Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი სოფო ბოჯგუა.

რა არის ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი და რით ხასიათდება? 

 ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (APS) ხასიათდება ვენური ან არტერიული თრომბოზით და / ან ორსულობის დასრულების  არასასურველი შედეგით. 

შეწყვეტილი ორსულობის მიზეზი მხოლოდ ვირუსული და ბაქტერიული გენეზისი არ არის. 

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული შეფასებებით, APL ასოცირდება ყოველწლიურად დაახლოებით 50,000 სპონტანურად შეწყვეტილ ორსულობასთან. 

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ? 

უპირველესია ანამნეზი და ფიზიკური გამოკვლევა – ჩვენ ვაგროვებთ  საფუძვლიან სამედიცინო ისტორიას, განსაკუთრებული ყურადღებას  ვაქცევთ შემდეგ სიმპტომებსა და ნიშნებს, როგორიცაა: ცხელება, დაღლილობა, ლიმფადენოპათია, პირის ღრუს ან ცხვირის  ლორწოვანის უმტკივნეულო წყლულები, თმის ცვენა, რეინოს ფენომენი, სახსრების ტკივილი ან შეშუპება, რომელიც შეიძლება იყოს მიგრირებადი და სიმეტრიული; ქვედა კიდურის შეშუპება.

ნევროლოგიური სიმპტომები, როგორიცაა კრუნჩხვები ან ფსიქოზი.

განმეორებითი აბორტი, 

წითელი მგლურას დიაგნოზი. 

SLE– ს კლინიკური გამოვლინების ფართო სპექტრის გათვალისწინებით, სასარგებლოა დაავადების დაწყების სიხშირის მიხედვით სხვადასხვა მახასიათებლის გათვალისწინება.

თრომბოფილიები თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებებია. 

გენეტიკური თრომბოფილიის ყველაზე ხშირი სამი მიზეზის – სისხლის შემდედებელი II და V პლაზმური ფაქტორების და ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტის მაკონტროლებელი გენების წერტილოვანი მუტაციების – კავშირი თრომბოზულ გართულებებთან, განსაკუთრებით საყურადღებოა ახალგაზრდა პაციენტებსა და ორსულებში.

როგორ არის გამოხატული ეს პროცესი Კლინიკურად? 

შეძენილი თრომბოფილიებიდან განსაკუთრებით აქტუალურია ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (აფს). კლინიკური ნიშნების საფუძველია აუტოიმუნური პროცესი, რომლის დროსაც ანტისხეულების ჯგუფი აზიანებს სისხლძარღვების შიგნითა კედლის ამომფენ ენდოთელურ უჯრედებს, დეფექტის აღმოსაფხვრელად იწყება სისხლის შედედება და თრომბის წარმოქმნა. ვინაიდან პროცესში ყველა კალიბრისა და ლოკალიზაციის სისხლძარღვებია ჩართული, ანტიფოსფოლიპიდურ სინდრომს საკმაოდ მრავალფეროვანი კლინიკური შედეგები ახასიათებს.

საინტერესოა ის, რომ ამ სინდრომს უმეტესად ავლენს ორსულობა. 

სამეანო პათოლოგიის მიზეზია პლაცენტის სისხლძარღვების თრომბოზი და ფეტოპლაცენტური უკმარისობა ნაყოფის სიკვდილს იწვევს.

ორსულობისა და მშობიარობის პერიოდში თრომბოფილიის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გართულებაა დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომი (დსშ) – სისტემური პროცესი, რომლის დროსაც ერთდროულად ვითარდება თრომბოზის მოვლენები და სისხლდენა. 

რა უნდა იცოდეს ქალმა. ორსულობის დაგეგმვამდე, რა უნდა გაითვალისწინოს ამ  Მხრივ? 

ამდენად ორსულობის დაგეგმვამდე სასურველია, კარგად ვიცოდეთ გენეტიკა სისტემური დაავადებით ხომ არ არის დატვირთული. 

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დიაგნოზის დასასმელად საჭიროა სულ ცოტა, ერთი კლინიკური და ერთი ლაბორატორიული კრიტერიუმის არსებობა.

რა ლაბორატორიული კვლევები შეიძლება ჩაიტარონ ორსულმა? 

მგლურას ანტიკოაგულანტის (LA) არსებობა პლაზმაში უნდა დადასტურდეს 2 ან მეტ შემთხვევაში 12 კვირის შუალედი. ეს ანტიკოაგულანტი უნდა განისაზღვროს ჰემოსტაზისა და თრომბოზის საერთაშორისო ასოციაციის მიერ მოწოდებული კოაგულაციური კვლევებით

2) ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულების (aCL) არსებობა პლაზმაში საშუალო ან მაღალი ტიტრით ( IgG>40 GPL, IgM>40 MPL). aCL ანტისხეულების მომატებული ტიტრი უნდა აღინიშნოს 2 ან მეტ შემთხვევაში 12 კვირის შუალედით.

3) ანტი-β2გლიკოპროტეინl-ის (β2GP1) ანტისხეულების (IgG ან IgM) არსებობა პლაზმაში, მაღალი ტიტრით. ანტი–β2გლიკოპროტეინl-ის ანტისხეულების მომატებული ტიტრი უნდა აღინიშნოს 2 ან მეტ შემთხვევაში 12 კვირის შუალედით.

როგორ მიმდინარეობს მკურნალობა? 

მკურნალობა ანტიკოაგულანტებით მიმდინარეობს. რაც შეეხება ორსულებს, ანტითრომბოზული პრეპარატები ეფექტიანთან ერთად როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვისაც უსაფრთხო უნდა იყოს. ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რომ რაც უფრო ადრე დაიწყება ანტითრომბული თერაპია, მით უკეთესი გამოსავალი გვექნება ორსულობის, ამასთანავე მნიშვნელოვანია რომ ანტიკოაგულანტებით მკურნალობა გაგრძელდეს მშობიარობის შემდგომ პერიოდშიც. 

მნიშვნელოვანია, შვილოსნობის დაგეგმვა, დროული და სწრაფი რეაგირება, არტერიული წნევის მუდმივი კონტროლი ორსულობის დროს, იმისთვის, რომ სასურველი ორსულობა საუკეთესო გამოსავლით დასრულდეს. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5