაც მზარდი ხარჯების გამო რთული გამოწვევების წინაშე არიან, უჭირთ დაასაბუთონ საკუთარ დანიშნულებებში შედარებით ძვირადღირებული წამლების გამოყენება.
ამ კონკრეტული საბაზრო დინამიკის შედეგად, კერძოდ, ხარჯების ანაზღაურების სიმცირე და შესაბამისად დაბალი რაოდენობით მოხმარება, იწვევს ბევრი ჩვენი ქვეყნისათვის იმედისმომცემი, ანტიობიტიკების შემმუშავებელი კომპანიების ბიზნესიდან გასვლას, ან მათ მიერ მძიმე ფინანსურ ზარალს. ამ მხრივ აღსანიშნავია სამი ბიოტექნოლოგიური კომპანიის მაგალითი, რომელიც გასულ წელს დაფიქსირდა.
ბაზრის აღნიშნული ჩავარდნის გამოსწორება შესაძლებელია, რადგან სწორედ აღნიშნულზეა დამოკიდებული მრავალი ათასი პაციენტის სიცოცხლე — რაშიც ჩვენ შეიძლება მალე დავრწმუნდეთ Covid-19 შემთხვევების ზრდის პარალელურად. სამკურნალო ხარჯების ანაზღაურების სისტემის რეფორმა მოიტანს ორ შედეგს – ერთის მხრივ, გააუმჯობესებს ახალი ანტიბიოტიკების ხელმისაწვდომობას და სტიმულს მისცემს კერძო ინვესტირების განხორციელებას მათ შემუშავებაში. მაშინ, როდესაც სხვა შეთავაზებები განიხილება, მათ შორის რეზერვების შექმნა და კვლევის საწარმოებლად ახალი გრანტების გაცემა, აღნიშნული ზომები არ ითვალისწინებს ძირეულ საკითხებს.
ამ საჭიროების გადაუდებელი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სენატორებმა ბობ ქეისმა (D-Pa.) და ბილ ქესიდიმ (R-La.) ასევე წარმომადგენელთა პალატის წევრებმა დენი დევისმა (D-Ill.) და კენი მარჩანტმა (R-Texas) წარმოადგინეს ინოვაციური სტრატეგია რეზისტენტული მიკროორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლისათვის (DISARM), ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც მოახდენს მედიქეარის მიერ ანაზღაურების სისტემის შეცვლას, რაც გაუადვილებს საავადმყოფოებს პაციენტისათვის ყველაზე შესაბამისი ანტიბიოტიკების გამოყენებას. ამჟამად არსებობს მკაცრი ზედა ზღვარი რომლის მიხედვითაც მედიქეარი საავადმყოფოებს უნაზღაურებს ხარჯებს – აღნიშნული სისტემა აფერხებს ახალი მიზნობრივი ანტიბიოტიკების გამოყენებას, რაც იქნებოდა ყველაზე ადეკვატური თერაპია სუპერბაქტერიული ინფექციების მქონე პაციენტებისათვის.
DISARM აქტის მიღება არის პირველი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება გადავდგათ იმისათვის, რომ საავადმყოფოები ფინანსურად არ დაისაჯონ პაციენტების სიცოცხლის გადამრჩენი ანტიბიოტიკების გამოყენებისათვის. ეს აუცილებელია პაციენტებისათვის და, ამასთანავე, განაპირობებს ინვესტორების ნდობას, რათა ისინი დაეხმარონ კომპანიებს ახალი ანტიბიოტიკების შემუშავებაში. პოლიტიკის შემმუშავებლებმა ასევე უნდა შექმნან მასტიმულირებელი ინსტრუმენტები, რომლებიც შეუქმნის კომპანიებს მოტივაციას ბაზარზე შესვლისათვის და სხვა „გამშვები“ მექანიზმები, რაც მკაფიო სიგნალი იქნება ბიოფარმაცევტული კომპანიებისთვის, რომ ნამდვილად სარგებლის მომტანია ანტიბიოტიკების სფეროში კვლევების განხორციელება და ინვესტირება მათ შემუშავებაში.
Covid-19-ის კრიზისთან ბრძოლისთვის გაერთიანებასთან ერთად, რომელიც ამჟამად განსაკუთრებულად აქტუალურ საკითხს წარმოადგენს, ასევე უნდა ვიფიქროთ მომავალ კრიზისზე. ჩვენ “ახლომხედველები” ვერ ვიქნებით, განსაკუთრებით ანტიობიტიკებისადმი რეზისტენტობის საკითხთან მიმართებაში. უნდა მივიღოთ ზომები, რათა უზრუნველყოთ საჭირო ანტიბიოტიკების არსებობა, როგორც დღეს, ისე მომავალში. სწორედ ახლა არის მოქმედების დრო.
ჯული ლ, გერბერდინგი, მედიცინის დოქტორი, კომპანია მერკის სტრატეგიული კომუნიკაციების,გლობალური საჯარო პოლიტიკის და საზოგადოების ჯანმრთელობის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და პაციენტთა უფროსი ოფიცერი და. იგი ასრულებდა CDC დირექტორის მოვალეობას 2002-დან 2009 წლამდე.