Kidfluencer-ად მოიხსენიებენ 13 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც თავიანთ ჯგუფებში გავლენიანები არიან და ქმნიან შინაარსს ბრენდის ცნობიერების ამაღლების და სარეკლამო მიზნებისათვის სხვადასხვა სოციალური არხებით.
აკონტროლებთ თქვენი შვილის YouTube აქტივობას? ჟურნალ Pediatrics-ში გამოქვეყნებული ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად, YouTube-ზე ბავშვი ინფლუენსერები მავნე საკვებითა და შაქრის შემცველი სასმელებით აინტერესებენ ახალგაზრდა მაყურებელს, რათა გაზარდონ თავიანთი გვერდის ნახვები.
მკვლევრებმა გააანალიზეს 2019 წლის 5 ყველაზე პოპულარული ბავშვი ინფლუენსერის (3-დან 14 წლამდე) ვიდეოები. გუნდი დააკვირდა, თუ რა დროს ხარჯავდნენ ისინი სათამაშოებით თამაშსა თუ საკვების, მაგალითად სწრაფი კვების პროდუქტების მიღებაში.
სულ 418 YouTube ვიდეოს დააკვირდნენ, საიდანაც 179 იყო საკვები ან სასმელი. მათი 90% არაჯანსაღი აღმოჩნდა, მაგალითად სწრაფი კვების პროდუქტები. გასათვალისწინებელია, რომ ამ ვიდეოებს მილიონზე მეტჯერ უყურა მაყურებელმა.
თუნდაც საგანმანათლებლო ვიდეოს შეუძლია ხელი შეუწყოს მავნე საკვებს.
”ზოგჯერ ინფლუენსერები მხოლოდ „მაკდონალდსს“ მიირთმევდენ, ზოგჯერ კი ტკბილეულზე აკეთებენ სამეცნიერო ექსპერიმენტებზე, მაგრამ ამანაც შეიძლება უბიძგოს ბავშვებს ამ პროდუქტებისკენ“ – ამბობს კვლევის ხელმძღვანელი ავტორი მარი ბრეგი.
პრობლემა ისაა, რომ მცირეწლოვან ბავშვებს შეიძლება არ ჰქონდეთ განვითარებული უნარი ამოიცნონ წამახალისებელი მესიჯები და ვერ გამოიცნონ განახვავება პროდუქციის განთავსებასა და იუთუბის გასართობ ნაწილს შორის.
რატომ არიან ბავშვები სამიზნე კატეგორიაში?
პასუხი მარტივია – ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა წევრები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ საოჯახო ხარჯებზე, ეს განსაკუთრებით ეხება კვების პროდუქტებს.
ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ რეკლამა 30 წამიანი სარეკლამო რგოლისგან შედგება, თუმცა დღეს პროდუქტების აშკარა რეკლამა ნაკლებია, ის უფრო შოუს ნაწილად იქცა. მაგალითად, ინფლუენსერი ბავშვი საუბრობს სწრაფი კვების ობიექტში სტუმრობაზე ან კონკრეტული ბრენდის პროდუქტით სუსნაობს, რომლის ეტიკეტიც მკაფიოდ არის ნაჩვენები.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში არ არის განხილული ჯანმრთელობის გრძელვადიანი შედეგები, აშკარაა, რომ ამგვარი პროდუქტის მოწონების შედეგები სცილდება იმას, რომ ბავშვები მშობლებს უბიძგებენ, სუპერმარკეტში ყველანაირი უსარგებლო საკვები დაამატონ კალათას.
ბავშვობაში კვების ჩვევებმა შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მოზრდილობაში სიმსუქნის, გულსისხლძარღვთა დაავადებების და ტიპი 2 დიაბეტის რისკზე. 2017 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ სწრაფი კვების პროდუქტებს – კვირაში ერთხელ მაინც, უფრო მეტად არიან მიდრეკილი გულის დაავადებების და დიაბეტისკენ.
წყარო: www.verywellfit.com